როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაში ადამიანი შინაგან სიმშვიდეს გრძნობდეს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია ფილიპელების 4:6, 7-ში [წაიკითხე]. ეს სტატია გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია მივიღოთ ღვთის მშვიდობა [უჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! ივლისი
„უმრავლესობა ჩვენგანი მადლიერი ვართ იმისთვის, რაც მშობლებმა გვასწავლეს. როგორ ფიქრობთ, უპატივცემლობის გამოვლენა იქნება, თუ გამოვიკვლევთ იმ რელიგიურ სწავლებებს, რომლებიც ბავშვობაში ჩაგვინერგეს? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 იოანეს 4:1.] ამ სტატიიდან ვიგებთ, გაუმართლებელია თუ არა რელიგიის შეცვლა [უჩვენე სტატია, რომელიც 28-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„ბევრი ამბობს, რომ ყველა რელიგიას საბოლოოდ მაინც ერთ ღმერთთან მივყავართ. თქვენი აზრით, ყველა რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 7:13, 14]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე განხილულია სამი მხარე, რომლებსაც ჭეშმარიტი რელიგია უნდა ასწავლიდეს“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„ბევრი ჩვენგანი გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი. თქვენი აზრით, როგორ უყურებს ღმერთი იმას, რომ ადამიანებს წინასწარშექმნილი აზრი აქვთ ერთმანეთზე? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე საქმეების 10:34, 35.] ბიბლია გვეხმარება, რომ დავძლიოთ დისკრიმინაციით გამოწვეული გულისტკივილი და მოვიშოროთ სხვებზე წინასწარშექმნილი აზრი. ამ ჟურნალში სწორედ ამის შესახებ არის საუბარი“.