საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb16 აპრილი გვ. 3
  • გაამხნევე და განამტკიცე სხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გაამხნევე და განამტკიცე სხვები
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • მსგავსი მასალა
  • იობმა მოითმინა — ჩვენც შეგვიძლია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ბიბლიის წიგნი 18 — იობი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • „არ დავთმობ უმწიკვლობას!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • იობის უმწიკვლოება ჯილდოვდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
mwb16 აპრილი გვ. 3

ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 16—20

გაამხნევე და განამტკიცე სხვები

მრჩევლის სიტყვებმა უნდა განამტკიცოს სხვები

16:4, 5

  • იობი დამწუხრებული და დათრგუნული იყო, ამიტომ მას მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდებოდა.

  • იობის სამ „მეგობარს“ მისთვის მანუგეშებელი არაფერი უთქვამს. პირიქით, დაადანაშაულეს იგი და ტკივილზე ტკივილი დაუმატეს.

ბილდადის მწარე სიტყვებმა იობს გული ატკინა

19:2, 25

  • იობი იეჰოვას სთხოვდა, რომ მისთვის ტკივილი რამენაირად, თუნდაც სიკვდილით შეემსუბუქებინა.

  • იობს მკვდრეთით აღდგომის იმედი არ დაუკარგავს, რაც განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარა.

ელიფაზი ესაუბრება იობს, ხოლო ბილდადი და ცოფარი მათ საუბარს ისმენენ

იობის ბრალმდებლები

ელიფაზი

ელიფაზი:

  • შესაძლოა, ედომის ქვეყნიდან, თემანიდან იყო. თემანი იერემიას 49:7-ში მოხსენიებულია როგორც ედომელთა სიბრძნის კერა.

  • როგორც ჩანს, იობის „ნუგეშისმცემელთა“ შორის ის ყველაზე უფროსი და გავლენიანი იყო. სწორედ მან დაიწყო პირველად საუბარი. მან სამჯერ წარმოთქვა სიტყვა; ყველაზე დიდხანს მან ისაუბრა.

ცრუ ბრალდებები:

  • აბუჩად აიგდო იობის ერთგულება და განაცხადა, რომ ღმერთი თავის მსახურებს არ ენდობოდა (იობი 4, 5).

  • იობს კადნიერებასა და ბოროტებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ მას ღვთის შიში არ ჰქონდა (იობი 15).

  • იობს სიხარბესა და უსამართლობაში დასწამა ცილი და დასძინა, რომ იგი ღვთისთვის გამოუსადეგარი იყო (იობი 22).

ბილდადი

ბილდადი:

  • შუახის შთამომავალი. შესაძლოა იგი მდინარე ევფრატის მახლობლად ცხოვრობდა.

  • ელიფაზის შემდეგ ბილდადმა დაიწყო საუბარი. მანაც სამჯერ წარმოთქვა სიტყვა. ელიფაზისგან განსხვავებით, მისი სიტყვა უფრო მოკლე, მაგრამ უფრო გესლიანი იყო.

ცრუ ბრალდებები:

  • თქვა, რომ იობის ვაჟებმა ცოდვა ჩაიდინეს და უბედურებაც სწორედ ამიტომ დაატყდათ თავს; განაცხადა, რომ იობს ღვთის არ სწამდა (იობი 8).

  • აღნიშნა, რომ იობი ბოროტებას სჩადიოდა (იობი 18).

  • დასძინა, რომ ღვთისთვის სულერთი იყო, იქნებოდა თუ არა ადამიანი მისი ერთგული (იობი 25).

ცოფარი

ცოფარი:

  • ნაამათელი, წარმოშობით შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთ არაბეთიდან იყო.

  • ცოფარი მესამე იყო, ვინც საუბარი დაიწყო. დანარჩენ ორთან შედარებით იგი ყველაზე გესლიანი ბრალმდებელი აღმოჩნდა. მან მხოლოდ ორჯერ წარმოთქვა სიტყვა.

ცრუ ბრალდებები:

  • იობს ფუჭსიტყვაობაში დასდო ბრალი და მოუწოდა, რომ სიავე მოეშორებინა (იობი 11).

  • მას ბოროტებასა და დანაშაულში დასწამა ცილი (იობი 20).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება