სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 12
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოუწოდე ყველას უყურონ ვიდეოფილმს „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“, რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც 22 იანვრით დაწყებულ კვირაში იქნება სამსახურებრივ შეხვედრაზე. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, როგორ შეგვიძლია საუბრის გაგრძელება, როდესაც გვაწყვეტინებენ და გვეუბნებიან „დაკავებული ვარ“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 11, 12).
15 წთ.: სარგებლობა, რომელიც „წმინდა წერილების ყოველდღიურ განხილვას“ მოაქვს. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია ბროშურის „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2007“ წინასიტყვაობაზე. ისაუბრე, რამდენად აუცილებელია, რომ ყველამ გამოყოს რამდენიმე წუთი ყოველდღიური მუხლისა და კომენტარის განსახილველად. წინასწარ სთხოვე ერთ ან ორ მაუწყებელს, რომლებსაც ჩვევად აქვთ ყოველდღიური მუხლის განხილვა, ისაუბრონ, რამდენად სასარგებლოა ამის გაკეთება. დაასრულე 2007 წლის წლიური მუხლის მოკლე განხილვით.
20 წთ.: ყველას ყურამდე მიაწვდინე სასიხარულო ცნობა. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, 92-ე გვერდიდან 102-ე გვერდზე მოცემულ ქვესათაურამდე.
სიმღერა 165 და ლოცვა.
15 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 93
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: რა გაკავებს? უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 13—15.
20 წთ.: „მე არ მაინტერესებს“a. მეოთხე აბზაცის განხილვისას ჰკითხე აუდიტორიას, ძირითადად რა აინტერესებს ხალხს მათ ტერიტორიაზე. მოკლედ გააკეთე ორი ინსცენირება, რომლებშიც ნაჩვენები იქნება, როგორ შეგვიძლია საუბრის გაგრძელება, როცა საუბარს გვაწყვეტინებენ და გვეუბნებიან „მე არ მაინტერესებს“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 8, 9).
სიმღერა 135 და ლოცვა.
22 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 224
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და თებერვლის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ შეთავაზებაში აჩვენე, რომ ჟურნალი მიუტანე მას, ვისაც რეგულარულად აწვდი პუბლიკაციებს.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „რომელია ყველაზე საუკეთესო სამედიცინო მომსახურება?“ წარმოადგენს უხუცესი. დაუყოვნებლივ გადადი ვიდეოფილმის „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“ განხილვაზე. განხილვისთვის გამოიყენე სტატიაში დაბეჭდილი კითხვები. განხილვის დასასრულს წაიკითხე ბოლო აბზაცი და მოუწოდე ყველას, ყურადღებით წაიკითხონ მითითებული სტატიები.
სიმღერა 188 და ლოცვა.
29 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 55
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ იანვრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მოიხსენიე თებერვალში გასავრცელებელი ლიტერატურა და წარმოადგინე ერთი ინსცენირება.
20 წთ.: „მზად ხართ სტიქიური უბედურების შესახვედრად?“b. წარმოადგენს უხუცესი. ჩართე აზრები 2005 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვერდი 3.
15 წთ.: შეასრულეთ დანაპირები. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია 1999 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდი 11. სთხოვე აუდიტორიას, გაიხსენონ, თუ რა დადებითი შედეგები მოჰყვა იმას, რომ მობინადრეებს დანაპირებისამებრ მიაკითხეს.
სიმღერა 137 და ლოცვა.
5 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 3
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: არ დამალო, რომ იეჰოვას მოწმე ხარ! მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. სკოლის ზოგ მოსწავლეს უჭირს თქვას, რომ იეჰოვას მოწმეა, რადგან თანაკლასელების დაცინვის ეშინია. მაგრამ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვს, განაცხადო, რომ იეჰოვას მოწმე ხარ. მასწავლებლები, რომლებმაც იციან, რომ მოწმე ხარ, შეიძლება უფრო გაგებით მოეკიდონ შენს შეხედულებებს და არ დაგაძალონ ისეთ რამეში მონაწილეობა, რაც შენთვის მიუღებელია. შენმა თანატოლებმა, რომლებიც მაღალ ზნეობრივ ნორმებს არ იცავენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი რამის გაკეთება შემოგთავაზონ, რასაც თავს არიდებ. ზოგი უფრო გაგებით მოეკიდება შენს შეხედულებებს პაემნებთან, ამა თუ იმ სასკოლო ღონისძიებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, როცა შენს კლასელებს ეცოდინებათ, რომ მოწმე ხარ, უფრო თავისუფლად უქადაგებ მათ სკოლაში ან იმ შემთხვევაში, თუ უბანზე ქადაგების დროს შეხვდები (g02 4/8 გვ. 26). სთხოვე მაუწყებლებს, გაიხსენონ, რა სარგებლობა მოუტანათ იმან, რომ სკოლაში არ დამალეს და თქვეს, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ. კომენტარების თაობაზე ერთ ან ორ მაუწყებელს შეგიძლია წინასწარ შეუთანხმდე.
20 წთ.: „სიყვარული — ნაყოფიერი მსახურების საწინდარი“c. ჩართე კომენტარები 2003 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 23, აბზაცები 16, 17.
სიმღერა 83 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.