ეკლესიასტე
12 გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი+ შენს სიჭაბუკეში,+ სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები+ ან წლები, როცა იტყვი: არ მახარებსო ისინი;+ 2 სანამ არ დაბნელებულა მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ნათელი,+ სანამ ღრუბლები არ გამოჩენილა და კოკისპირული წვიმა არ წამოსულა; 3 როცა სახლის მცველები+ აკანკალდებიან, ძალ-ღონით სავსე კაცები მოიხრებიან,+ დამფქველი ქალები+ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან დაცოტავდებიან, და სარკმლიდან+ მომზირალი ქალები სიბნელეს იხილავენ; 4 ქუჩაში გამავალი კარები ჩაიკეტება,+ წისქვილის ხმა შესუსტდება,+ კაცი ჩიტის ხმაზე წამოდგება და მომღერალი ასულები ხმადაბლა იმღერებენ;+ 5 სიმაღლის შეეშინდებათ და ძლიერი შიში შეიპყრობთ გზაზე; ნუში აყვავდება+ და კუტკალია წალასლასდება, კაპარი დასკდება, რადგან წავა კაცი იმ სახლში, სადაც დიდხანს იცხოვრებს,+ და მოტირალნი ქუჩაში გარს შემოეხვევიან.+ 6 ვერცხლის ზონარი გაწყდება, ოქროს თასი დაიმტვრევა,+ დოქი წყაროზე გატყდება და ჭის ბორბალი დაიმტვრევა. 7 მტვერი დაუბრუნდება მიწას,+ სადაც მანამდე იყო, სული*+ კი — ჭეშმარიტ ღმერთს,+ მის მომცემს.+
8 „ამაოებათა ამაოება! — თქვა შემკრებმა,+ — ყველაფერი ამაოებაა“.+
9 დაბრძენდა შემკრები+ და ხალხსაც გამუდმებით აძლევდა ცოდნას;+ ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა,+ რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი.+ 10 შემკრები ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები+ და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება.+
11 ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა,+ ამ გამონათქვამთა შემგროვებლები ჩაჭედებულ ლურსმნებს+ ჰგვანან; ერთი მწყემსისგანაა+ ისინი. 12 უფრთხილდი, შვილო, ყველაფერს, რაც ამაზე მეტია: წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია სხეულისთვის.+
13 ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს+ და მისი მცნებები დაიცავი,+ რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება. 14 ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი.+