ქრისტიანული ცხოვრება
როგორ წამოვიწყოთ საუბარი ბუკლეტის დახმარებით
2018 წლის იანვრიდან „ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ პირველ გვერდზე იბეჭდება საუბრის ნიმუშები. ჩვენი მიზანი უბრალოდ ლიტერატურის გავრცელება კი არა, ხალხთან ბიბლიურ თემებზე მსჯელობაა. მაუწყებლებს ამის გაკეთება რომ გაადვილებოდათ, მომზადდა საუბრის ნიმუშების ვიდეორგოლები, სადაც ნაჩვენებია, როგორ წამოვიწყოთ საუბარი ბიბლიის დახმარებით. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ კარდაკარ მსახურების დროს ხალხს ლიტერატურა არ უნდა შევთავაზოთ? ცხადია, არა. მაგალითად, ბუკლეტები კარგი საშუალებაა საუბრის წამოსაწყებად. შეგიძლია ნებისმიერი ბუკლეტი ასე გამოიყენო:
დასვი გარეკანზე მოცემული კითხვა და აარჩევინე სავარაუდო პასუხებიდან ერთ-ერთი.
აჩვენე, როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვას, როგორც ეს მე-2 გვერდის დასაწყისშია მოცემული. თუ დრო საშუალებას გაძლევს, განიხილე ბუკლეტიდან ზოგიერთი აზრი.
დაუტოვე მობინადრეს ბუკლეტი და წაახალისე, რომ თავისუფალ დროს წაიკითხოს.
დამშვიდობებამდე აჩვენე ბოლო გვერდზე მოცემული კითხვა და უთხარი, რომ მომდევნო ჯერზე ამ კითხვას ბიბლიიდან უპასუხებ.
განმეორებითი მონახულების დროს იმსჯელე ამ კითხვაზე და მომდევნო შეხვედრისთვის ღიად დატოვე სხვა კითხვა, რომელიც შეგიძლია აირჩიო ვებგვერდიდან ან ბუკლეტის ბოლო გვერდზე მითითებული პუბლიკაციიდან. შესაფერის დროს შესთავაზე ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ ან სწავლებაში დამხმარე სხვა შესასწავლი პუბლიკაცია.