როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„რთულია კარგის კეთება, როცა სხვები ცუდისკენ გვიბიძგებენ. როგორ ფიქრობთ, რა დაგვეხმარება, რომ დათმობაზე არ წავიდეთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იგავების 29:25]. ამ სტატიაში განხილულია ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანების [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„კარგი მეგობრების ყოლა ყველას უხარია. ყველაზე მეტად რა თვისებებს აფასებთ მეგობრებში? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა წერია ბიბლიაში [წაიკითხე იგავების 17:17]. ამ სტატიაში მოცემულია რჩევები, თუ როგორ შეგვიძლია კარგი მეგობრების არჩევა და სხვებისთვის კარგი მეგობრობის გაწევა [უჩვენე სტატია, რომელიც მე-18 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრილი
„მაინტერესებს, რას ფიქრობთ იესოს შემდეგ სიტყვებზე [წაიკითხე იოანეს 3:3]. რა იგულისხმა მან ხელახლა დაბადებაში? [დაელოდე, გიპასუხოს]. თუ იესოს სიტყვების მნიშვნელობას ზუსტად ჩავწვდებით, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს აწმყოსა და მომავალზე. ეს საკითხი განხილულია ამ ჟურნალში“.
გამოიღვიძეთ! აპრილი
„დღეს სკოლის მრავალი მოსწავლე სტრესს განიცდის. როგორ ფიქრობთ, ბევრი რამ შეიცვალა ბოლო ოცი-ოცდაათი წლის მანძილზე? [დაელოდე, გიპასუხოს]. დიდმა სტრესმა მოსწავლეებზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს [წაიკითხე ეკლესიასტეს 7:7ა]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეუძლიათ უფროსებს დაეხმარონ მოზარდებს სტრესთან გამკლავებაში“.