როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
წაიკითხე გამოსვლის 20:15 და უთხარი: „ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს, დაიცვას ეს მცნება, თუმცა ზოგი თვლის, რომ ქურდობას ან სხვა მხრივ უპატიოსნობის გამოვლენას შეიძლება გამართლება მოეძებნოს. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს] ამ სტატიაში ნაჩვენებია, რატომ არის კარგი ყოველთვის პატიოსნად მოქცევა [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„ბევრი პატივს სცემს ბიბლიას, მაგრამ თვლის, რომ დღეს ის არცთუ ისე გამოსადეგია. თქვენ რა აზრის ხართ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე რომაელების 15:4] ეს სტატია გვიხსნის, რომ ბიბლიის უძველესი ნაწილებიც კი დღეს კვლავაც მნიშვნელოვანია [შესთავაზე სტატია, რომელიც 28-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრილი
«დღეს უმრავლესობა თვლის, რომ ადამიანთა ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა იესომ მოახდინა. თქვენც ასე ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს] ყურადღება მიაქციეთ, რატომ არის აუცილებელი, იესოს შესახებ სიმართლე ვიცოდეთ, რათა ჭეშმარიტება ვისწავლოთ [წაიკითხე იოანეს 17:3]. „საგუშაგო კოშკის“ ამ სპეციალურ ნომერში ნაჩვენებია, რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში იესოსა და მის სწავლებებზე».
გამოიღვიძეთ! აპრილი
„ალბათ დამეთანხმებით, არ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოვასწროთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვსურს? [დაელოდე, გიპასუხოს] ბევრისთვის დამხმარე აღმოჩნდა ეს რჩევა [წაიკითხე ფილიპელების 1:10]. ეს ჟურნალი პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი დრო გონივრულად გამოვიყენოთ“.