დაეხმარეთ ადამიანებს, მოუსმინონ ღმერთს
1. რომელი ბროშურები გამოვიდა საოლქო კონგრესზე „მოვიდეს ღვთის სამეფო!“ და რით არის ეს ბროშურები განსაკუთრებული?
1 საოლქო კონგრესზე „მოვიდეს ღვთის სამეფო!“ გამოცხადდა ორი ახალი ბროშურის გამოცემა. ესენია: „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ და „მოუსმინეთ ღმერთს“. ვინაიდან ამ ბროშურებში ტექსტი ცოტაა, მათი თარგმნა ადვილია და დიდი დრო არ სჭირდება. ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ უკვე 431 ენაზეა ნათარგმნი.
2. ვის დაეხმარება ეს ბროშურები?
2 განსაკუთრებით ვის დაეხმარება ეს ბროშურები? განვიხილოთ სიტუაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იჩენს თავს:
• მაუწყებელი ესაუბრება მობინადრეს, იქნება ეს პირველი თუ განმეორებით მონახულების დროს, და აღმოაჩენს, რომ მობინადრემ არ იცის ან უჭირს კითხვა.
• მაუწყებელი უქადაგებს ადამიანებს, რომელთა ენაზე ცოტაა ან საერთოდ არ არის ნათარგმნი პუბლიკაციები. ან ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებს, სადაც ხალხი ვერ კითხულობს იმ ენაზე, რომელზეც ლაპარაკობს.
• მაუწყებელი ჟესტების ენაზე უქადაგებს თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ სმენადაქვეითებულებს.
• მშობელს სურს, ასწავლოს ჭეშმარიტება თავის პატარებს, რომლებმაც ჯერ არ იციან კითხვა.
3. როგორ არის შედგენილი ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“?
3 როგორ არის ეს ბროშურები შედგენილი. ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთში“ ძალიან ცოტა ტექსტია, ძირითადად, მოცემულია მარტივი წინადადებები და ყოველი გვერდის ბოლოს ბიბლიური მუხლი, რომელიც ხაზს უსვამს მთავარ აზრებს. წარმოიდგინე, რომ მოგცეს უცხო ენაზე, შესაძლოა უცხო შრიფტით დაწერილი ბროშურა. დაინტერესდებოდი ამ ბროშურით მხოლოდ ლამაზი სურათების გამო? ალბათ, არა. იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც არ იცის კითხვა. ყველა გვერდზე არის საგულდაგულოდ შერჩეული ილუსტრაციები; ასევე მოცემულია ისრები, რომლებიც მიუთითებს, განხილვის დროს რომელია შემდეგი ილუსტრაცია.
4. როგორ არის შედგენილი ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“?
4 ორივე ბროშურა გაფორმებულია ერთი და იმავე ილუსტრაციებით. ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ შედგენილია მათთვის, ვინც ცუდად კითხულობს ან სწავლობს კითხვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესწავლა ტარდება ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს“, შესწავლის ჩამტარებელს შეუძლია იხელმძღვანელოს ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. თითოეული ორ-გვერდიანი გაკვეთილის მარცხენა ზედა კუთხეში მოცემულია შეკითხვა, რომელსაც პასუხი ამ გვერდებზე ეცემა. ილუსტრაციების გარდა მოცემულია კომენტარები და ციტირებული ბიბლიური მუხლები. ამ ბროშურის ზოგიერთი გვერდის ქვემოთა კუთხეში მოცემულია დამატებითი აზრები და ბიბლიური მუხლები, რომელთა განხილვის დროსაც გასათვალისწინებელია შემსწავლელის უნარი.
5. როდის და როგორ შევთავაზოთ ეს ბროშურები?
5 როგორ გამოვიყენოთ. ორივე ბროშურის გავრცელება შეიძლება კარდაკარ მსახურების დროს, ყოველთვის როცა ჩათვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება მობინადრისთვის. ამ ბროშურების გავრცელება მაშინაც შეიძლება, თუ იმ თვეში სხვა პუბლიკაციების გავრცელებაა რეკომენდებული (იხილე ჩარჩო „როგორ შევთავაზოთ“). განმეორებითი მონახულების დროს მობინადრისთვის უბრალოდ შეგეძლო გეთქვა, რომ რაღაც გინდა აჩვენო. შემდეგ მიაწოდე ეს ბროშურა.
6. როგორ შეიძლება ამ ბროშურებით ბიბლიის შესწავლის ჩატარება?
6 ვინაიდან ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“ არ აქვს დაბეჭდილი კითხვები, განხილვა არ იქნება კითხვა-პასუხებით, როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე წიგნ „რას გვასწავლის ბიბლიით?“ შესწავლის დროს. ბევრგან ადამიანებს მოსწონთ ისტორიების მოსმენა. ასე რომ, გამოიყენე ილუსტრაციები და მოუყევი ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიები. ახსენი, რა არის ილუსტრაციებზე ნაჩვენები. ილაპარაკე ენთუზიაზმით. შემსწავლელი ჩართე მსჯელობაში. წაიკითხე ბოლოში მოცემული ბიბლიური მუხლები და იმსჯელე მასთან ამ მუხლების გარშემო. დაუსვი კითხვები და დარწმუნდი, რომ მას ესმის, რასაც განიხილავთ. თუ შესწავლას გადიხართ ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, თითოეული ილუსტრაციის განხილვისას ერთად წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და ბიბლიური მუხლები.
7. როგორ დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს სულიერ წინსვლაში?
7 დავეხმაროთ შემსწავლელს სულიერ წინსვლაში. იმედი გვაქვს, რომ ასეთი განხილვა შემსწავლელს აღძრავს, ისწავლოს კითხვა, რაც დაეხმარება მას იეჰოვას შესახებ ცოდნა პირადადაც მიიღოს (მათ. 5:3; იოან. 17:3). თუ შესწავლას გადიხართ ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს“, შეგიძლია შემსწავლელს შესთავაზო კითხვის სწავლა და თანხმობის შემთხვევაში გადახვიდეთ ბროშურაზე „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. რომელი ბროშურაც არ უნდა განიხილოთ, ბიბლიის შემსწავლელი ვერ იქნება მზად ნათლობისთვის. შესწავლა უნდა გაგრძელდეს წიგნ „რას გვასწავლის ბიბლიით?“ ან სხვა შესაფერისი პუბლიკაციით, რომელიც დაეხმარება მას, უფრო უკეთ გაიგოს ბიბლია.
8. რატომ ვართ მადლიერი ამ ახალი ბროშურებისთვის?
8 ადამიანებმა უნდა მოუსმინონ სამყაროს უზენაეს მმართველს, თუ სურთ მარადიულად ცხოვრება (ეს. 55:3). იეჰოვას ნებაა, რომ „ყველანაირმა ადამიანმა“, მათ შორის მათაც, ვინც არ იცის კითხვა, ისწავლონ მისი მოსმენა (1 ტიმ. 2:3, 4). მართლაც, მადლიერი ვართ ამ ახალი ბროშურებისთვის, ვინაიდან ისინი გვეხმარება, ვასწავლოთ ადამიანებს, თუ როგორ მოუსმინონ ღმერთს!
[ჩარჩო 3 გვერდზე]
როგორ შევთავაზოთ
მობინადრეს უჩვენე მე-2 და მე-3 გვერდები და ჰკითხე: „ისურვებდით ასეთ მსოფლიოში ცხოვრებას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლია [ან ეს წმინდა წიგნი] გვპირდება, რომ ღმერთი მალე გადააქცევს მთელ მსოფლიოს ასეთ მშვენიერ და უსაფრთხო გარემოდ, სადაც არავინ იქნება ღარიბი ან ავადმყოფი. ყურადღება მიაქციეთ, რა არის საჭირო, თუ გვინდა ასეთ პირობებში ცხოვრება. [წაიკითხე ესაიას 55:3, რომელიც ციტირებულია მე-3 გვერდზე.] ეს მუხლი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ღმერთთან და მოვუსმინოთ მას. მაგრამ, როგორ მოვუსმინოთ ღმერთს?“. გადაუშალე მე-4, მე-5 გვერდები და განიხილე ამ კითხვაზე პასუხი. თუ ის დაკავებულია, დაუტოვე ბროშურა და შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე ამ საკითხის განსახილველად.