შეთავაზების ნიმუშები
მარტის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„მრავალი აღნიშნავს ქრისტეს შობას; თქვენ როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ქრისტეს სიკვდილის გახსენება?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] შემდეგ მობინადრეს მიეცი 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე, პირველ ქვესათაურში მოცემული ინფორმაცია. წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთი მუხლი მაინც და უთხარი, რომ შემდეგში მომდევნო კითხვაზე გასცემ პასუხს.
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„არსებობს მრავალი რელიგია თუ რელიგიური მიმდინარეობა, და თითოეულს თავისი მოძღვრებები და წესები აქვს. როგორ ფიქრობთ, ყველა, ვინც ამბობს, რომ ქრისტიანია, არის ნამდვილი ქრისტიანი? [დაელოდე, გიპასუხოს.] იესოს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი არის შემდეგი [წაიკითხე იოანეს 13:34, 35.] ამ ჟურნალში აღნიშნულია, იესოს სიტყვების თანახმად, კიდევ რით შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოცნობა“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ყველას აწუხებს. დღეს ადამიანები ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან და უმნიშვნელო რამეზე ბრაზდებიან. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს გამოწვეული? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რას ამბობს ბიბლია სიბრაზის შესახებ. [წაიკითხე ფსალმუნის 37:8.] ამ ჟურნალში მოყვანილია სიბრაზის გამომწვევი მიზეზები და აღნიშნულია, როგორ არის შესაძლებელი თავის მოთოკვა“.