ესაუბრე ერთ საკითხზე და დაუტოვე ორი ჟურნალი
ჟურნალებში უამრავი საინტერესო საკითხია განხილული. კარდაკარ ქადაგებისას მობინადრესთან ნუ ისაუბრებ რამდენიმე საკითხზე ერთდროულად; კარგი იქნება, თუ განიხილავ მხოლოდ ერთს. თუ დაკვირვებულები ვართ და ჟურნალების შინაარსიც კარგად ვიცით, შევძლებთ „საგუშაგო კოშკიდან“ ან „გამოიღვიძეთიდან“ მისთვის საინტერესო თემის შერჩევას. მაგალითად, თუ სახლში ან ეზოში ბავშვის სათამაშოებს შევნიშნავთ, კარგი იქნება, თუ ჟურნალებიდან ავარჩევთ სტატიას ოჯახთან დაკავშირებით. თუ მამაკაცი გააღებს კარს, შეგვიძლია ისეთ საკითხზე ვესაუბროთ, რომელიც უფრო მეტად მამაკაცებს აინტერესებთ, მაგალითად, უკეთეს მთავრობასთან დაკავშირებით. მართალია, ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა ვესაუბროთ მობინადრეს, მაგრამ სასურველია, თუ ორ ჟურნალს დავუტოვებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა ის ინტერესს ავლენს.