ღვთის სიტყვა სასარგებლოა სასწავლებლად
1. რა არის 2014 სამსახურებრივი წლის სარაიონო კონგრესის დევიზი და რა კითხვას გაეცემა პროგრამის მსვლელობისას პასუხი?
1 ჩვენი „დიდებული მოძღვარი“, იეჰოვა, სამყაროში საუკეთესო მასწავლებელია (ეს. 30:20, 21). როგორ გვმოძღვრავს ის? მან მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, რომელიც ყველა სხვა წიგნზე აღმატებულია. როგორ შეუძლია ღვთიურ სწავლებას, დაგვეხმაროს ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სულიერ საკითხებში? ამ კითხვას პასუხი გაეცემა სარაიონო კონგრესზე, რომელიც გაიმართება 2014 სამსახურებრივ წელს. კონგრესის დევიზი იქნება „ღვთის სიტყვა სასარგებლოა სასწავლებლად“, რომელიც დაფუძნებულია 2 ტიმოთეს 3:16-ზე.
2. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხები?
2 მთავარი აზრები: პროგრამის მსვლელობის დროს პასუხები გაეცემა ქვემოთ მოცემულ კითხვებს და ეს საკითხები იქნება ამ პროგრამის მთავარი აზრები.
• როგორ მოქმედებს ღვთიური სწავლება ჩვენს ცხოვრებაზე? (ეს. 48:17, 18)
• რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, თუ გვსურს, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოვახდინოთ, რათა იეჰოვას სრული დროით ვემსახუროთ? (მალ. 3:10)
• როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს „უცხო სწავლებაზე“? (ებრ. 13:9)
• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს იმაში, „თუ როგორ ასწავლიდა“? (მათ. 7:28, 29)
• რატომ უნდა ასწავლონ კრებაში მასწავლებლებმა საკუთარ თავს? (რომ. 2:21)
• რა მხრივ არის სასარგებლო ღვთის სიტყვა? (2 ტიმ. 3:16).
• როგორ მოქმედებს ადამიანებზე იმის დანახვა, თუ როგორ „ძრავს“ ღმერთი ხალხებს? (ანგ. 2:6, 7)
• რაში გვენდობა იეჰოვა? (ეფეს. 5:1)
• რატომ უნდა ვიშრომოთ ბევრი, რომ დავრჩეთ იეჰოვას სწავლებაში? (ლუკ. 13:24).
3. რატომ არის მნიშვნელოვანი კონგრესზე დასწრება და დროული პროგრამის ყურადღებით მოსმენა?
3 მე-2 ტიმოთეს მე-3 თავში პავლემ ჯერ ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი კრიტიკული მოვლენები აღწერა და შემდეგ თქვა ის სიტყვები, რომელიც ამ კონგრესის დევიზად იქნა აღებული. მან დაწერა: „ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმ. 3:13). რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენთვის, რომ მოვუსმინოთ და მივყვეთ ღვთიურ სწავლებას. ამიტომ მოდი, ვეცადოთ, რომ დავესწროთ და ყურადღებით მოვუსმინოთ ამ მართლაც რომ დროულ პროგრამას.