შესთავაზე ნებისმიერი ძველი ჟურნალი ან ბროშურა, რომელიც მობინადრეს აინტერესებს
იმ თვეების განმავლობაში, როდესაც ვავრცელებთ წიგნ „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ვთავაზობთ შესწავლის დაწყებას პირველივე მონახულებისას, თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს შესწავლის დაწყება, შეგვიძლია შევთავაზოთ ნებისმიერი ძველი ჟურნალი ან ბროშურა, რომელიც მობინადრეს აინტერესებს. რატომ?
ბროშურები და ძველი ჟურნალები სხვადასხვა პრაქტიკულ თემას ეხება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მობინადრის გულს შეეხოს. ამიტომ, როდესაც მსახურებისთვის ემზადები, ჩანთაში სხვადასხვა ბროშურა და რამდენიმე ძველი ჟურნალიც ჩადე. თუ ძველი ჟურნალები არ გაქვს, შეგიძლია კრებაში ჟურნალებზე პასუხისმგებელს სთხოვო. ასე რომ, თუ მობინადრეს უკვე აქვს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და არ სურს შესწავლა, შეგიძლია აჩვენო რამდენიმე ძველი ჟურნალი ან ბროშურა და შესთავაზო, აირჩიოს, რომელიც აინტერესებს. შემდეგ, ინტერესის გასაღვივებლად, განმეორებით მონახულებაზე შეუთანხმდი. საბოლოოდ, შეიძლება ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყო.