როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„მრავალი ადამიანი გადაწყვეტილების მიღებამდე ჰოროსკოპს მიმართავს. როგორ ფიქრობთ, ახდენენ ვარსკვლავები ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას? [დაელოდე, გიპასუხოს.] საინტერესოა, რომ ბიბლიაში მოხსენიებულია ზოდიაქოს თანავარსკვლავედები [წაიკითხე 2 მეფეების 23:5]. ამ სტატიაში განხილულია, რა თვალსაზრისი აქვს ბიბლიას ჰოროსკოპებზე [შესთავაზე სტატია, რომელიც იწყება მე-18 გვერდზე]“.
გამოიღვიძეთ! ივნისი
„ეკლესიები ხშირად ფულს იღებენ ნათლობისთვის, საქორწილო და დაკრძალვის ცერემონიალებისთვის. როგორ ფიქრობთ, სწორია ეს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს [წაიკითხე მათეს 10:7, 8ბ]. ამ სტატიიდან ჩანს, რას ამბობს ბიბლია რელიგიური მსახურებისთვის ფულის აღებაზე [შესთავაზე სტატია, რომელიც 22-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„ბევრი ადამიანი ყოვლისშემძლე ღმერთს უბრალოდ ღმერთს უწოდებს. იცოდით, რომ ბიბლიაში ჩაწერილია ღვთის სახელი? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაიას 42:8ა.] ამ ჟურნალში ახსნილია, რატომ ამოიღეს ღვთის სახელი ბიბლიის ზოგი თარგმანიდან და რატომ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს სახელით“.
გამოიღვიძეთ! ივლისი
„არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა ბევრს თავსატეხს უჩენს. ზოგს უმუშევრობა უქმნის სტრესს, ზოგს კი სამსახურის დაკარგვის შიში. როგორ ფიქრობთ, დაგვეხმარება ამაში შემდეგი ბიბლიური რჩევა? [წაიკითხე მათეს 6:34 და დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში მოცემული პრაქტიკული რჩევები დაგვეხმარება, გონივრულად გამოვიყენოთ ფინანსები და სტრესი შევიმსუბუქოთ“.