გამოიყენე ღვთის სიტყვის ძალა მსახურებაში
როდესაც მოსაუბრესთან ქადაგების საშუალება გვეძლევა, ხელიდან არ ვუშვებთ ამ შესაძლებლობას — მას ბიბლიურ მუხლებს უშუალოდ ღვთის სიტყვიდან ვუკითხავთ და ამგვარად ვიყენებთ ღვთის სიტყვის ძალას მსახურებაში. სწორედ ამაზე გამახვილდა ყურადღება გასული წლის სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე. ამ კონგრესზე სარაიონო ზედამხედველმა წარმოთქვა მოხსენება სახელწოდებით „გამოიყენე ღვთის სიტყვის ძალა მსახურებაში“. გახსოვს მთავარი აზრები ამ კონგრესიდან?
რატომ არის იეჰოვას სიტყვა ჩვენს სიტყვაზე გაცილებით ძლიერი? (2 ტიმ. 3:16, 17).
როგორ აღძრავს ბიბლია ემოციებს, ცვლის აზროვნებას, ავითარებს სწორ მოტივებს და მოქმედებს საქციელზე? (იხილე 2012 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 27, აბზ. 7 ).
როგორ შეგვიძლია მსახურებაში მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვისკენ ისე მივმართოთ, რომ მან დააფასოს ეს წიგნი? (იხილე წიგნი „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვ. 148, აბზ. 3, 4 და 2013 წლის მარტის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 6, აბზ. 8).
რატომ არის მნიშვნელოვანი წაკითხული მუხლების ახსნა და მათზე მსჯელობა? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? (საქ. 17:2, 3; იხილე წიგნი „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვ. 154, აბზ. 4 — გვ. 156, აბზ. 4).