აუწყე კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ ბროშურებით
1 რაოდენ დიდი სიხარულია, იცოდე ჭეშმარიტება და იყო კეთილი ცნობის მოშურნედ მაუწყებლებს შორის! ღვთის ორგანიზაციის გარეთ მყოფი ხალხი აშკარად საჭიროებს სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მოსმენას. ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ მარტივად არის ახსნილი ბროშურებში: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“ და „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“. ამ ბროშურებში ცოცხლად არის აღწერილი, როგორი სიცოცხლე იქნება დედამიწაზე ღვთის სამეფოში და მკითხველის ყურადღებას მიმართავს სამეფოს რეალურობისკენ, რომლებიც ღვთის სიტყვაში იხსნება. რასაკვირველია, დაინტერესებულთან ბროშურის დატოვება ჩვენი საქმის მხოლოდ დასაწყისია (1 კორ. 9:23). მოდი, მალევე მივაკითხოთ მათ იმ მიზნით, რომ შესწავლა შევთავაზოთ წიგნით, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნებით“. როგორ შეგვიძლია, შევასრულოთ ეს აგვისტოში?
2 ძალიან მოკლე შეთავაზებით შეიძლება, მივცეთ ბროშურა, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ როცა აჩვენებ გარეკანს, შეგიძლია უთხრა:
◼ „მე მსურს, რომ გაჩვენოთ ისეთი რამ, რაც შესანიშნავ ცნობას შეიცავს“. გადაშალე ბროშურა, „სიცოცხლე დედამიწაზე“ და წაიკითხე შესავლის პირველი აბზაცი. შემდეგ გააგრძელე: «ეს აგრეთვე გვპასუხობს კითხვაზე [გადაშალე მე-8 სურათის ზემოთ მოცემულ ქვესათაურზე]: „რატომ კვდება ადამიანი?“ თქვენ დაგაინტერესებთ ამ სურათების შესწავლა და მუხლების წაკითხვა, რომლებიც ამ ბროშურაშია მოცემული. თუ გსურთ ამის გაკეთება, შეგიძლიათ დაიტოვოთ ეს ეგზემპლარი». თუ აიღო ბროშურა, დასძინე: „ეს არის მსოფლიო ნებაყოფლობითი სამუშაო, რომელიც მცირე შესაწირავებით არის მხარდაჭერილი. თუ გაიღებთ მცირე შესაწირავს, სიამოვნებით მივიღებდი მას“.
3 განმეორებითი მონახულებისას რას ეტყვი მათ, რომლებსაც დაუტოვე ბროშურა, „სიცოცხლე დედამიწაზე“? შეგიძლია შემდეგი შეთავაზება სცადო:
◼ აჩვენე 49-ე სურათი ბროშურიდან „სიცოცხლე დედამიწაზე“ და უთხარი: „ნუთუ მშვენიერი სურათი არ არის ეს? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ეს იმ ბროშურაშია, რომელიც თქვენ დაგიტოვეთ წინა მონახულებისას. მე მსურს, დაგისვათ მომდევნო გვერდზე მოცემული შეკითხვა“. გადაშალე ბროშურა 50-ე სურათზე და წაუკითხე შეკითხვა: «„გსურთ იმ მშვენიერ სამოთხეში მარადიული ცხოვრება?“ [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. თუ გსურთ, ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ: „მაშინ უფრო მეტი ისწავლე ღმერთის შესახებ“. [წაუკითხე იოანე 17:3]. სიამოვნებით შეგასწავლიდით ბიბლიას უსასყიდლოდ. გსურთ?» განსაზღვრული დრო დათქვით განმეორებითი მონახულებისთვის.
4 როცა სთავაზობ ბროშურას, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, შეგიძლია, გარეკანზე მოცემული მთელი სურათი აჩვენო და შეეკითხო:
◼ „თქვენი აზრით, რას შეუძლია მთელი დედამიწა გახადოს ამის მსგავსი?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. აღუწერე მომავლის ზოგიერთი თავისებურება, რომლებიც მოცემულია მე-3 გვერდზე. შემდეგ უთხარი: „ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ შეუძლებელია, მთელი დედამიწა ასეთი იყოს. მაგრამ ღვთისთვის ეს შეუძლებელი არ არის. [გაუზიარე 43-ე აბზაცში მოცემული საკითხები; შემდეგ, წაუკითხე ესაია 9:5, 6]. ღმერთი დაგვპირდა, რომ დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, სადაც ყველა ერის წარმომადგენლები მშვენიერ სამოთხეში იცხოვრებენ. მე მსურს, წაიკითხოთ ეს ბროშურა. ეს გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ გაიხაროთ როგორც თქვენ, აგრეთვე თქვენმა ოჯახმა ღვთის მოტანილი საუცხოო მომავლით“.
5 განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია, გამოიყენო ბროშურა „ნახე!“, რათა აუხსნა, რატომ არის აუცილებელი ბიბლიის შესახებ უფრო მეტის სწავლა. შეგიძლია, თავიდან აჩვენო გარეკანი და უთხრა:
◼ „როცა პირველად გაჩვენეთ ეს სურათი, შევთანხმდით, რომ გვესიამოვნებოდა, გვეცხოვრა ასეთ მშვენიერ ქვეყანაზე. ეს რომ განვახორციელოთ, ყველა ჩვენგანს გვესაჭიროება რაღაცის გაკეთება“. გადაშალე ბროშურა „ნახე!“ 52-ე აბზაცზე; წაიკითხე ეს აბზაცი და იოანეს 17:3. 53-ე აბზაცთან ილუსტრაციას დაურთე ინფორმაცია ზუსტი ბიბლიური განათლების შესახებ და შემდეგ აუხსენი, რომ იეჰოვას მოწმეები უფასოდ სთავაზობენ ასეთ სწავლებას სახლში. შესთავაზე, რომ აჩვენებ ჩვენი შესწავლის მეთოდს წიგნის, „შემეცნების“, გამოყენებით.
6 როცა სთავაზობ ბროშურას, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, შეგიძლია, შემდეგნაირად უთხრა:
◼ „მრავლისგან მსმენია, რომ სურთ, იცხოვრონ იმ მთავრობის ქვეშევრდომობით, რომელიც ნამდვილად გადაჭრის დიდ პრობლემებს, რომლებსაც დღეს ვხვდებით. [მოიხსენიე ადგილობრივი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, დამნაშავეობის ზრდა ან ნარკოტიკების ზემოქმედება]. ეს საკითხები ძალიან არასაიმედოდ წარმოადგენენ მომავალს როგორც ჩვენთვის, აგრეთვე ჩვენი საყვარელი პიროვნებებისთვისაც. გჯერათ თუ არა, რომ ოდესმე იქნება მთავრობა, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემებს? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. შესაძლოა, წარმოგითქვამთ უფლის ლოცვა. თუ ასეა, იცით თუ არა, რომ თქვენ, ფაქტობრივად, ლოცულობთ სამართლიანი მთავრობის შესახებ?“ ბროშურა „მთავრობა“ გადაშალე მე-3 გვერდზე და წაუკითხე პირველი ორი აბზაცი. შესთავაზე ბროშურა.
7 თუ დატოვე ბროშურა, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, საუბარი განმეორებითი მონახულებისას შემდეგი სიტყვებით შეგიძლია დაიწყო:
◼ „წინა შეხვედრაზე ვსაუბრობდით სამართლიანი მთავრობის საჭიროებაზე, რომელსაც შეუძლია მრავალი პრობლემის გადაჭრა. ბროშურა, რომელიც დაგიტოვეთ, მიუთითებს ღვთის სამეფოზე, როგორც ერთადერთ იმედზე. ზოგიერთს სურს იცოდეს, რას გააკეთებს ეს მთავრობა, რომ ჩვენი სიტუაცია გამოასწოროს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ქრისტემ უკვე დაამტკიცა, რომ მას წარმატება ექნება იმაში, რისი გაკეთებაც ხალხის წინამძღოლებმა ვერ შეძლეს“. გადაშალე ბროშურა „მთავრობა“ 29-ე გვერდზე და წაუკითხე ბოლო ოთხი აბზაცი. შემდეგ უთხარი: „ნუთუ საუცხოო მომავალი არ არის? გსურთ, იხილოთ ის?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. წაიკითხე იოანეს 17:3. მოუწოდე, უფრო მეტი შემეცნება შეიძინოს ბიბლიის საშინაო შესწავლით.
8 თუ სხვა ბროშურებს იყენებ, შეგიძლია, მოამზადო საკუთარი შეთავაზება ზემოთ მოცემული რჩევების, როგორც ნიმუშის გამოყენებით. თუ შესაფერისი მომენტია, მოკლედ აუხსენი, რომ დაინტერესებულებს შეუძლიათ მცირე შესაწირავის გაღება მსოფლიო მასშტაბით სამეფოს ქადაგების საქმისთვის. კარგად მოემზადე და ისწრაფე, მიიღო იეჰოვას კურთხევა, რადგან ამცნობ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ.