საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rq გაკ. 13 გვ. 26-27
  • როგორ გავიგოთ, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გავიგოთ, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?
  • რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • მსგავსი მასალა
  • როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?
    სასიხარულო ცნობა ღვთისგან
  • როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
rq გაკ. 13 გვ. 26-27

თავი მეცამეტე

როგორ გავიგოთ, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?

ყველა რელიგიას იწონებს ღმერთი, თუ მხოლოდ ერთს? (1)

რატომ აქვს პრეტენზია ქრისტიანობაზე ამდენ რელიგიას? (3)

როგორ გავიგოთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები? (3—7)

1. იესომ ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია დაამკვიდრა. ამიტომ დღეს იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი უნდა არსებობდეს (იოანე 4:23, 24; ეფესოელები 4:4, 5). ბიბლია გვასწავლის, რომ ცოტანი დადიან სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე (მათე 7:13, 14).

2. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ მცდარი მოძღვრებები და არაქრისტიანული წეს-ჩვეულებები თანდათანობით შეაღწევდა ქრისტიანულ კრებაში და ზოგიერთები თავისკენ გადაიბირებდნენ ქრისტეს მიმდევრებს (მათე 7:15, 21—23; საქმეები 20:29, 30). ამიტომაა, რომ უამრავ რელიგიას აქვს პრეტენზია ქრისტიანობაზე. როგორ გავიგოთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები?

3. ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ყველაზე გამორჩეული ნიშანი მათ შორის გამეფებული ნამდვილი სიყვარულია (იოანე 13:34, 35). ისინი არ ფიქრობენ, რომ განსხვავებული წარმომავლობისა თუ კანის ფერის ადამიანებზე უკეთესები არიან. მათ არც სხვა ეროვნების ადამიანები სძულთ (საქმეები 10:34, 35). სწორედ ამიტომ არ იღებენ მონაწილეობას ომებში. ჭეშმარიტი ქრისტიანები ისე ეპყრობიან ერთმანეთს, როგორც საკუთარ და-ძმებს (1 იოანე 4:20, 21).

4. მეორე ამოსაცნობი ნიშანი ის არის, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები დიდად აფასებენ ბიბლიას. მათ სწამთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და სჯერათ, რაც მასშია ჩაწერილი (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). მათთვის ღვთის სიტყვა ხალხის აზრებსა თუ ადათ-წესებზე მნიშვნელოვანია (მათე 15:1—3, 7—9). ისინი ცდილობენ, ყოველდღე ბიბლიური პრინციპებით იცხოვრონ. მათი სიტყვები და საქმეები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს (ტიტე 1:15, 16).

5. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებმა პატივი უნდა მიაგონ ღვთის სახელს (მათე 6:9). იესომ ხალხს გაუცხადა, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმაც იგივე უნდა გააკეთონ (იოანე 17:6, 26; რომაელები 10:13, 14). ვინ ესაუბრება ხალხს ღვთის სახელის შესახებ?

6. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ღვთის სამეფოს შესახებ უნდა იქადაგონ, რასაც იესო აკეთებდა. ის ყოველთვის ღვთის სამეფოს შესახებ ლაპარაკობდა (ლუკა 8:1). მან თავის მოწაფეებს დაავალა, რომ ეს ცნობა მთელ დედამიწაზე ექადაგათ (მათე 24:14; 28:19, 20). ჭეშმარიტ ქრისტიანებს სწამთ, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო მოიტანს დედამიწაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას (ფსალმუნები 146:3—5).

7. იესოს მოწაფეები არ უნდა იყვნენ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 17:16). ისინი არ ერევიან პოლიტიკაში და არც არავის უპირისპირდებიან. ქრისტიანები შორს დგანან ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი საქციელისგან და არ იზიარებენ მის წეს-ჩვეულებებსა და აზროვნებას (იაკობი 1:27; 4:4). შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით განსაზღვროთ, ვინ არიან თქვენ გარშემო ჭეშმარიტი ქრისტიანები?

[სურათები 26, 27 გვერდებზე]

ჭეშმარიტ ქრისტიანებს უყვართ ერთმანეთი, აფასებენ ბიბლიას და ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება