შეთავაზების ნიმუშები
აპრილის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ქრისტიანთა უმეტესობა ნათლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. თქვენი აზრით, მართლა მნიშვნელოვანია ნათლობა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ სტატიაში რამდენიმე საინტერესო მხარეა განხილული“. მობინადრეს მიეცი 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, წაუკითხე და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე პირველ ქვესათაურში მოცემული ინფორმაცია. წაიკითხე მითითებული ერთი ბიბლიური მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცეთ მომდევნო კითხვას.
საგუშაგო კოშკი 1 აპრილი
„იესოს შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. ზოგი თვლის, რომ ის აღთქმული მესია იყო. სხვები მას, უბრალოდ, კარგ ადამიანად მიიჩნევენ. ზოგის აზრით კი, ის არასდროს არსებობდა. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიის თანახმად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ სიმართლე იესოს შესახებ [წაიკითხე იოანეს 17:3]. ეს ჟურნალი ბიბლიის მეშვეობით პასუხს გვცემს იესოს შესახებ გავრცელებულ ზოგიერთ კითხვაზე“.
გამოიღვიძეთ! აპრილი
„დღეს ოჯახები არაერთ სირთულეს ხვდებიან. ასე არ არის? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა პრაქტიკული რჩევა იპოვა ზოგმა ოჯახმა [წაიკითხე ფსალმუნის 119:105]. ამ ჟურნალში საუბარია ისეთ ოჯახებზე, რომლებმაც ბიბლიური პრინციპების გამოყენებით წარმატებულად გაართვეს თავი ისეთ პრობლემებს, როგორიც გერების აღზრდა და მათთან ურთიერთობაა“.