დავიხვეწოთ ქადაგებაში — შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“
რატომ არის მნიშვნელოვანი. წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ შესწავლაში დამხმარე უმთავრესი სახელმძღვანელოა. თუმცა ვიდრე ამ წიგნის განხილვაზე გადავალთ, ის მობინადრეს უნდა გადავცეთ. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს წიგნი მსახურებაში ადამიანებს დახელოვნებულად შევთავაზოთ (იგავ. 22:29). არსებობს შეთავაზების არაერთი ვარიანტი; მაუწყებლებმა ის შეთავაზება უნდა გამოიყენონ, რაც მათთვის პრაქტიკული იქნება.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
ოჯახური თაყვანისცემის დროს გაითამაშე მსახურების რეალური სცენები.
მსახურებაში ყოფნის დროს გაუზიარე შენს პარტნიორს, რის თქმასაც გეგმავ (იგავ. 27:17). თუ შეთავაზება შედეგიანი არ აღმოჩნდება, სხვა შეთავაზება გამოიყენე.