ქრისტიანული ცხოვრება
ცდილობ, შინაარსიანად განიხილო ყოველდღიური მუხლი და ცხოვრებაში გამოიყენო?
ყოველდღე კითხულობ ბიბლიურ მუხლსა და კომენტარს ბროშურიდან „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“? თუ არა, შეეცადე, ამის გაკეთება ჩვევად გაიხადო. ბევრი ყოველდღიურ მუხლს დილით განიხილავს, რათა დღის მანძილზე იფიქროს მასზე (იეს. 1:8; ფსალმ. 119:97). რა დაგეხმარება, რომ ყოველდღიური მუხლის განხილვა შენთვის უფრო შინაარსიანი გახდეს? თუ კონტექსტს წაიკითხავ, ბევრ რამეს გაიგებ განსახილველი მუხლის შესახებ. შეეცადე, გაიხსენო ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც ამ მუხლში მოყვანილ პრინციპს უსვამს ხაზს. შემდეგ ეცადე, ეს პრინციპი ცხოვრებაში გამოიყენო. თუ გადაწყვეტილების მიღების დროს ღვთის სიტყვით იხელმძღვანელებ, ეს შენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება (ფსალმ. 119:105).
მთელ მსოფლიოში ბეთელის ოჯახის წევრები ყოველდღიურ მუხლს დილაობით განიხილავენ. ბოლო წლებში არაერთი დილის თაყვანისცემა განთავსდა JW მაუწყებლობაზე განყოფილებაში პროგრამები და ღონისძიებები. ბოლოს როდის უყურე დილის თაყვანისცემის ჩანაწერს? დილის თაყვანისცემის პროგრამაში შეიძლება სწორედ ის საკითხი იყოს განხილული, რომელიც შენ გჭირდება. მაგალითად დაფიქრდი, როგორ შეგიძლია გადაწყვეტილების მიღების დროს ლოტის შემთხვევა მიიღო მხედველობაში?
უყურე ვიდეორგოლს „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება“ (1 იოან. 2:15) და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რომელ ბიბლიურ პრინციპს ეფუძნებოდა დილის თაყვანისცემა?
ლოტის შემთხვევიდან გამომდინარე, რატომ არის საშიში, თუ გვეყვარება ქვეყნიერება ან ის, რაც ქვეყნიერებაშია? (დაბ. 13:12; 14:12; 19:3, 12, 13, 24—26).
რით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და არა ქვეყნიერება ან ის, რაც ქვეყნიერებაშია?
თუ ყოველდღე წავიკითხავთ ბიბლიას და დღის განმავლობაში ვიფიქრებთ მასზე, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ღვთის სიტყვას