უქადაგე ყველას
1. რატომ არიან მქადაგებლები შედარებული დახელოვნებულ ხელოსნებს?
1 დახელოვნებულ ხელოსანს მრავალი იარაღი აქვს და მან იცის, როდის და როგორ გამოიყენოს თითოეული მათგანი. მსგავსად ამისა, სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად ჩვენც გვაქვს სხვადასხვა იარაღი. მაგალითად, ბროშურები სხვადასხვა თემაზე, რომლებიც გვეხმარება, ვუქადაგოთ ყველას (1 კორ. 9:22). ამ სამეფო მსახურების დანართში ჩამოთვლილია ბროშურებიდან რამდენიმე. მასში ახსნილია, ვისთვის გამოიცა ისინი და, როგორ შეგვიძლია მათი შეთავაზება.
2. როდის შეგვიძლია მსახურებში ბროშურების გამოყენება?
2 როდის უნდა გამოვიყენოთ ბროშურები. დახელოვნებული ხელოსანი ამა თუ იმ იარაღს საჭიროებისამებრ იყენებს. მსგავსადვე, ჩვენ ბროშურას მაშინ ვთავაზობთ, როცა ვხედავთ ამის საჭიროებას და არა მხოლოდ იმ თვეს, როდესაც ესა თუ ის ბროშურა უნდა გავავრცელოთ. მაგალითად, თუ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“ ვავრცელებთ არაქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც ბიბლიისადმი ნაკლებ ინტერესს ავლენენ, კარგი იქნებოდა ჯერ ბროშურა შეგვეთავაზებინა, რათა ადამიანში ბიბლიისადმი ინტერესი აღგვეძრა და შემდეგ შეგვეთავაზებინა ეს წიგნი.
3. რატომ უნდა დავხელოვნდეთ „სამქადაგებლო იარაღების“ გამოყენებაში?
3 ბიბლია დადებითად აფასებს მათ, ვინც თავის საქმეში დახელოვნებულია (იგავ. 22:29). დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი „სასიხარულო ცნობის წმინდა საქმის“ შესრულებაა (რომ. 15:16). შევეცადოთ, დავხელოვნდეთ „სამქადაგებლო იარაღების“ გამოყენებაში, რომ ისეთი მუშა ვიყოთ, რომელიც „სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“ (2 ტიმ. 2:15).