როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 აპრილი
„ზოგი ნაშრომის თანახმად, იესო არ მომკვდარა დაუქორწინებელი, როგორც ამას ბიბლია ამბობს, არამედ მას ჰყავდა ცოლი და შვილები. გსმენიათ ასეთი რამ? [დაელოდე, გიპასუხოს] ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ სიმართლე ვიცოდეთ [წაიკითხე იოანეს 17:3]. ამ სტატიაში საფუძვლიანი მიზეზებია მოყვანილი, თუ რატომ უნდა ვენდოთ იესოს შესახებ ბიბლიურ ჩანაწერს [აჩვენე სტატია, რომელიც 26-ე გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! აპრილი
წაიკითხე ფსალმუნის 37:9—11 და ჰკითხე: „თქვენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო, როცა ეს სიტყვები შესრულდება? [დაელოდე, გიპასუხოს] ამ სტატიაში განხილულია ეს მანუგეშებელი წინასწარმეტყველება და ახსნილია, რატომ ხდება დღეს მსოფლიოში ამდენი ბოროტება [აჩვენე სტატია, რომელიც მე-20 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
„გიფიქრიათ ოდესმე, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას? [დაელოდე, გიპასუხოს] ყურადღება მიაქციეთ, კითხვას, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა დასვა და დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს [წაიკითხე ფსალმუნის 10:1]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე ახსნილია, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას და რას აკეთებს მის აღმოსაფხვრელად“.
გამოიღვიძეთ! მაისი
„ბევრს სურს, სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს, მაგრამ უჭირთ ამის გაკეთება. იცნობთ ვინმეს, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება უნდა? [დაელოდე, გიპასუხოს] ზოგს ძალიან დაეხმარა მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა [წაიკითხე ეკლესიასტეს 4:12ა]. ამ ჟურნალში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მწეველებს სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებაში დაეხმარება“.