მეტი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ხოტბა შევასხათ იეჰოვას
1. რომელი ახალი ღონისძიება დაგვეხმარება, „ხოტბა შევასხათ იეჰოვას“?
1 მარტის თვიდან დაწყებული ძალაში შევიდა ახალი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, მარტის, აპრილისა და სარაიონო ზედამხედველის მონახულების თვეში მაუწყებლებს შეუძლიათ იმსახურონ დამხმარე პიონერებად 30-საათიანი გეგმით. თუ სარაიონო ზედამხედველის მონახულება თვის ბოლოს იწყება და შემდეგ თვეში გადადის, მაუწყებლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, თუ რომელ თვეში იმსახურებენ დამხმარე პიონერებად. ყველა დამხმარე პიონერს შეუძლია დაესწროს სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირაში პიონერებისა და სპეციალური პიონერებისთვის გათვალისწინებული შეხვედრის მთლიან პროგრამას. ამგვარად, თუ არ შეგვიძლია თვის განმავლობაში 50 საათი ვიქადაგოთ, შეგვიძლია წელიწადში, სულ მცირე, ოთხი თვის განმავლობაში 30 საათი ვიქადაგოთ და ხოტბა შევასხათ იეჰოვას ჩვენი ბაგეებით (ფსალმ. 109:30; 119:171).
2. რა შესაძლებლობა მიეცემა მას, ვინც სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირაში დამხმარე პიონერად იმსახურებს?
2 სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს. ახლა უფრო მეტ მაუწყებელს შეეძლება იმსახუროს დამხმარე პიონერად სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირაში. ამ დროს მათ მიეცემათ სარაიონო ზედამხედველთან მსახურების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, ურთიერთგამხნევებას მოემსახურება (რომ. 1:11, 12). ბევრმა შეიძლება შვებულება აიღოს, რათა სარაიონო ზედამხედველთან იმსახუროს. დამხმარე პიონერებს, რომლებიც მუშაობენ სამუშაო დღეებში, შეუძლიათ სთხოვონ სარაიონო ზედამხედველს, რომ შაბათს ან კვირას იმსახუროს მათთან. გვჯერა, რომ ძალიან გამამხნევებელი იქნება მათთვის სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირაში პიონერებისთვის და სპეციალური პიონერებისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე დასწრება.
3. რატომ არის დამხმარე პიონერებისთვის გახსენების საღამოს პერიოდი შესანიშნავი დრო?
3 მარტსა და აპრილში. ვინც გახსენების საღამოს პერიოდში ერთი თვით 30-საათიანი გეგმით მსახურების სიხარული უკვე განიცადა, ახლა შეუძლია გააორმაგოს „ქების მსხვერპლი“ (ებრ. 13:15). მარტიცა და აპრილიც შესანიშნავი თვეებია საიმისოდ, რომ მაუწყებლებმა გააფართოონ მსახურება და იმსახურონ დამხმარე პიონერებად. ყოველწლიურად, ამ პერიოდში მეტად მნიშვნელოვან კამპანიაში ვმონაწილეობთ და სხვებს გახსენების საღამოზე ვეპატიჟებით. ვინაიდან ამ დროს ბევრი აფართოებს მსახურებას, სხვადასხვა მაუწყებელთან ქადაგების შესანიშნავი შესაძლებლობაც გვეძლევა. გახსენების საღამოს შემდეგ მათ, ვინც ინტერესი გამოავლინეს დამსწრეთა შორის, მთელი სულითა და გულით ვეპატიჟებით სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე. აღგძრავს გული, რომ გამოიყენო ეს დამატებითი შესაძლებლობა და იმსახურო დამხმარე პიონერად? (ლუკ. 6:45).