საქმეები
3 ერთხელ პეტრე და იოანე ტაძარში ადიოდნენ მეცხრე საათისთვის*, რომელიც ლოცვის საათი იყო.+ 2 იმ დროს იქ ერთი კაცი მიჰყავდათ, დედის მუცლიდან+ წელს ქვემოთ მოწყვეტილი. მას ყოველდღე ტოვებდნენ ტაძრის კარიბჭესთან, რომელსაც მშვენიერი+ ეწოდებოდა, რომ მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთაგან.+ 3 როცა მან თვალი მოჰკრა ტაძარში შემავალ პეტრესა და იოანეს, მოწყალების თხოვნა დაუწყო.+ 4 პეტრემ და იოანემ შეხედეს+ მას და უთხრეს: „შემოგვხედე“. 5 მანაც შეხედა მათ იმ იმედით, რომ რამეს მისცემდნენ. 6 პეტრემ უთხრა: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ:+ ნაზარეთელი იესო ქრისტეს+ სახელით გეუბნები, იარე!“+ 7 ხელი მარჯვენა ხელზე+ მოჰკიდა და წამოაყენა. კაცს უეცრად გაუმაგრდა ტერფები და კოჭები,+ 8 წამოხტა,+ ფეხზე დადგა, სიარული დაიწყო და მათთან ერთად ტაძარში შევიდა,+ დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა. 9 ყველამ+ დაინახა, რომ ის დადიოდა და ღმერთს აქებდა. 10 თანაც იცნეს, რომ ის ტაძრის იმ კარიბჭესთან იჯდა ხოლმე, რომელსაც მშვენიერი+ ეწოდება, და მოწყალებას ითხოვდა. განცვიფრდნენ და შეცბუნდნენ+ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11 ვინაიდან ის კაცი პეტრესა და იოანეს არ სცილდებოდა, განცვიფრებული ხალხი მათკენ გაიქცა, სოლომონის კოლონადად*+ წოდებული ადგილისკენ. 12 ამის დანახვაზე პეტრემ ხალხს უთხრა: «ისრაელებო, რატომ გიკვირთ ეს, ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს საკუთარი ძალით ან ღვთისადმი ერთგულებით დავაწყებინეთ მას სიარული?+ 13 აბრაამის, ისაკისა და იაკობის+ ღმერთმა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა განადიდა+ თავისი მსახური+ იესო, რომელიც თქვენ პილატეს გადაეცით+ და მის წინაშე უარყავით, როცა მან მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.+ 14 თქვენ უარყავით წმინდა და მართალი+ და მოითხოვეთ, რომ თქვენთვის მკვლელი+ ეჩუქებინათ, 15 ხოლო სიცოცხლის მეთაური მოკალით,+ მაგრამ ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა, რისი მოწმეებიც ჩვენა ვართ.+ 16 ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, მისმა სახელმა და მისი სახელისადმი ჩვენმა რწმენამ გააძლიერა და ამავე რწმენამ გამოაჯანსაღა ყველა თქვენგანის წინაშე. 17 ახლა, ძმებო, ვიცი, რომ უცოდინარობით მოქმედებდით,+ როგორც თქვენი მმართველები,+ 18 მაგრამ ამით ღმერთმა შეასრულა ყველაფერი, რაც წინასწარ გამოგვიცხადა წინასწარმეტყველთა პირით, რომ მისი ცხებული* დაიტანჯებოდა.+
19 ამიტომ მოინანიეთ+ და მობრუნდით,+ რათა წაიშალოს+ თქვენი ცოდვები, მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების+ დრო 20 და გამოგიგზავნოთ თქვენთვის დანიშნული ქრისტე, იესო, 21 რომელიც ზეცაში უნდა იყოს,+ ვიდრე ყველაფერი არ აღდგება,+ რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით.+ 22 მოსემ თქვა: „იეჰოვა ღმერთი თქვენი ძმებიდან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს.+ გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით,+ 23 ხოლო ყოველი სული*, რომელიც იმ წინასწარმეტყველს არ მოუსმენს, ხალხიდან აღმოიფხვრება“.+ 24 ყველა წინასწარმეტყველი — სამუელიდან დაწყებული მათით დამთავრებული, ვინც მის შემდეგ იყო და ლაპარაკობდა — ცხადად აუწყებდა ამ დღეების შესახებ.+ 25 თქვენ ხართ წინასწარმეტყველთა და იმ შეთანხმების ძეები,+ რომელიც ღმერთმა თქვენს მამა-პაპას დაუდო, როცა აბრაამს უთხრა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი“.+ 26 როცა ღმერთმა თავისი მსახური დანიშნა, პირველად+ ის თქვენ გამოგიგზავნათ, რომ თითოეული თქვენგანი ეკურთხებინეთ — ბოროტი საქმეებისგან მოექციეთ».