საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/07 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • თქვენც გულითადად გიწვევენ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მითითებები შეხვედრისთვის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
    მითითებები შეხვედრისთვის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • კრების შეხვედრების ახალი განრიგი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 5/07 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ ვინ უნდა გახსნას სიმღერით თეოკრატიული სამსახურის სკოლა, სამსახურებრივი შეხვედრა, საჯარო შეხვედრა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა?

ის, თუ რომელი სიმღერა უნდა შესრულდეს ყოველკვირეული თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრის დასაწყისში, მოცემულია ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში, თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამაში. სამსახურებრივი შეხვედრის დასაწყისში და დასასრულს შესასრულებელი სიმღერების ნომრების ნახვა შეგიძლიათ „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე-2 გვერდზე. აგრეთვე, „საგუშაგო კოშკის“ მე-2 გვერდზე მოცემულია იმ სიმღერების ნომრები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისას უნდა შესრულდეს. თითოეული სიმღერა შესაბამისი შეხვედრის ნაწილია, ამიტომ ის უნდა გამოაცხადოს ამ შეხვედრის ჩამტარებელმა ძმამ და არა წინა შეხვედრის თავმჯდომარემ თუ სკოლის ზედამხედველმა.

მაგალითად, თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველი მიესალმება აუდიტორიას, გამოაცხადებს დასაწყისში შესასრულებელ სიმღერას, ჩაატარებს სკოლას და შემდეგ სცენაზე სთხოვს იმ ძმას, რომელიც განცხადებებს გააკეთებს სამსახურებრივ შეხვედრაზე. ხოლო როცა ეს ძმა სცენაზე ავა, გამოაცხადებს სიმღერას და მისი შესრულების შემდეგ გახსნის სამსახურებრივ შეხვედრას.

მსგავსადვე, საჯარო შეხვედრას გახსნის ამავე შეხვედრის თავჯდომარე. ის გულთბილად მიესალმება აუდიტორიას და სთხოვს, რომ ერთად იმღერონ მომხსენებლის მიერ შერჩეული სიმღერა. შემდეგ თავადვე (ან წინასწარ შერჩეული სხვა სამაგალითო ძმა) გახსნის შეხვედრას ლოცვით. ლოცვის შემდეგ გამოაცხადებს მომხსენებელს და მოხსენების სათაურს. მოხსენების შემდეგ თავმჯდომარე არ შეაჯამებს თემის ძირითად აზრებს, არამედ მადლობას გადაუხდის ძმას წარმოდგენილი მოხსენებისთვის. ამის შემდეგ ის გამოაცხადებს მომავალი კვირის საჯარო მოხსენების სათაურს და აუდიტორიას მოუწოდებს, რომ დარჩნენ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე. საჭირო არ არის, კრებამ მოკითხვა გაუგზავნოს მომხსენებლის კრებას. ბოლოს თავმჯდომარე სცენაზე სთხოვს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩამტარებელს.

„საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩამტარებელი გამოაცხადებს სასწავლო სტატიის პირველ სიმღერას. შემდეგ ის წარუძღვება შესწავლას იმ მითითებების თანახმად, რომლებიც ჩამტარებლისთვის არის გათვალისწინებული და შესწავლის დასასრულს გამოაცხადებს დამამთავრებელ სიმღერას. ბოლოს ის ლოცვისთვის, როგორც წესი, სთხოვს იმ ძმას, რომელმაც საჯარო მოხსენება წარმოთქვა.

ამ ძირითადი მითითებების მიყოლა დაგვეხმარება, რომ ჩვენი კრების შეხვედრები ყველგან ერთნაირად ტარდებოდეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება