როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 სექტემბერი
„არასწორი სწავლებებით შეცდომაში შეყვანილი მორწმუნეები ზოგჯერ ცუდ საქმეებს სჩადიან. როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ისინი შეცდომაში შეყვანილნი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია [წაიკითხე 1 იოანეს 4:1]. ამ სტატიაში ახსნილია, რატომ არის აუცილებელი, რომ ჩვენი რწმენა ღვთის სიტყვასთან იყოს შეთანხმებული [აჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! სექტემბერი
წაიკითხე მათეს 5:39 და უთხარი: „როგორ ფიქრობთ, გულისხმობდა იესო, რომ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, როცა ვინმე უსამართლოდ გვექცევა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ სტატიაში ახსნილია, თუ რას ამბობს ბიბლია თავდაცვისა და კანონის ძალით დაცვის შესახებ [აჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტომბერი
„მთელ მსოფლიოში ყველანაირი მრწამსის ადამიანები ლოცულობენ. როგორ ფიქრობთ, ღმერთი მართლა ისმენს ლოცვებს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვილოცოთ [წაიკითხე ფილიპელების 4:6, 7]. ამ ჟურნალში განხილულია ლოცვასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ შვიდ კითხვაზე ბიბლიური პასუხები“.
გამოიღვიძეთ! ოქტომბერი
„ხშირად გვესმის, რომ ადამიანები მოტყუებულები რჩებიან მეუღლეებისგან, პოლიტიკოსებისა და სხვებისგან. როგორ ფიქრობთ, ძნელია სანდო ადამიანის პოვნა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრი თვლის, რომ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ სრულდება [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1—5]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ ჯერ კიდევ სად შეიძლება სანდო ადამიანების პოვნა“.