საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/07 გვ. 1
  • „მე არ მაინტერესებს“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „მე არ მაინტერესებს“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • როგორ რეაგირებ გულგრილობაზე?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • გამოავლინე ადამიანების მიმართ პირადი ინტერესი და იყავი დახელოვნებული მქადაგებელი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • როგორ შევინარჩუნოთ სიხარული სრული დროით მსახურებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომლებსაც კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 1/07 გვ. 1

„მე არ მაინტერესებს“

1 ქადაგებისას ზოგან სწორედ ასე გვპასუხობენ. რა დაგვეხმარება, გული არ გაგვიტყდეს, როცა ასეთ გულგრილობას ვხვდებით ჩვენს უბანზე? როგორ გავუღვივოთ ხალხს სასიხარულო ცნობისადმი ინტერესი?

2 შეინარჩუნე სიხარული: თუ გემახსოვრება, რატომ ავლენს მრავალი გულგრილობას, სიხარულს არ დაკარგავ. ის, ვისაც ევოლუციის თეორია აქვს ნასწავლი ან ვინც ათეისტურ გარემოში აღიზარდა, შეიძლება ვერ აფასებს ბიბლიას. ზოგს შესაძლოა იმედი გაუცრუა რელიგიებში არსებულმა თვალთმაქცობამ, ზოგი კი უიმედობის გამო გახდა გულგრილი (ეფეს. 2:12). სხვებს ცხოვრებისეული საზრუნავის გამო ‘არაფერი ანაღვლებთ’ (მათ. 24:37—39).

3 უარყოფითი გამოხმაურების მიუხედავად შეგვიძლია სიხარული შევინარჩუნოთ მსახურებაში, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძალისხმევა იეჰოვას განადიდებს (1 პეტ. 4:11). გარდა ამისა, ჭეშმარიტების შესახებ საუბარი თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებიც არ აფასებენ მას, გვიძლიერებს რწმენას. ვეცადოთ, ჩვენს უბანზე მცხოვრებ ადამიანებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ. მას ენანებოდა ნინეველები, რომლებიც ‘მარჯვენა ხელს მარცხენისგან ვერ არჩევდნენ’ (იონ. 4:11). ადამიანებს სასიხარულო ცნობა ესაჭიროებათ! ამიტომ, ნაცვლად იმისა რომ გული გავიტეხოთ, მოდი ყველანაირად ვეცადოთ, ხალხს ინტერესი გავუღვივოთ ბიბლიის ცნობისადმი.

4 წამოჭერი აქტუალური საკითხი: ისეთ თემაზე დაიწყე საუბარი, რაც ხალხს აღელვებს, და სთხოვე მობინადრეს, თავისი აზრი გამოთქვას ამ საკითხზე. ჯერ მოუსმინე, შემდეგ კი ბიბლიიდან აჩვენე ის გამამხნევებელი აზრი, რომელიც ამ პრობლემას ეხება. ერთი მოწმე იმ მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო თავის უბანზე ყველა მობინადრესთან გულწრფელ სინანულს გამოთქვამდა. „ხალხი სალაპარაკოდ განეწყო, — აღნიშნავს ის. — იმ დღეს ბევრი საინტერესო საუბარი შედგა, რადგან გულწრფელად დავინტერესდი მათი სატკივრით“.

5 ადამიანთა ყველა პრობლემას ღვთის სამეფო გადაჭრის. შეეცადე, იმ პრობლემაზე ისაუბრო, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს მობინადრეს. ეს საშუალებას მოგცემს, რომ მას ბიბლიიდან გაუზიარო მანუგეშებელი ცნობა. თუნდაც იმ დროს არ მოგეცეს ამის საშუალება, მობინადრე შეიძლება დაგთანხმდეს, რომ ‘სხვა დროს მოგისმინოს’ (საქ. 17:32).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება