შეთავაზების ნიმუშები
გახსენების საღამოს კამპანიისთვის
„გვსურს, მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაზე მოგიწვიოთ. 3 აპრილს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბება და სრულიად უსასყიდლოდ მოისმენს მოხსენებას, რომელშიც აიხსნება, თუ რა სიკეთე მოაქვს ქრისტეს სიკვდილს კაცობრიობისთვის. ამ მოსაწვევში მითითებულია ამ შეხვედრის დრო და ადგილი“.
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„3 აპრილს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შევიკრიბებით. თუმცა მრავალს წარმოდგენაც კი არა აქვს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს სიკვდილს. თქვენი აზრით, მოაქვს რაიმე სიკეთე ადამიანებისთვის ქრისტეს სიკვდილსა და მის მკვდრეთით აღდგომას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა წერია ღვთის სიტყვაში [წაიკითხე 1 კორინთელების 15:22, 26.] ამ ჟურნალში საუბარია, თუ რას მოგვიტანს მომავალში ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი, კერძოდ იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე აღარავინ მოკვდება“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„ნახეთ, როგორ გამოიყურება მიმდინარე ნომერი [უჩვენე ჟურნალის გარეკანი.] ამ კითხვაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ უფრო მეტად უყურებს მომავალს იმედის თვალით, ის, ვისაც ღვთის სწამს, თუ ვისაც არ სწამს? [დაელოდე, გიპასუხოს.] აი, რას გვპირდება ღმერთი ადამიანებს [წაიკითხე ფსალმუნის 37:10, 11.] ამ ჟურნალში მოყვანილია ღვთის არსებობის ოთხი დამადასტურებელი მიზეზი“.