საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
განცხადება
დაემატა ახალი ენა: Mbum
  • დღეს

ოთხშაბათი, 30 ივლისი

ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ (საქ. 4:20).

კარგი იქნება, ჩვენც მსგავსად მოვიქცეთ, თუ ხელისუფლება ქადაგებას აგვიკრძალავს. უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა დაგვეხმარება, მსახურებაში წარმატებას მივაღწიოთ. სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, გაბედულება და დახმარება, რომ გაუმკლავდეთ პრობლემებს. ზოგს ჯანმრთელობა აქვს შერყეული ან ემოციური პრობლემები აწუხებს. ზოგს ახლობელი ჰყავს დაღუპული ან ოჯახში აქვს პრობლემები. ზოგიც რწმენის გამო იდევნება ან სხვა სახის სირთულესთან უწევს ჭიდილი. პანდემიამ და ომმა კი ბევრისთვის უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ყოფა. ამიტომ გული გადაუშალეთ იეჰოვას და ისე ესაუბრეთ, როგორც ახლო მეგობარს. დარწმუნებული იყავით, რომ ის უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვას (ფსალმ. 37:3, 5). თუ გამუდმებით ვლოცულობთ, ეს დაგვეხმარება, გავუძლოთ გასაჭირს (რომ. 12:12). იეჰოვამ კარგად იცის, რისი ატანა უწევთ მის მსახურებს და „ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმ. 145:18, 19). w23.05 5, 6 ¶12–15

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

ხუთშაბათი, 31 ივლისი

ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის (ეფეს. 5:10).

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ? თუ გვინდა, ამ დროს გონივრულად ვიმოქმედოთ, თავდაპირველად საჭიროა, ჩავწვდეთ, „რა არის იეჰოვას ნება“, ანუ მოვიძიოთ ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ჩვენს სიტუაციას მიესადაგება, შემდეგ კი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (ეფეს. 5:17). სატანა ცდილობს, ქვეყნიური საქმეებით ისე დაგვაკავოს, რომ დრო აღარ დაგვრჩეს ღვთის მსახურებისთვის (1 იოან. 5:19). მაგალითად, თუ ქრისტიანი ქონების დაგროვებას, განათლების მიღებას ან კარიერას იეჰოვას მსახურებაზე წინ დააყენებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყნიური აზროვნების ზეგავლენაში მოექცა. მართალია, ფულიც საჭიროა და განათლების მიღებაც, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა მსგავსი რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებს. w24.03 24 ¶16, 17

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

პარასკევი, 1 აგვისტო

მრავალი უბედურება ატყდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას (ფსალმ. 34:19).

ამ მუხლში ყურადღება მიაქციეთ ორ მნიშვნელოვან აზრს: 1) მართალი ადამიანები არ არიან პრობლემებისგან დაზღვეული და 2) იეჰოვა ყველა განსაცდელისგან გვიხსნის. როგორ აკეთებს ის ამას? იეჰოვა რეალურ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორია ცხოვრება ამ ქვეყნიერებაში. მართალია, ის გვპირდება, რომ მისი მსახურება სიხარულს მოგვგვრის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ გვექნება (ეს. 66:14). იეჰოვა მოგვიწოდებს, მომავლისკენ, იმ დროისკენ მივაპყროთ მზერა, როცა მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით (2 კორ. 4:16–18). თუმცა ამ დროის დადგომამდე ის ყოველდღიურად გვაძლევს მისი მსახურებისთვის საჭირო ძალას (გოდ. 3:22–24). რა შეგვიძლია ვისწავლოთ როგორც წარსულში, ისე თანამედროვე დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებიდან? ყველანი შეიძლება მოულოდნელად აღმოვჩნდეთ სირთულის წინაშე, მაგრამ თუ იეჰოვას მივენდობით, ის აუცილებლად ამოგვიდგება მხარში (ფსალმ. 55:22). w23.04 14, 15 ¶3, 4

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება