გახსენების საღამოს სპეციალური კამპანია
1. რა დაიწყება 2009 წლის 21 მარტს და რატომ?
1 იეჰოვას თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში ერთად შეიკრიბებიან 2009 წლის 9 აპრილს, ხუთშაბათს. ისინი კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, თუ რა დიდი სიყვარული გამოავლინა ღმერთმა კაცობრიობისადმი (რომ. 5:6—8). ჩვენ ველით, რომ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს ჩვენთან ერთად მილიონობით დაინტერესებული ადამიანი აღნიშნავს. 21 მარტიდან მთელ მსოფლიოში გახსენების საღამოს სპეციალური მოსაწვევები გავრცელდება.
2. რა უნდა გახსოვდეს მოსაწვევის შეთავაზებისას?
2 რა უნდა გახსოვდეს: მოსაწვევის შეთავაზებისას ყურადღება გაამახვილე სურათებზე, კითხვებსა და მითითებულ მუხლებზე. მაგალითად, მობინადრეს შეგიძლია უჩვენო პირველ გვერდზე მოცემული სურათი და უთხრა: „მინდა დაგპატიჟოთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 2009 წლის 9 აპრილს“. შემდეგ ყურადღება გაამახვილე მოსაწვევის სათაურზე და დასმულ შეკითხვებზე. მობინადრეს უთხარი, რომ მას შეუძლია თან წამოიყვანოს ოჯახის წევრები და ახლობლები.
3. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ, ვისაც მოსაწვევები დავუტოვეთ, არ დაავიწყდეთ გახსენების საღამოზე მოსვლა?
3 თუ თქვენს კრებას დიდი ტერიტორია აქვს, უხუცესებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ვინც სახლში არ დაგხვდათ, კართან დაუტოვოთ მოსაწვევები. შაბათ-კვირას მოსაწვევებთან ერთად ჟურნალებსაც გავავრცელებთ. მიზნად დაისახე, გახსენების საღამოზე დაპატიჟო ისინი, ვისაც განმეორებით ინახულებ, აგრეთვე ბიბლიის შემსწავლელები, ნათესავები, თანაკლასელები, თანამშრომლები, მეზობლები თუ სხვა ნაცნობები. გასულ წელს გახსენების საღამოზე ერთმა დამ 30 ნათესავი დაპატიჟა. გახსენების საღამომდე ის დროდადრო აკითხავდა მათ და შეახსენებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მოვლენის აღნიშვნა. დამ ძალიან გაიხარა, როცა გახსენების საღამოზე მოწვეულთაგან 25 მივიდა; ოთხმა მათგანმა მოგვიანებით ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
4. რა უნდა დავგეგმოთ ახლავე და რატომ?
4 ახლავე დაგეგმე: მრავალმა მაუწყებელმა მარტსა და აპრილში შეიძლება მოახერხოს და უფრო მეტი დრო დაუთმოს მსახურებას. თუ შენი ბავშვები ან ბიბლიის შემსწავლელები სულიერად წინ მიიწევენ, შეიძლება ეს ხელსაყრელი დრო იყოს, რომ ისინი მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ. ახლავე დაგეგმე, სრულად მიიღო მონაწილეობა კამპანიაში, რომელიც გახსენების საღამოზე ხალხის მოსაწვევად ტარდება. ამ საღამოზე კიდევ ერთხელ გამახვილდება ყურადღება, თუ რა დიდი სიყვარული გამოავლინეს იეჰოვამ და იესომ კაცობრიობისადმი (იოან. 3:16; 15:13).