დავიხვეწოთ ქადაგებაში — რეგულარულად მივუტანოთ ჟურნალები დაინტერესებულებს
რატომ არის მნიშვნელოვანი. ბევრს, ვინც სიამოვნებით კითხულობს ჩვენს ჟურნალებს, ბიბლიის შესწავლის დაწყება არ უნდა. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მათ არ სურთ რელიგიის შეცვლა ან ფიქრობენ, რომ ბიბლიის შესასწავლად დრო არ აქვთ. თუმცა, თუ ისინი რეგულარულად გაეცნობიან ჩვენს ჟურნალებს, შესაძლოა მათ ღვთის სიტყვის გაგების სურვილი გაუჩნდეთ (1 პეტ. 2:2). მაგალითად, მათ გულს შესაძლოა განსაკუთრებით ჩასწვდეს რომელიმე სტატია ან მდგომარეობა შეეცვალოთ. თუ რეგულარულად მოვინახულებთ მათ მცირე ხნით, ისინი ჩვენთან თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ და შესაბამისად, ჩვენც გაგვიადვილდება იმის გაგება, თუ რა აინტერესებთ ან რა აწუხებთ. საბოლოოდ კი, მათთან შეიძლება ბიბლიის შესწავლა დავიწყოთ.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
შეადგინე იმ ადამიანების სია, ვისთანაც შეიძლება ჟურნალების რეგულარულად მიტანა. შესთავაზე მათ მიმდინარე თვის ჟურნალები და უთხარი, რომ შემდეგ ნომრებსაც მიუტან.