გაავრცელე ძველი ჟურნალები
თუ გვსურს, რომ ძველი ჟურნალები სასიკეთოდ წაადგეს ხალხს, ისინი საგულდაგულოდ კი არ უნდა შევინახოთ ან კი არ უნდა გადავყაროთ, არამედ გავავრცელოთ. ერთმა ჟურნალმაც კი შესაძლოა ადამიანი დააინტერესოს ჭეშმარიტებით და აღძრას, რომ მოუხმოს იეჰოვას სახელს (რომ. 10:13, 14). ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი რჩევა, თუ როგორ გავავრცელოთ ძველი ჟურნალები.
როდესაც ნაკლებად დამუშავებულ ტერიტორიებზე ქადაგებ და მობინადრე სახლში არ გხვდება, შეგიძლია ჟურნალი სხვებისთვის ნაკლებად შესამჩნევ ადგილზე დაუტოვო.
როდესაც ქადაგებ საზოგადოებრვი თავშეყრის ადგილებში, იქ, სადაც ხალხი ელოდება ტრანსპორტს, მაგალითად, ავტობუსს, მატარებელს, მიდი მათთან და ჰკითხე, ხომ არ წაიკითხავდნენ რამეს; უჩვენე რამდენიმე ძველი ჟურნალი და საშუალება მიეცი, რომ თავად აირჩიონ.
როდესაც მოხუცებულთა თავშესაფარში, კლინიკებსა თუ კრების ტერიტორიაზე არსებულ მსგავს დაწესებულებებში მოგიწევს მისვლა, შეეცადე იქ გაავრცელო ძველი ჟურნალები.
როდესაც განმეორებითი მონახულებებისთვის ემზადები, დაფიქრდი, რა აინტერესებთ ადამიანებს, რომელთა მონახულებასაც აპირებ. მაგალითად: ჰყავთ ოჯახი? ხომ არ უყვართ მოგზაურობა ან ბაღში ფუსფუსი? ამრიგად, გადახედე ძველ ჟურნალებს და ნახე, ხომ არ არის მათში ისეთი სტატია, რომლებსაც ისინი სიამოვნებით წაიკითხავდნენ. განმეორებითი მონახულების დროს წაუღე მათ ეს ჟურნალები.
როდესაც არაერთი მისვლის შემდეგ დაინტერესებული პირი სახლში დაგხვდება, შესთავაზე ძველი ჟურნალები, რომლებიც არ აუღია.