როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 იანვარი
წაიკითხე დაბადების 2:16, 17 და უთხარი: „ზოგის აზრით, ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ ადამი შესცოდავდა. სხვები ფიქრობენ, რომ ღვთის გაფრთხილება თვალთმაქცობა იქნებოდა, თუ მას წინასწარ ეცოდინებოდა შედეგი. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ სტატიაში, რომელიც ჟურნალის მე-13 გვერდზე იწყება, ახსნილია, თუ როგორ იყენებს ღმერთი მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარს“.
გამოიღვიძეთ! იანვარი
„ზოგს სჯერა, რომ რწმენა უფრო ემოციებზეა დაფუძნებული, ვიდრე საღ აზრზე. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიის თანახმად, ბრმად არ უნდა გვწამდეს [წაიკითხე 1 იოანე 4:1]. სტატიაში, რომელიც ამ ჟურნალის 28-ე გვერდზე იწყება, ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, დაფუძნებულია თუ არა ჩვენი რწმენა საღ აზრზე“.
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„დღეს განქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენი აზრით, რა იწვევს ამას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა კარგი რჩევაა ჩაწერილი ბიბლიაში, რომელიც ბევრ წყვილს დაეხმარა [წაიკითხე 1 კორინთელები 10:24]. ამ ჟურნალში განხილულია ექვსი მიზეზი, რომლებიც ჩვეულებრივ ცოლის ან ქმრის უკმაყოფილებას იწვევს, და ნაჩვენებია, თუ როგორ გვეხმარება ბიბლიური პრინციპები“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„როგორც ჩანს, დღეს ბევრია დაინტერესებული ვამპირებით, გრძნეულებითა და ჯადოქრებით. როგორ ფიქრობთ, საზიანოა ოკულტიზმში ჩაბმა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ძველ ისრაელს [წაიკითხე კანონი 18:10—12]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია ოკულტიზმის შესახებ ბიბლიის თვალსაზრისი“.