როგორ გამოვიყენოთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“ ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად?
1. რა მიზნით გამოიცა წიგნი „ღვთის სიყვარული“?
1 ძალიან გაგვიხარდა, როდესაც საოლქო კონგრესზე „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ გამოიცა წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“. როგორც გამოცხადდა კიდეც, ეს წიგნი იმისთვის არაა განკუთვნილი, რომ ძირითადი ბიბლიური სწავლებები გაგვაცნოს, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ და შევიყვაროთ იეჰოვას ნორმები. ამ წიგნს კარდაკარ ქადაგებისას არ გავავრცელებთ.
2. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს წიგნი და ვისთან?
2 როდესაც შემსწავლელთან დავამთავრებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“, შესწავლას გავაგრძელებთ წიგნით „ღვთის სიყვარული“. გახსოვდეს, რომ ზოგი შემსწავლელი სწრაფად მიიწევს წინ სულიერად, ზოგი კი — ნელა. თითოეული შესწავლა იმის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, თუ როგორ ითვისებს შემსწავლელი მასალას. დარწმუნდი, რომ განხილული მასალა შემსწავლელს კარგად ესმის. უმეტესწილად, ამ წიგნით არ უნდა დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა მათთან, ვინც ადრე უკვე შეისწავლა რამდენიმე წიგნი, მაგრამ არ ესწრება კრების შეხვედრებს, ან მათთან, ვინც არ ცდილობს, ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად იცხოვროს.
3. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ახლა შესწავლას ვატარებთ წიგნით „თაყვანი ეცი ღმერთს“?
3 თუ ახლა შემსწავლელთან გადიხარ წიგნს „თაყვანი ეცი ღმერთს“ და რამდენიმე თავი გაქვს დარჩენილი, შეიძლება არჩიო, წიგნი ბოლომდე დაამთავრო. ასეთ დროს აღძარი შემსწავლელი, თვითონ წაიკითხოს წიგნი „ღვთის სიყვარული“. სხვა შემთხვევაში უკეთესი იქნება, მაშინვე გადახვიდე წიგნზე „ღვთის სიყვარული“ და პირველი თავიდან დაიწყო მისი განხილვა. შესწავლის დროს დანართების განხილვა სავალდებულო არ არის ისევე, როგორც მაშინ, როცა შესწავლას ვატარებთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“.
4. რა უნდა გავაკეთოთ, თუ შემსწავლელი მანამდე მოინათლა, ვიდრე გაივლიდა წიგნებს „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან „ღვთის სიყვარული“?
4 თუ შემსწავლელი მანამდე მოინათლება, ვიდრე გაივლის წიგნებს „რას გვასწავლის ბიბლია“ ან „დარჩით ღვთის სიყვარულში“, შესწავლა მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ არ შეისწავლით ორივე წიგნს. შემსწავლელის მონათვლის შემდეგაც შეგიძლია ჩაიწერო დრო, განმეორებითი მონახულება და შესწავლა. დროის ჩაწერა შეუძლია იმ მაუწყებელსაც, რომელიც შენთან ერთად არის შესწავლაზე და მონაწილეობს განხილვაში.
5. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნი „ღვთის სიყვარული“ იმ მაუწყებლებთან, რომლებიც მსახურებაში არააქტიურები გახდნენ?
5 კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა შეიძლება გთხოვოს, შესწავლა ჩაუტარო არააქტიურ მაუწყებელს და მასთან კონკრეტული თავები განიხილო წიგნიდან „ღვთის სიყვარული“. ასეთი შესწავლები საჭიროზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. გვიხარია, რომ გვაქვს ასეთი შესანიშნავი წიგნი, რომელიც დაგვეხმარება, ‘დავრჩეთ ღვთის სიყვარულში’! (იუდ. 21).