შეთავაზების ნიმუშები
გახსენების საღამოს კამპანიისთვის
„გვინდა, თქვენს ოჯახს გადმოგცეთ ეს მოსაწვევი მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში 26 მარტს ჩატარდება. ეს არის იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. წარმოითქმება ბიბლიური მოხსენება, რომელშიც განიმარტება, თუ როგორ გვეხმარება იესოს სიკვდილი. აქ მოცემულია შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი“.
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„ზოგიერთს აინტერესებს, თუ საიდან ვიცით, რომ იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით? თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კითხვაზე პასუხის მიღება. [წაიკითხე 1 კორინთელების 15:14.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ საიდან ვიცით, რომ იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენს დროში ბავშვების აღზრდა ადვილი არ არის. [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრმა მშობელმა ბიბლიაში კარგი რჩევები იპოვა. მაგალითად, ეს მუხლი ეხმარება მამებს, შეაქონ შვილები და შემატონ თავდაჯერებულობა. [წაიკითხე კოლოსელების 3:21.] ამ სტატიაში მოცემულია 5 ძირითადი პრინციპი, რომლებიც დაეხმარება მამებს“.