ჭეშმარიტება ელაპარაკე მოყვასს
1 ორი უდიდესი მცნებიდან ერთ-ერთია: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათ. 22:39). ასეთი სიყვარული გვიბიძგებს, გავუზიაროთ მოყვასს ის საუკეთესო, რაც გვაქვს — ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის სიტყვაში ვნახეთ. რადგან ჟურნალები, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, ბიბლიურ ჭეშმარიტების ცნობას ფართოდ გადმოსცემენ, მაისში მათი გავრცელება ერთ-ერთი საშუალებაა ჩვენთვის, რომ ‘ჭეშმარიტება ველაპარაკოთ მოყვასს’ (ეფეს. 4:25).
2 პირველ ყოვლისა, უნდა გავრცელდეს 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, სანამ მისი მარაგი გვაქვს. შეთავაზება შეგიძლია დაიწყო კითხვით:
◼ „წარმოგიდგენიათ თუ არა ქვეყნიერება ომის გარეშე? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. იცოდით თუ არა, რომ ამქვეყნიერების რელიგიები, ფაქტიურად, ხელს უწყობენ ომებსა და სისხლის ღვრას? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. შენიშნეთ, აშკარად ამის საპირისპიროდ, რას ამბობს ბიბლია, თუ რა უნდა გააკეთონ ღვთის ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა“. ამოუკითხე ესაიას 2:2–4 ჟურნალის მე-4 გვერდის ზედა ნაწილიდან და შემდეგ — პირველი აბზაცი, რომელიც მოსდევს მე-10 გვერდზე მოცემულ ქვესათაურს — „მიმართვა მშვიდობის მოყვარულებისადმი“. შემდეგ შეეკითხე: „იცით, როგორ გააკეთებს ამას ღმერთი? პასუხი ამ ჟურნალშია და ეს ეგზემპლარი თქვენთვისაა, რომ წაიკითხოთ“.
3 როცა სთავაზობ 1 ივნისის „საგუშაგო კოშკს“, შეეცადე, შეეხო მიმდინარე ახალ ამბებს, რომლებმაც შეაშფოთა ადამიანები და შემდეგ შეეკითხე:
◼ «როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ჭეშმარიტად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი ამ ცხოვრებაში? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. გულახდილად რომ ვთქვათ, ნუთუ რეალურია, რომ დაიმედებული ვიყოთ ადამიანებზე კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს; წაუკითხე ფსალმუნის 145:3]. შემდეგ ფსალმუნმომღერალი გვთავაზობს საფუძველს, რათა ოპტიმისტური ვიყოთ მომავლისადმი. [წაუკითხე ფსალმუნის 145:5, 6]. სტატია — „ნამდვილი უსაფრთხოება დღეს და მარადიულად“ — გვიხსნის, რატომ შეგვიძლია ვიმედოვნებდეთ, რომ იეჰოვა ღმერთი უკეთეს პირობებს დაამყარებს დედამიწაზე». შესთავაზე, რომ დაუტოვებ ჟურნალის ამ ნომერს და დაბრუნდები, რათა განიხილოთ, როგორაა შესაძლებელი, დღესვე გაიხარო უსაფრთხო ცხოვრებით.
4 როგორც კარდაკარ, აგრეთვე საქმიან ტერიტორიაზე ხალხის ინტერესი უნდა გამოიწვიოს 22 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ის გარეკანზე მოცემულმა საკითხმა. შეგიძლია, შემდეგნაირად შესთავაზო:
◼ «მრავალ ქალს განუცდია შიში, როცა სამუშაო ადგილზე სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით გადაკიდებიან. სიტუაცია იმდენად სერიოზული გამხდარა, რომ სასამართლო საქმე აღძრულა, რათა დაესაჯათ შეურაცხმყოფელი და აენაზღაურებინათ ზარალი მსხვერპლისთვის. საზოგადოებას რომ მოემსახუროს, ამ სტატიაში გამოქვეყნებულია სტატისტიკა, რომელიც აქარწყლებს ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველასთვის ცნობილ მითს. აქ აგრეთვე შემოთავაზებულია პრაქტიკული რჩევები ქალებისა და მამაკაცებისთვის, როგორ დაიცვან თავი, რომ არ გახდნენ მსხვერპლი ან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით გადაკიდებაში ბრალდებულნი. ხომ არ მოისურვებდით ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის წაკითხვას? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. მართალია, ჟურნალებს უფასოდ ვტოვებთ, მაგრამ ჩვენი მსოფლიო საქმისთვის მცირე შესაწირავებს ვღებულობთ».
5 თუ მოკლე შეთავაზებას ამჯობინებ, შეგიძლია შემდეგნაირად უთხრა:
◼ „მრავალი ფიქრობს, რომ დღევანდელი პოპულარული ჟურნალების უმეტესობა სავსეა კომერციული სულისკვეთებით, სექსით ან ძალადობით. [აჩვენე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“]. ჩვენ ვავრცელებთ ამ სასარგებლო ჟურნალებს, რომლებიც დაფუძნებულია ბიბლიაზე. ისინი ძალზე განმანათლებელი ჟურნალებია და გვასწავლის ღვთისადმი თაყვანისცემას, მოყვასის სიყვარულსა და პატიოსანი ქცევის განვითარებას. თუ ამ სახის საკითხავ მასალას ამჯობინებთ, ვიცი, გაგახარებთ, რასაც ნახავთ ამ ნომრებში“.
6 თუ მოყვასს ჭეშმარიტებას გულმოდგინედ ვესაუბრებით, შევძლებთ, რომ უდიდესი სიხარული მოვუტანოთ მრავალთ (საქ. 8:4, 8).