საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 მათე 1:1-28:20
  • მათე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მათე
  • ბიბლია
ბიბლია
მათე

მათე

1 იესო ქრისტეს — დავითისა+ და აბრაამის+ ძის — წარმოშობის+ წიგნი:

 2 აბრაამს შეეძინა ისაკი;+

ისაკს — იაკობი;+

იაკობს — იუდა+ და მისი ძმები;

 3 იუდას თამარისგან შეეძინა ფერეცი+ და ზერახი;

ფერეცს შეეძინა ხეცრონი;+

ხეცრონს — რამი;+

 4 რამს — ამინადაბი;

ამინადაბს — ნახშონი;+

ნახშონს — სალმონი;+

 5 სალმონს რახაბისგან+ შეეძინა ბოაზი;

ბოაზს რუთისგან+ შეეძინა ობედი;

ობედს შეეძინა იესე;+

 6 იესეს — მეფე+ დავითი;+

დავითს ურიას ცოლისგან შეეძინა სოლომონი;+

 7 სოლომონს შეეძინა რობოამი;+

რობოამს შეეძინა აბია;

აბიას+ — ასა;+

 8 ასას — იეჰოშაფატი;+

იეჰოშაფატს — იეჰორამი;+

იეჰორამს — უზია;

 9 უზიას — იოთამი;

იოთამს+ — ახაზი;+

ახაზს — ხიზკია;+

10 ხიზკიას — მენაშე;+

მენაშეს+ — ამონი;+

ამონს+ — იოშია;

11 იოშიას+ შეეძინა იექონია+ და მისი ძმები ბაბილონში+ გადასახლების დროს;

12 ბაბილონში იექონიას შეეძინა შეალთიელი;+

შეალთიელს — ზერუბაბელი;+

13 ზერუბაბელს — აბიჰუდი;

აბიჰუდს — ელიაკიმი;

ელიაკიმს — აზორი;

14 აზორს — ცადოკი;

ცადოკს — აქიმი;

აქიმს — ელიუდი;

15 ელიუდს — ელეაზარი;

ელეაზარს — მატთანი;

მატთანს — იაკობი;

16 იაკობს შეეძინა იოსები, ქმარი მარიამისა, რომელმაც გააჩინა იესო,+ ქრისტედ წოდებული.+

17 ამრიგად, აბრაამიდან დავითამდე სულ თოთხმეტი თაობა იყო; თოთხმეტი თაობა იყო დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდეც და ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდეც.

18 იესო ქრისტე ასე დაიბადა: დედამისი მარიამი იოსებზე იყო დანიშნული.+ ჯერ არ იყვნენ შეუღლებულები, როცა აღმოჩნდა, რომ ის ორსულად იყო წმინდა სულისგან*.+ 19 მისი ქმარი* იოსები მართალი კაცი იყო და არ უნდოდა მისი საქვეყნოდ შერცხვენა.+ ამიტომ დააპირა, ფარულად გაყროდა+ მას. 20 როცა ყველაფერი მოიფიქრა, იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გეშინია მარიამის, შენი ცოლის სახლში მიყვანის, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, წმინდა სულისგან არის.+ 21 ვაჟს გააჩენს და მას იესო* უნდა დაარქვა,+ რადგან ის დაიხსნის+ თავის ხალხს+ მათი ცოდვებისგან“.+ 22 ყოველივე ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის+ პირით იეჰოვას+ მიერ ნათქვამი: 23 „დაორსულდება ქალწული,+ ვაჟს გააჩენს და დაარქმევენ მას ემანუელს“,+ რაც ასე ითარგმნება: „ღმერთი ჩვენთანაა“.+

24 გაიღვიძა იოსებმა და ისე მოიქცა, როგორც იეჰოვას ანგელოზმა მიუთითა; სახლში მიიყვანა თავისი ცოლი, 25 მაგრამ არ გაჰკარებია,+ სანამ მან ვაჟი არ გააჩინა.+ იოსებმა მას იესო დაარქვა.+

2 როცა მეფე ჰეროდეს*+ დროს იუდეის ბეთლემში+ იესო დაიბადა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები+ მივიდნენ 2 და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა?+ აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი+ ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“. 3 ამის მოსმენაზე აფორიაქდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი. 4 შეკრიბა უფროსი მღვდლები და მწიგნობრები და გამოჰკითხა, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე*. 5 მათ მიუგეს: «იუდეის ბეთლემში,+ რადგან წინასწარმეტყველს ასე უწერია: 6 „შენ კი, იუდას ბეთლემო,+ იუდას გამგებლებს შორის სულაც არა ხარ უმცირესი, რადგან შენგან გამოვა გამგებელი,+ რომელიც დამწყემსავს+ ჩემს ხალხს, ისრაელს“».

7 მაშინ საიდუმლოდ დაიბარა ჰეროდემ ასტროლოგები და ვარსკვლავის გამოჩენის დრო გამოიძია მათგან, 8 გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც წავიდე და მდაბლად თაყვანი ვცე“.+ 9 მათ მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში+ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ იმ ადგილამდე, სადაც ბავშვი იყო. 10 ვარსკვლავის დანახვამ ისინი ძალიან გაახარა. 11 როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან. დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ბავშვს, ამოალაგეს თავიანთი განძეული და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა. 12 და რადგან ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა,+ ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

13 მათი წასვლის შემდეგ იოსებს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი+ ეჩვენა და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“. 14 ისიც ადგა იმ ღამეს, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და წავიდა ეგვიპტეში. 15 იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩა, რათა შესრულებულიყო+ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას მიერ ნათქვამი: „ეგვიპტიდან+ მოვუხმე ჩემს ძეს“.

16 როცა ჰეროდემ დაინახა, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, გაცეცხლდა, დაგზავნა ხალხი და ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში დაახოცვინა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი იმ დროის მიხედვით, რომელიც ასტროლოგებისგან გამოიძია.+ 17 მაშინ შესრულდა იერემია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 18 „რამაში ტირილისა და დიდი მოთქმის ხმა გაისმა.+ რახელი+ შვილებს დასტიროდა და არ სურდა ნუგეში, რადგან აღარ ჰყავდა ისინი“.

19 ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში იოსებს იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში+ 20 და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი და წადი ისრაელის მიწაზე, რადგან დაიხოცნენ მაგ ბავშვის* მძებნელნი“. 21 ისიც ადგა, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და მივიდა ისრაელის მიწაზე. 22 მაგრამ როცა გაიგო, რომ იუდეაში არქელაე მეფობდა მამამისი ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ წასვლისა. თანაც ღმერთმაც გააფრთხილა სიზმარში+ და გალილეის მხარეში წავიდა.+ 23 მივიდა და დასახლდა ქალაქ ნაზარეთში,+ რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველთა ნათქვამი: „მას ნაზარეთელი დაერქმევა“.+

3 იმ დროს იუდეის უდაბნოში+ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი+ და ქადაგებდა: 2 „მოინანიეთ,+ რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“.+ 3 მასზეა ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის+ სიტყვები: «ყური დაუგდეთ! უდაბნოში ვიღაც ღაღადებს: „მოამზადეთ+ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი“». 4 იოანეს აქლემის ბეწვის+ სამოსელი ემოსა, წელზე ტყავის სარტყელი+ ერტყა და კალიებითა+ და ველური თაფლით+ იკვებებოდა. 5 მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანის მთელი შემოგარენი. 6 ის მდინარე იორდანეში ნათლავდა ხალხს,+ რომლებიც საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს.

7 იოანემ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი+ რომ დაინახა, უთხრა მათ: „გველგესლათა ნაშიერნო,+ ვინ გიკარნახათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?+ 8 მაშ, გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი+ 9 და არ გაბედოთ, თქვენთვის თქვათ, ჩვენი მამა აბრაამიაო,+ რადგან გეუბნებით: ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.+ 10 ცულიც+ უკვე დევს ხეების ძირას; ხე, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, უნდა მოიჭრას+ და ცეცხლს მიეცეს.+ 11 მე წყლით გნათლავთ,+ რადგან მოინანიეთ,+ მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი+ ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო.+ ის წმინდა სულითა+ და ცეცხლით მოგნათლავთ.+ 12 მას ხელში უჭირავს თავისი ფიწალი და მთლიანად გაწმენდს თავის კალოს: ხორბალს ბეღელში მოაგროვებს,+ ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს“.+

13 მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან+ იორდანის პირას, რათა იოანეს მოენათლა.+ 14 იოანე შეეწინააღმდეგა: „მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას და შენ ჩემთან მოდიხარ?“ 15 იესომ მიუგო: „ამჯერად ასე იყოს, რადგან ასე გვმართებს მთელი სიმართლის შესრულება“.+ მაშინ იოანე დაემორჩილა. 16 როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა+ და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით+ ეშვებოდა ღვთის სული.+ 17 ციდან ხმაც+ გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი+ ძე,+ რომელიც მე მოვიწონე“.+

4 მაშინ სულმა იესო უდაბნოში წაიყვანა,+ რათა ეშმაკს ეცდუნებინა.+ 2 ორმოცი დღე და ღამე იმარხულა,+ ბოლოს მოშივდა. 3 მაშინ მაცდური+ მივიდა და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ,+ უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“. 4 მან კი მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას* პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“».+

5 მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში+ წაიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა 6 და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი,+ რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+ 7 იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+

8 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო+ და მათი დიდება 9 და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ,+ თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.+ 10 იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი+ და მხოლოდ მას+ შეუსრულე წმინდა მსახურება“».+ 11 მაშინ მიატოვა ის ეშმაკმა+ და აი, ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ მას.+

12 შეიტყო იესომ იოანეს შეპყრობის ამბავი+ და გალილეაში წავიდა.+ 13 შემდეგ დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას, კაპერნაუმში,+ ზებულონისა და ნაფთალის+ საზღვრებში, 14 რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 15 „ზებულონის მიწავ და ნაფთალის მიწავ, ზღვისკენ მიმავალი გზის გასწვრივ, იორდანის გაღმა მდებარე უცხოტომელთა გალილეავ!+ 16 ბნელში მსხდომმა ხალხმა+ დიდი სინათლე იხილა+ და სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე+ ამოუბრწყინდათ“.+ 17 იმ დროიდან იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ,+ რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“.+

18 როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა, სიმონი,+ პეტრედ წოდებული,+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ და ბადეს ისროდნენ ზღვაში. 19 უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“.+ 20 მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები+ და გაჰყვნენ. 21 იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი+ ძმა, ზებედეს+ ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე, რომლებიც მამასთან ერთად ნავში ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულები. იესომ მოუხმო მათ. 22 მათ მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ.

23 დადიოდა იესო+ მთელ გალილეაში,+ ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში,+ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ადამიანებს ნებისმიერი ავადმყოფობისა+ და უძლურებისგან. 24 მისი ამბავი მთელ სირიას მოედო;+ მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა+ და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები, დემონებით შეპყრობილები, ბნედიანები,+ დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ. 25 მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან,+ დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან,+ იუდეიდან და იორდანის გაღმიდან.

5 ხალხი რომ დაინახა, მთაზე ავიდა. როცა დაჯდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან. 2 მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

3 «ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.+

4 ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ.+

5 ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი,+ რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+

6 ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი,+ რადგან ისინი გაძღებიან.+

7 ბედნიერნი არიან გულმოწყალენი,+ რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან.

8 ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი,+ რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.+

9 ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი,+ რადგან მათ ღვთის შვილები+ დაერქმევათ.

10 ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.

11 ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ,+ გდევნიან+ და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. 12 იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ,+ რადგან დიდია თქვენი საზღაური+ ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც+ მსგავსად დევნიდნენ.

13 თქვენ ხართ მიწის მარილი+ და თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ გადასაყრელად,+ რომ ხალხმა ზედ იაროს.

14 თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე.+ მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ+ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში. 16 თქვენი სინათლეც+ ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს+ და განადიდებდნენ+ თქვენს ზეციერ მამას.

17 არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი,+ გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი.+ 18 ჭეშმარიტებას გეუბნებით: უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს,+ ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს.+ 19 ამიტომ მას, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს+ და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უმცირესი დაერქმევა ზეციერი სამეფოსთვის;+ მას კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის,+ დიდი დაერქმევა+ ზეციერი სამეფოსთვის. 20 გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს,+ ვერ შეხვალთ+ ზეციერ სამეფოში.

21 თქვენ გსმენიათ, რომ ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ მოკლა.+ ვინც მკვლელობას ჩაიდენს,+ სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“,+ 22 მე კი გეუბნებით: ვინც მრისხანებს+ თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს;+ ვინც თავის ძმას დამამცირებელი სიტყვით მიმართავს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ის კი, ვინც ეტყვის: „შე სულელო!“ ცეცხლოვან გეენას*+ დაექვემდებარება.

23 თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან+ და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ,+ 24 დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი+ და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი.+

25 სასწრაფოდ მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან,+ გზაშივე, რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს, მოსამართლემ კი — აღმასრულებელს, და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. 26 ჭეშმარიტებას გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ ბოლო მონეტას* არ გადაიხდი.+

27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“,+ 28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს+ და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა+ მასთან თავის გულში.+ 29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს+ გეენაში; 30 და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.

31 ისიც თქმულა: „ვინც ცოლს ეყრება,+ მას გაყრის მოწმობა მისცეს“,+ 32 მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე ეყრება,+ მას მრუშობის საბაბს აძლევს+ და ვინც განქორწინებულ ქალზე ქორწინდება, მრუშობს.+

33 ისიც გსმენიათ, რაც ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ დაიფიცო+ ტყუილუბრალოდ, არამედ შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები“,+ 34 მე კი გეუბნებით: საერთოდ არ დაიფიცოთ,+ არც ზეცა, რადგან ის ღვთის ტახტია,+ 35 არც დედამიწა, რადგან ის მისი ფეხსადგამია,+ არც იერუსალიმი, რადგან ის დიდი მეფის ქალაქია,+ 36 არც საკუთარი თავი დაიფიცოთ, რადგან არ შეგიძლიათ თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება. 37 თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა.+ რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის.+

38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“,+ 39 მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას,+ მეორე ლოყაც მიუშვირე. 40 თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი,+ 41 და თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.+ 42 მთხოვნელს მიეცი და ვისაც შენგან სარგებლის გარეშე სურს სესხის აღება, ზურგს ნუ შეაქცევ.+

43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს+ და მტერი გძულდეს“,+ 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები+ და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის,+ 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები,+ რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც,+ 46 რადგან, თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?+ განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიან? 47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან? 48 მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი».+

6 «ერიდეთ სიმართლის კეთებას+ ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად, თორემ თქვენი ზეციერი მამისგან საზღაურს ვერ მიიღებთ. 2 მაშ, როცა მოწყალებას გასცემ,+ ნუ გაახმაურებ,+ როგორც თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა განადიდოს ისინი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 3 შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა, 4 რათა შენი მოწყალება დაფარული იყოს, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ.+

5 როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა+ და ლოცვა სხვების დასანახავად.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 6 შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში,+ ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას,+ და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ. 7 ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად+ უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. 8 ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ,+ სანამ სთხოვთ.

9 ამიტომ, ასე ილოცეთ:+

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს+ შენი სახელი.+ 10 მოვიდეს შენი სამეფო+ და იყოს შენი ნება+ როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.+ 11 მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.+ 12 გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს,+ 13 და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში,+ არამედ გვიხსენი ბოროტისგან“.+

14 თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა,+ 15 ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა.+

16 როცა მარხულობთ,+ ნუღარ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით, რადგან ისინი სახეებს იღუშავენ, რათა სხვებს დაანახვონ, რომ მარხულობენ.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე* და პირი დაიბანე,+ 18 რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ, არამედ დაფარულში მყოფმა შენმა მამამ,+ და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ.

19 ნუღარ მოაგროვებთ განძს+ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. 20 მოაგროვეთ განძი ზეცაში,+ სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს+ და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ, 21 რადგან, სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც.

22 სხეულის ლამპარი თვალია.+ ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, 23 ხოლო თუ თვალი ბოროტი გაქვს,+ მთელი სხეული ბნელი გექნება. თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდია ეს სიბნელე!+

24 ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს,+ ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც.+

25 ამიტომაც გეუბნებით: ნუღარ წუხხართ+ თქვენი სულისთვის*, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ.+ განა სული საჭმელზე ძვირფასი არ არის და სხეული — ტანსაცმელზე?+ 26 დააკვირდით ცის ფრინველებს:+ ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?+ 27 რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?+ 28 ან ჩაცმაზე რაღას წუხხართ? ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან,+ როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29 გეუბნებით: დიდებული სოლომონიც+ კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30 თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?+ 31 ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს+ და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ 32 რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.+

33 ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე+ და სხვა დანარჩენი შეგემატებათ.+ 34 მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე+ — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი».

7 «ნუღარ გაასამართლებთ,+ რომ არც თქვენ გასამართლდეთ, 2 რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ,+ იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.+ 3 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?+ 4 ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?+ 5 თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.

6 ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს,+ ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ,+ მერე თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.

7 ითხოვეთ+ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ+ და გაგეღებათ, 8 რადგან ვინც ითხოვს, იღებს,+ ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 9 რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას,+ თუ ის პურსა სთხოვს? 10 ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? 11 ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები,+ აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ,+ ვინც სთხოვს!

12 ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები,+ თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი.+

13 შედით ვიწრო ჭიშკრით,+ რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; 14 ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას.+

15 უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს,+ რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან,+ შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან.+ 16 მათ მათივე ნაყოფით იცნობთ.+ განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?+ 17 ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს.+ 18 კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს. 19 ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.+ 20 ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ.+

21 ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს+ ჩემი ზეციერი მამის ნებას.+ 22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო,+ განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“+ 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ!+ გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!+

24 ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი.+ 25 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26 ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს+ მათ, ჰგავს უგუნურ კაცს,+ რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს.+ ისიც დაინგრა და დიდი იყო მისი დანგრევა».+

28 როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული+ იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, 29 რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე+ და არა როგორც მათი მწიგნობრები.

8 როდესაც ის მთიდან ჩამოვიდა, დიდძალი ხალხი გაჰყვა. 2 და აი, მივიდა მასთან კეთროვანი,+ მდაბლად თაყვანი სცა და შეევედრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. 3 იესომ ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“+ და ისიც მაშინვე განიწმინდა კეთრისგან.+ 4 მაშინ იესომ უთხრა: „იცოდე, არავის მოუყვე.+ წადი, მღვდელს ეჩვენე+ და შესწირე ის ძღვენი,+ რაც მოსემ დააწესა, მათთვის დასამოწმებლად“.

5 როცა იესო კაპერნაუმში შევიდა,+ ასისთავი მივიდა მასთან და შეეხვეწა: 6 „ბატონო, ჩემი მსახური დამბლადაცემული წევს სახლში და საშინლად იტანჯება“. 7 იესომ უთხრა: „როცა მოვალ, განვკურნავ“. 8 ასისთავმა მიუგო: «ბატონო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური, 9 რადგან მეც სხვისი ძალაუფლების ქვეშა ვარ და ხელქვეითადაც მყავს ჯარისკაცები; ერთს ვეუბნები: „წადი!“+ და ისიც მიდის, მეორეს — „მოდი!“ და მოდის, ჩემს მონას — „ეს გააკეთე!“ და აკეთებს». 10 იესო გააოცა ამის მოსმენამ და მათ, ვინც მას მიჰყვებოდა, უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ისრაელში არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა.+ 11 მაგრამ გეუბნებით: ბევრნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან+ და აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ერთად იქნებიან ზეციერ+ სამეფოში,+ 12 სამეფოს ძეები+ კი გარეთ, სიბნელეში გადაიყრებიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“.+ 13 შემდეგ იესომ ასისთავს უთხრა: „წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს“.+ მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

14 ამის შემდეგ იესო პეტრეს სახლში მივიდა და დაინახა, რომ მის სიდედრს+ ციებ-ცხელება ჰქონდა და იწვა.+ 15 იესო ხელზე შეეხო+ და ქალს ციებ-ცხელებამ გაუარა; ადგა და მოემსახურა იესოს.+ 16 როცა მოსაღამოვდა, დემონებით შეპყრობილი მრავალი ადამიანი მიუყვანეს. მან სიტყვით განდევნა სულები* და ყველა ავადმყოფი განკურნა, 17 რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და ატარებდა ჩვენს სნეულებებს“.+

18 როდესაც იესომ თავის გარშემო ხალხი დაინახა, ბრძანა, გაღმა გასულიყვნენ.+ 19 მასთან ერთი მწიგნობარი მივიდა და უთხრა: „მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“.+ 20 იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“.+ 21 სხვა მოწაფემ უთხრა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. 22 იესომ მიუგო: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები“.+

23 როცა ის ნავში ჩაჯდა,+ მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. 24 და აი, ზღვა ძალიან აღელდა, ნავს ტალღები ფარავდა, მას კი ეძინა.+ 25 ისინი მივიდნენ, გააღვიძეს+ და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!“ 26 მან უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?“+ წამოდგა, შერისხა ქარი და ზღვა, და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა.+ 27 გაოცებული მოწაფეები ამბობდნენ: „ვინ არის ასეთი,+ რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“

28 როცა ის გაღმა, გადარელთა მხარეში+ გავიდა, დემონებით შეპყრობილი ორი კაცი+ შეხვდა, რომლებიც სამარხებიდან გამოდიოდნენ. ისინი გაშმაგებულები იყვნენ, რის გამოც ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29 მათ ყვირილი მორთეს: „რა გვაქვს შენთან საერთო, ღვთის ძეო?+ აქ იმიტომ მოხვედი, რომ დანიშნულ დროზე+ ადრე დაგვტანჯო?“+ 30 მათგან მოშორებით, მინდორში ღორების დიდი კოლტი იყო. 31 დემონებმა იესოს ხვეწნა დაუწყეს: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი“.+ 32 მან უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ მათგან და ღორებში შევიდნენ. ღორების მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხოცა.+ 33 მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერს მოჰყვნენ, დემონებით შეპყრობილების ამბავსაც. 34 მაშინ მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და როცა დაინახეს, შეეხვეწნენ, რომ იქაურობას გასცლოდა.+

9 ჩაჯდა იგი ნავში, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.+ 2 და აი, მას საწოლზე მწოლიარე დამბლადაცემული მიუყვანეს.+ მათი რწმენის დანახვაზე იესომ დამბლადაცემულს უთხრა: „გამაგრდი, შვილო, გეპატია ცოდვები“.+ 3 ამაზე ზოგმა მწიგნობარმა თავისთვის ჩაილაპარაკა: „ეს კაცი ღმერთსა გმობს“.+ 4 იესომ იცოდა მათი აზრები+ და უთხრა: „რატომ ფიქრობთ გულში ბოროტს?+ 5 რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი და იარე?+ 6 რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე. . .“,+ დამბლადაცემულს უთხრა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი სახლში“.+ 7 ისიც წამოდგა და წავიდა სახლში. 8 ამის დანახვაზე ხალხი შიშმა შეიპყრო და ადიდებდნენ ღმერთს,+ რომელმაც ადამიანებს ასეთი ძალაუფლება მისცა.+

9 იქიდან რომ მიდიოდა, იესომ დაინახა ერთი კაცი, სახელად მათე, რომელიც საგადასახადოში იჯდა და უთხრა: „გამომყევი“.+ ისიც ადგა და გაჰყვა.+ 10 მოგვიანებით, როცა ის სახლში სუფრასთან იყო,+ ბევრი ცოდვილი და გადასახადების ამკრეფი მივიდა და იესოსა და მის მოწაფეებს შეუერთდა. 11 ამის დანახვაზე ფარისევლებმა მის მოწაფეებს ჰკითხეს: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“+ 12 იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს+ სჭირდებათ. 13 ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“.+ მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად».

14 მაშინ იოანეს მოწაფეები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: „ჩვენ და ფარისევლები რომ ვმარხულობთ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“+ 15 იესომ მიუგო: „რა აქვთ საგლოვი ნეფის მეგობრებს, სანამ ნეფე+ მათთან არის?! მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ+ და მაშინ იმარხულებენ.+ 16 ძველ მოსასხამს არავინ ადებს ისეთი ქსოვილის საკერებელს, რომელიც ჯერ არ შემდგარა, რადგან, როცა შედგება, ძველსაც მოხევს და ნახვრეტიც უფრო გადიდდება.+ 17 არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ, თუ ჩაასხეს, ტიკები დასკდება და გაფუჭდება, ღვინო კი დაიღვრება.+ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“.+

18 როცა მათ ამას ეუბნებოდა, ერთი მმართველი+ მივიდა მასთან, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „ჩემი ასული უკვე მკვდარი იქნება,+ მაგრამ წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება“.+

19 იესო წამოდგა და გაჰყვა მას, ასევე მოწაფეებიც. 20 და აი, ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა,+ უკნიდან მიუახლოვდა მას და ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო,+ 21 რადგან თავისთვის ამბობდა, ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.+ 22 იესო მიბრუნდა, დაინახა ის და უთხრა: „გამაგრდი, შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“.+ ქალი მაშინვე გამოჯანმრთელდა.+

23 მმართველის სახლში მისვლისას+ იესომ მესალამურეები და აჩოჩქოლებული ხალხი დაინახა+ 24 და უთხრა: „გადით გარეთ, გოგონა არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+ მათ ეს სიცილად არ ეყოთ.+ 25 როგორც კი ხალხი გავიდა, ის შევიდა, გოგონას ხელზე ხელი მოჰკიდა+ და ისიც წამოდგა.+ 26 ეს ამბავი მთელ იმ მხარეს მოედო.

27 იქიდან რომ მიდიოდა, ორი უსინათლო+ აედევნა ყვირილით: „შეგვიწყალე,+ დავითის ძეო!“ 28 როცა იესო სახლში შევიდა, უსინათლოები მასთან მივიდნენ. იესომ ჰკითხა მათ: „გწამთ,+ რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ „დიახ, უფალო“, — უპასუხეს მათ. 29 მაშინ თვალებზე შეეხო+ მათ და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ“. 30 და აეხილათ თვალები. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი: „იცოდეთ, არავინ გაიგოს!“+ 31 მაგრამ ისინი გავიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.+

32 ისინი რომ გადიოდნენ, მასთან მიიყვანეს დემონით შეპყრობილი მუნჯი კაცი.+ 33 დემონის განდევნის შემდეგ მუნჯი ალაპარაკდა.+ გაოცებული ხალხი+ ამბობდა: „ასეთი რამ ისრაელში არავის უნახავს“. 34 ფარისევლები კი ამბობდნენ, დემონების მმართველის ძალით დევნისო დემონებს.+

35 დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ნებისმიერ ავადმყოფობასა და უძლურებას.+ 36 ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა+ მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული.+ 37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან.+ 38 ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“.+

10 მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა ძალაუფლება, რომ განედევნათ უწმინდური სულები*+ და განეკურნათ ნებისმიერი ავადმყოფობა და უძლურება.

2 აი ეს+ თორმეტი მოციქული:+ სიმონი, პეტრედ წოდებული*,+ და მისი ძმა ანდრია,+ ზებედეს ვაჟი იაკობი+ და მისი ძმა იოანე, 3 ფილიპე და ბართლომე*,+ თომა+ და გადასახადების ამკრეფი მათე*,+ იაკობი — ალფეს ვაჟი,+ და თადეოზი*, 4 სიმონ კანანელი+ და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც მოგვიანებით იესო გასცა.+

5 იესომ გაგზავნა თორმეტივე და ასეთი მითითებები მისცა:+ «არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში,+ 6 არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.+ 7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“.+ 8 განკურნეთ ავადმყოფები,+ აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით.+ 9 ნუ შეიძენთ ოქრო-ვერცხლს ან სპილენძს სარტყლის ქისებისთვის,+ 10 ნურც საგზლის აბგას გზისთვის, ნურც ორ ხელ ტანსაცმელს, ნურც სანდლებსა და ხელჯოხს, რადგან მშრომელი საზრდოს ღირსია.+

11 რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული და წასვლამდე იქ დარჩით.+ 12 სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს 13 და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას,+ ხოლო თუ არ არის ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ. 14 სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ.+ 15 ჭეშმარიტებას გეუბნებით: სოდომისა+ და გომორას მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.+

16 აი, გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში.+ ამიტომ იყავით გველივით ფრთხილნი+ და მტრედივით უწყინარნი.+ 17 ადამიანებს უფრთხილდით,+ რადგან ისინი სასამართლოებს გადაგცემენ+ და სინაგოგებში+ გაგშოლტავენ.+ 18 წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან+ ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად.+ 19 როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ.+ 20 მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით.+ 21 გარდა ამისა, ძმა+ ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 22 ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.+ 23 როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას+ კაცის ძის მოსვლამდე.+

24 მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.+ 25 მოწაფისთვის საკმარისია თავის მასწავლებელს დაემსგავსოს, მონისთვის კი — თავის ბატონს.+ თუ სახლის პატრონს ბელზებელი*+ დაარქვეს, მისი ოჯახის წევრებს ხომ მით უმეტეს?! 26 ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გამჟღავნდება, და არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გამოაშკარავდება.+ 27 რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით ნათქვამს ისმენთ, ბანებიდან იქადაგეთ.+ 28 ნუ შეგეშინდებათ მათი,+ ვინც სხეულს კლავს, სულის* მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ,+ ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში*+ და სხეულისაც. 29 განა ორ ბეღურას ერთ მონეტად* არ ყიდიან?+ მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს.+ 30 თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია.+ 31 ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ.+

32 ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან, მეც ვაღიარებ ზეციერი მამის წინაშე, რომ ერთობაში+ ვარ მასთან. 33 ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მას მეც უარვყოფ+ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 34 არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის+ კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი; 35 მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის.+ 36 კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად. 37 ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის, და ვისაც ვაჟი ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, არც ის არის ჩემი ღირსი.+ 38 და ვინც არ იღებს თავის წამების ბოძს* და არ მომყვება, ჩემი ღირსი არ არის.+ 39 ვინც პოულობს თავის სულს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო კარგავს სულს, იპოვის მას.+

40 ვინც თქვენ გიღებთ, მეც მიღებს, ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს.+ 41 ვინც წინასწარმეტყველს იმიტომ იღებს, რომ ის წინასწარმეტყველია, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს,+ და ვინც მართალ კაცს იმიტომ იღებს, რომ ის მართალია, მართალი კაცის საზღაურს მიიღებს.+ 42 და ვინც ერთ ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს იმიტომ, რომ ის მოწაფეა, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას არ დაეკარგება თავისი საზღაური».+

11 როცა იესომ დაამთავრა თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, იქიდან მათ ქალაქებში წავიდა, რომ ესწავლებინა და ექადაგა.+

2 იოანემ საპატიმროში+ გაიგო ქრისტეს საქმეების შესახებ და თავისი მოწაფეები გაგზავნა, რომ მათი მეშვეობით 3 ეკითხა: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“+ 4 იესომ მიუგო მათ: „წადით და მოუყევით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5 უსინათლოებს მხედველობა უბრუნდებათ+ და კოჭლები+ დადიან, კეთროვნები+ იწმინდებიან და ყრუებს+ ესმით, მკვდრები+ ცოცხლდებიან, ღარიბებს კი სასიხარულო ცნობა+ ეუწყებათ. 6 ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში“.+

7 როცა ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი: «რის სანახავად გახვედით უდაბნოში?+ ქარისგან რხეული ლერწმისა?+ 8 აბა, რის სანახავად გახვედით? რბილი ქსოვილის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცისა? რბილი ქსოვილის ტანსაცმელში გამოწყობილები ხომ მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან?!+ 9 მაშ, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? გეუბნებით: წინასწარმეტყველზე ბევრად მეტისაც.+ 10 მასზეა დაწერილი: „აი, მე თვითონ ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს!“+ 11 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის+ არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში,+ მასზე დიდია. 12 იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე ზეციერი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან, და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, ეუფლება მას,+ 13 რადგან ყოველივე, წინასწარმეტყველთა წიგნებიც და კანონიც, იოანემდე წინასწარმეტყველებდა.+ 14 და თუ გსურთ ამის აღიარება, ის არის „ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“.+ 15 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს!+

16 ვის შევადარო ეს თაობა?+ ის ჰგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ამხანაგებს ხმამაღლა ეუბნებიან:+ 17 „სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ გლოვობდით და მკერდში არ იცემდით“.+ 18 მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს+ და ხალხი ლაპარაკობს, დემონი ჰყავსო. 19 მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს,+ ხალხი კი მაინც ლაპარაკობს: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“.+ სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს».+

20 მაშინ ის ქალაქები, რომლებშიც მან ყველაზე მეტი სასწაული მოახდინა, საყვედურებით აავსო, რადგან მათ არ მოინანიეს:+ 21 „ვაი შენ, ქორაზინო! და ვაი შენ, ბეთსაიდავ!+ რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რაც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.+ 22 ამიტომ გეუბნებით: ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე,+ ვიდრე თქვენთვის.+ 23 შენ კი, კაპერნაუმო,+ განა ცამდე ამაღლდები? სამარეში*+ ჩახვალ,+ რადგან სოდომში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რაც შენში მოხდა, ის დღემდე დარჩებოდა. 24 ამიტომ გეუბნებით: სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე თქვენთვის“.+

25 მაშინ იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე.+ 26 ასე იყო მოსაწონი შენთვის, მამა. 27 ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა.+ ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა,+ და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს.+ 28 მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო,+ და მე გამოგაცოცხლებთ. 29 დაიდგით ჩემი უღელი+ და ისწავლეთ ჩემგან,+ რადგან რბილი+ და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება+ თქვენი სული. 30 ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“.+

12 იმ დროს იესომ შაბათს ყანაზე გაიარა.+ მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების გლეჯა და ჭამა.+ 2 ამის დანახვისას ფარისევლებმა უთხრეს მას:+ „შეხედე! შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც შაბათს ნებადართული არ არის“.+ 3 მან კი უთხრა მათ: «არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მას და მასთან მყოფებს მოშივდათ?+ 4 როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამეს წარსადგენი პური,+ რის ჭამაც არც მისთვის იყო ნებადართული+ და არც მასთან მყოფთათვის, არამედ მხოლოდ მღვდლებისთვის?+ 5 ანდა არ წაგიკითხავთ კანონში,+ რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან?+ 6 მე კი გეუბნებით: აქ არის რაღაც, რაც ტაძარზე დიდია.+ 7 თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა+ და არა მსხვერპლი“,+ აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს. 8 კაცის ძე+ შაბათის უფალია».+

9 იქიდან წასვლის შემდეგ იესო სინაგოგაში შევიდა. 10 იქ ერთი ხელგამხმარი კაცი დახვდა.+ ისინი ბრალდებისთვის საბაბს ეძებდნენ და იესოს ჰკითხეს: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“+ 11 მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს,+ არ მოჰკიდებს ხელს და არ ამოიყვანს?+ 12 ადამიანი კი რამდენად უფრო ძვირფასია ცხვარზე!+ ასე რომ, შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია“. 13 მაშინ იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და მეორე ხელივით საღი გაუხდა.+ 14 ფარისევლები კი გავიდნენ და მოითათბირეს, რომ მოეკლათ იესო.+ 15 ეს რომ გაიგო, ის იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას და მან ყველა განკურნა,+ 16 მაგრამ მკაცრად გააფრთხილა ისინი, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა,+ 17 რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:

18 „აი, ჩემი საყვარელი+ მსახური,+ რომელიც ამოვირჩიე და რომელიც ჩემმა სულმა* მოიწონა! ჩემს სულს* დავავანებ მასზე+ და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი; 19 არ იდავებს,+ არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას. 20 გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს,+ სანამ სამართალს+ არ გაამარჯვებინებს. 21 მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“.+

22 მაშინ მასთან მიიყვანეს დემონებით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი. მან განკურნა ის. მუნჯი ალაპარაკდა და თვალი აეხილა. 23 მთელი ხალხი აღფრთოვანებული იყო და ამბობდა:+ „ეს ხომ არ არის დავითის ძე?“+ 24 ამის მოსმენისას ფარისევლებმა თქვეს: „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის* დახმარების გარეშე“.+ 25 იესომ იცოდა მათი აზრები+ და უთხრა: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება+ და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს. 26 თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე წინააღმდეგ გაყოფილა. როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 27 თუ მე ბელზებელის დახმარებით ვდევნი დემონებს,+ თქვენი ძეები ვიღას დახმარებით დევნიან? ამიტომ იქნებიან ისინი თქვენი მოსამართლეები. 28 მაგრამ თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო.+ 29 როგორ შეიჭრები ძლიერი კაცის სახლში და გაიტაცებ მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავ? მერე კი გაუძარცვავ სახლს.+ 30 ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს.+

31 ამიტომ გეუბნებით: ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ ადამიანებს, მაგრამ სულის წინააღმდეგ მკრეხელობა არ ეპატიებათ.+ 32 მაგალითად, თუ ვინმე კაცის ძის წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, ეპატიება,+ მაგრამ ვინც წმინდა სულის წინააღმდეგ იტყვის, არ ეპატიება არც ახლა და არც მომავალში*.+

33 ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც, რადგან ხე ნაყოფით იცნობა.+ 34 გველგესლას ნაშიერნო!+ როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ?+ პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს.+ 35 კარგ კაცს თავისი კარგი განძიდან კარგი გამოაქვს,+ ბოროტ კაცს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს.+ 36 გეუბნებით: კაცი ყოველი ფუჭი* სიტყვისთვის პასუხს აგებს+ სასამართლოს დღეს, 37 რადგან შენი სიტყვებით იქნები აღიარებული მართლად და შენივე სიტყვებით დაგედება მსჯავრი“.+

38 მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა: „მოძღვარო, გვინდა, ნიშანი ვიხილოთ შენგან“.+ 39 მან მიუგო: «ბოროტი და მრუში+ თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა.+ 40 როგორც იონა+ იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე+ იქნება სამ დღესა და სამ ღამეს+ დედამიწის გულში.+ 41 ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე+ და მსჯავრს დასდებენ+ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ+ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი. 42 სამხრეთის დედოფალი+ ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი.+

43 როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, დადის უწყლო ადგილებში მოსასვენებელი ადგილის საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს+ 44 და ამბობს: „დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი“. მიდის და ხედავს, რომ ცარიელია, თანაც დაგვილი და გალამაზებული. 45 მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული,+ შედიან ისინი შიგნით და ბინავდებიან, და ამ კაცისთვის ბოლო პირველზე უარესი ხდება.+ ასე მოუვა ამ ბოროტ თაობასაც».+

46 ის ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, როცა დედამისი და მისი ძმები+ მოვიდნენ და გარეთ დადგნენ, რადგან მასთან საუბარი უნდოდათ. 47 ვიღაცამ უთხრა მას: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენთან საუბარი სურთ“. 48 მან კი ამის მთქმელს მიუგო: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“+ 49 ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+ 50 ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.

13 იმ დღეს იესო სახლიდან გავიდა და ზღვის პირას დაჯდა. 2 მასთან იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იგი ნავში ჩაჯდა,+ ხალხი კი ნაპირზე იდგა. 3 მან ბევრი რამ მოუთხრო მათ და მაგალითები მოუყვანა: „გამოვიდა მთესველი დასათესად.+ 4 თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს;+ 5 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა,+ 6 მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა;+ 7 ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი;+ 8 ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო:+ ზოგმა — ასი, ზოგმა — სამოცი, ზოგმა — ოცდაათი.+ 9 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს“.+

10 მაშინ მასთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „რატომ ელაპარაკები მათ მაგალითებით?“+ 11 მან მიუგო: «თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლოება,+ მათ კი არა აქვთ ამის ნება.+ 12 ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვად ექნება,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 13 მაგალითებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ, ისმენენ, მაგრამ არ ესმით, და ვერც აზრს სწვდებიან.+ 14 მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „სმენით მოისმენთ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდებით, შეხედვით შეხედავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ,+ 15 რადგან გაუუხეშდა ამ ხალხს გული, ყურებით ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ თვალებით აღარ დაინახონ, ყურებით აღარ მოისმინონ, გულით ვერ მიხვდნენ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“.+

16 თქვენ კი ბედნიერები ხართ, რომ თვალებით+ ხედავთ და ყურებით გესმით. 17 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა+ და მართალს უნდოდა იმის ნახვა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახეს,+ და იმის მოსმენა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.+

18 მაშ, მოისმინეთ მაგალითი მთესველზე.+ 19 ვინც ისმენს სიტყვას სამეფოს შესახებ, მაგრამ აზრს ვერ სწვდება, მასთან ბოროტი+ მივა და მოსტაცებს გულში ჩათესილს. ეს არის გზის პირას დათესილი. 20 კლდოვან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებს.+ 21 მას ფესვი არა აქვს და, თუმცა რაღაც დროით რჩება, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდება.+ 22 ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვს, რადგან ქვეყნიერების*+ საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას.+ 23 კარგ მიწაზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, სწვდება მის აზრს და ნაყოფი გამოაქვს: ზოგს — ასი, ზოგს — სამოცი, ზოგს — ოცდაათი».+

24 სხვა მაგალითიც მოუყვანა: «ზეციერი სამეფო ჰგავს კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში.+ 25 როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. 26 როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, სარეველამაც იჩინა თავი. 27 მივიდნენ მონები სახლის პატრონთან და ჰკითხეს: „ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს მინდორში?+ სარეველა საიდან გაჩნდა?“+ 28 მან მიუგო: „ეს მტერმა გააკეთა“.+ „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ — ჰკითხეს მათ. 29 მან უთხრა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. 30 მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად+ და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“».+

31 სხვა მაგალითიც მოუყვანა:+ „ზეციერი სამეფო ჰგავს მდოგვის მარცვალს,+ რომელიც აიღო კაცმა და თავის მინდორში დათესა. 32 ის თესლებიდან ყველაზე პატარაა, მაგრამ ყველა მწვანილეულზე დიდი იზრდება და ხედ იქცევა. მოფრინავენ ცის ფრინველები+ და მის ტოტებში იბუდებენ“.+

33 კიდევ ერთი მაგალითი მოუყვანა: „ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს,+ რომელიც აიღო ქალმა და სამ დიდ საწყაო* ფქვილს შეაზილა, სანამ ცომი არ გაფუვდა“.

34 ყოველივე ამას იესო მაგალითებით ეუბნებოდა ხალხს, მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ,+ 35 რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მაგალითებით გავხსნი ბაგეს, გამოვაცხადებ ქვეყნიერების შექმნიდან დაფარულს“.+

36 მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აგვიხსენი მაგალითი მინდორში ამოსულ სარეველაზე“. 37 მან მიუგო: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, 38 მინდორი ქვეყნიერებაა,+ კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები,+ 39 მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია,+ მკა+ — ქვეყნიერების წყობის* აღსასრული,+ მომკელები კი ანგელოზები არიან. 40 ამიტომ, როგორც სარეველას აგროვებენ და წვავენ ცეცხლში, ასევე იქნება ქვეყნიერების წყობის აღსასრულის დროსაც.+ 41 კაცის ძე თავის ანგელოზებს გაგზავნის და მისი სამეფოდან მოაგროვებენ ყოველივე დამაბრკოლებელს+ და უკანონობის ჩამდენთ, 42 და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან.+ იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა.+ 43 იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით+ გაანათებენ.+ ვისაც ყური აქვს, მოისმინოს.+

44 ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა, და გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის+ და იმ მინდორს ყიდულობს.+

45 ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს 46 და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს,+ მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას.+

47 ზეციერი სამეფო ზღვაში მოსროლილ ბადესაც ჰგავს, რომელიც ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს.+ 48 როცა ბადე ივსება, ნაპირზე გამოაქვთ და სხდებიან, კარგ თევზს+ ჭურჭელში აგროვებენ და ცუდს+ ყრიან. 49 ასე იქნება ქვეყნიერების* აღსასრულის დროსაც: გამოვლენ ანგელოზები, ბოროტებს+ მართლებისგან გამოაცალკევებენ+ 50 და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა.+

51 ჩასწვდით ყოველივე ამის აზრს?“ „დიახ“, — მიუგეს მათ. 52 მაშინ იესომ უთხრა: „ხალხის ყოველი მოძღვარი, რომელსაც ზეციერი სამეფოს შესახებ ასწავლეს,+ ჰგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს ახალი და ძველი“.+

53 მაგალითების მოყვანა რომ დაასრულა, იესო იქიდან წავიდა, 54 მშობლიურ მხარეში მივიდა+ და ხალხს სინაგოგაში+ ასწავლიდა. ისინი განცვიფრებულები ამბობდნენ: „საიდან აქვს ამ კაცს ასეთი სიბრძნე და ასეთი სასწაულების მოხდენის უნარი? 55 ეს დურგლის ვაჟი არ არის?+ დედამისი მარიამი არ არის, მისი ძმები კი — იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა? 56 მისი დებიც ხომ ყველანი ჩვენთან არიან?+ მაშ, საიდან აქვს მას ყოველივე ეს?“+ 57 ბრკოლდებოდნენ მის გამო.+ იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარისა და სახლის გარდა“.+ 58 მათი ურწმუნოების გამო იქ არ მოუხდენია ბევრი სასწაული.+

14 იმ დროს იესოს ამბავი გამგებელმა ჰეროდემ* გაიგო+ 2 და თავის მსახურებს უთხრა: „ეს იოანე ნათლისმცემელია. ის მკვდრეთით აღდგა და ამიტომ ხდება სასწაულები მისი მეშვეობით“.+ 3 ჰეროდემ თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის ჰეროდიას გამო შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა,+ 4 რადგან იოანე ჰეროდეს ეუბნებოდა, არა გაქვს მისი ყოლის უფლებაო.+ 5 ჰეროდე მას მოკვლასაც უპირებდა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.+ 6 ჰეროდეს დაბადების დღეზე+ ჰეროდიას ქალიშვილმა იცეკვა და ისე ასიამოვნა ჰეროდეს, 7 რომ ის ფიცით დაჰპირდა ყველაფრის მიცემას, რასაც კი სთხოვდა.+ 8 მაშინ მან, დედისგან დარიგებულმა, უთხრა: „მომიტანე იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით“.+ 9 შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და სტუმრების გამო ბრძანა, მიეტანათ.+ 10 გაგზავნა ხალხი საპყრობილეში და თავი მოაკვეთინა იოანესთვის. 11 მიიტანეს თავი ლანგრით და გადასცეს ქალიშვილს, მან კი დედას მიუტანა.+ 12 ბოლოს მივიდნენ იოანეს მოწაფეები, ცხედარი წაიღეს და დამარხეს,+ შემდეგ კი იესოსთან წავიდნენ და შეატყობინეს. 13 ეს რომ მოისმინა, იესო უკაცრიელ ადგილზე წავიდა იქიდან ნავით, რათა განმარტოებულიყო,+ მაგრამ ხალხმა რომ გაიგო, ფეხით გაჰყვა მას ქალაქებიდან.

14 ნავიდან რომ გადმოვიდა და უამრავი ხალხი დაინახა, გული დაეწვა+ მათ გამო და მათი ავადმყოფები განკურნა.+ 15 როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „უკაცრიელი ადგილია, თანაც უკვე გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და თავიანთთვის საჭმელი იყიდონ“.+ 16 იესომ მიუგო: „არ არის საჭირო მათი წასვლა, თქვენ მიეცით საჭმელი“.+ 17 მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გვაქვს“.+ 18 მან უთხრა: „აქ მომიტანეთ“. 19 შემდეგ ხალხს უბრძანა, ბალახზე დამსხდარიყვნენ, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა*,+ დაამტვრია პურები და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს.+ 20 ყველამ ჭამა და გაძღა; დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი კალათი გაავსეს;+ 21 ხუთი ათასამდე კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს.+ 22 იესომ დაუყოვნებლივ უბრძანა თავის მოწაფეებს, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გადასულიყვნენ მეორე ნაპირზე, სანამ ის ხალხს გაუშვებდა.+

23 ხალხი რომ გაუშვა, მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა.+ თუმცა გვიანი იყო, ის იქ მარტო დარჩა. 24 იმ დროისთვის ნავი ძალიან შორს იყო ნაპირიდან. ცურვა ჭირდა, რადგან პირქარის გამო ტალღები+ ეხეთქებოდა ნავს. 25 იესო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით მივიდა მათთან.+ 26 მოწაფეებმა ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, აფორიაქდნენ, თქვეს, მოჩვენებააო+ და შიშისგან ყვირილი ატეხეს. 27 იესო მაშინვე დაელაპარაკა მათ: „გამაგრდით,+ მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28 პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. 29 მან უთხრა: „მოდი!“ პეტრე ნავიდან გადმოვიდა+ და წყალდაწყალ გაემართა იესოსკენ. 30 მაგრამ ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო და დაიყვირა: „უფალო, მიხსენი!“ 31 იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“+ 32 როცა ისინი ნავში ჩასხდნენ, ქარიშხალი ჩადგა. 33 ნავში მყოფებმა მდაბლად თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“.+ 34 ისინი გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის მხარეში.+

35 იქაურმა ხალხმა იცნო ის და დაგზავნეს კაცები მთელ შემოგარენში და მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი.+ 36 ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო.+ ვინც შეეხო, ყველა სრულიად გამოჯანმრთელდა.

15 მაშინ იერუსალიმიდან იესოსთან მივიდნენ+ ფარისევლები და მწიგნობრები და უთხრეს: 2 „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს? რატომ არ იბანენ ჭამის წინ ხელებს?“+

3 მან კი მიუგო: «თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ადათ-წესებით?+ 4 მაგალითად, ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას“+ და „მამის ან დედის მლანძღველი მოკვდეს“.+ 5 თქვენ კი ამბობთ: „ვინც მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც ჩემგან შეგეძლო გესარგებლა, ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენიაო, 6 ის ვალდებული აღარ არის, პატივი სცეს თავის მამას“.+ ასე თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას.+ 7 თქვე თვალთმაქცებო,+ სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ+ თქვენზე: 8 „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან.+ 9 ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“».+ 10 თავისთან მოიხმო ხალხი და უთხრა: „მოისმინეთ და ჩასწვდით ნათქვამის აზრს:+ 11 ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც პირში შედის, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის“.+

12 მაშინ მოწაფეები მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იცი, რომ შენი ნათქვამის მოსმენაზე ფარისევლები დაბრკოლდნენ?“+ 13 მან მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ამოიძირკვება.+ 14 თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“.+ 15 ამაზე პეტრემ უთხრა: „განგვიმარტე ეს მაგალითი“.+ 16 იესომ უთხრა: „ნუთუ არც თქვენ გესმით?!+ 17 ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, ნაწლავებს გაივლის და ორმოში ჩადის?! 18 პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს.+ 19 მაგალითად, გულიდან გამოდის ბოროტი აზრები,+ მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა.+ 20 აი, რა ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელებით ჭამა კი — არა“.+

21 იქიდან იესო ტვიროსისა და სიდონის მხარეებში წავიდა.+ 22 და აი, ერთი იქაური ფინიკიელი+ ქალი გამოვიდა და ხმამაღლა მიმართა მას: „შემიწყალე,+ უფალო, დავითის ძეო! ჩემს ქალიშვილს საშინლად ტანჯავენ დემონები“. 23 იესოს სიტყვაც არ დაუძრავს. მაშინ მივიდნენ მასთან მოწაფეები და სთხოვეს: „გაუშვი ეს ქალი, თორემ მოგვდევს და მოგვყვირის“. 24 მან მიუგო: „მე მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან ვარ გამოგზავნილი“.+ 25 ქალი კი მივიდა, მდაბლად თაყვანს სცემდა და ეუბნებოდა: „უფალო, დამეხმარე!“+ 26 იესომ მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო“. 27 „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ თავიანთი პატრონების სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს“,+ — უთხრა ქალმა. 28 მაშინ იესომ მიუგო: „დიდი რწმენა გქონია, შეგისრულდეს სურვილი!“ მაშინვე განიკურნა მისი ქალიშვილი.+

29 გაიარა იესომ ის მხარე და მივიდა გალილეის ზღვასთან,+ მთაზე ავიდა+ და იქ იჯდა. 30 მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, უსინათლოები, მუნჯები და მრავალი სხვა, რომლებსაც ფეხებთან უწვენდნენ, და ის ყველას კურნავდა.+ 31 ხალხი გაოცებული იყო და განადიდებდა ისრაელის ღმერთს, რადგან ხედავდნენ, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, კოჭლები დადიოდნენ და უსინათლოებს თვალები ეხილებოდათ.+

32 იესომ მოწაფეებს მოუხმო და უთხრა:+ „გული მეწვის+ ამ ხალხის გამო, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. არ მინდა უჭმელად გავუშვა. გზაში შეიძლება დასუსტდნენ“. 33 მოწაფეებმა კი უთხრეს: „ამ მიყრუებულ ადგილზე საიდან მოვიტანოთ ამდენი ხალხისთვის საკმარისი პური?“+ 34 იესომ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი და რამდენიმე პატარა თევზი“, — მიუგეს მათ. 35 მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36 აიღო ის შვიდი პური და თევზები, ილოცა*, დაამტვრია და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს.+ 37 ყველამ ჭამა და გაძღა. დარჩენილი ნატეხებით კი შვიდი გოდორი გაავსეს.+ 38 ოთხი ათასმა კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს. 39 ბოლოს, ხალხი რომ გაუშვა, იესო ნავში ჩაჯდა და მაგდალის+ მხარეში მივიდა.

16 მივიდნენ მასთან ფარისევლები+ და სადუკეველები და საცდუნებლად სთხოვეს, ციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის.+ 2 მან მიუგო: „[საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, მზიანი ამინდი იქნებაო, 3 ხოლო დილით, დღეს გაავდრდება, რადგან ცა, თუმცა წითელია, მოქუფრულიაო. ცის ფერის ახსნა შეგიძლიათ, დროის ნიშნების კი — არა].+ 4 ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა+ სხვა ნიშანი არ მიეცემა“.+ ეს თქვა, დატოვა ისინი და წავიდა.+

5 მოწაფეები გაღმა გავიდნენ, მაგრამ პურის წაღება დაავიწყდათ.+ 6 იესომ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და მოერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“.+ 7 ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, პური არ წამოგვიღიაო. 8 იესომ იცოდა ეს და უთხრა: „მცირე რწმენისანო, რატომ ლაპარაკობთ ერთმანეთში, პური არა გვაქვსო?+ 9 ნუთუ აქამდე ვერ გაგიგიათ ან არ გახსოვთ ხუთი პურისა და ხუთი ათასი კაცის შემთხვევა და ის, თუ რამდენი კალათი გაავსეთ?!+ 10 ან შვიდი პურისა და ოთხი ათასი კაცის შემთხვევა და ის, თუ რამდენი გოდორი გაავსეთ?!+ 11 როგორ ვერ ხვდებით, რომ პურზე არ მითქვამს, არამედ იმაზე, რომ ერიდოთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“.+ 12 მაშინ მიხვდნენ, რომ მან უთხრა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებას.+

13 ფილიპეს კესარეის მხარეში მისვლისას იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“+ 14 „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგი — ელიააო,+ ზოგი კი — იერემია ან ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“, — უპასუხეს მათ. 15 „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“+ — ჰკითხა მან. 16 სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე,+ ცოცხალი ღვთის ძე“.+ 17 მაშინ იესომ უთხრა: „ბედნიერი ხარ, სიმონ იონას ძეო, რადგან ეს ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიმჟღავნა, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.+ 18 გეუბნები: შენა ხარ პეტრე,+ და მე ამ კლდეზე+ ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს+ სამარის*+ ჭიშკრები. 19 მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში გახსნილი იქნება“.+ 20 მაშინ მკაცრად გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის ეთქვათ, რომ ის ქრისტეა.+

21 იმ დროიდან იესო ქრისტემ დაიწყო მოწაფეებისთვის იმის ჩვენება, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ბევრი ეტანჯა უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოეკლათ და მესამე დღეს აღმდგარიყო.+ 22 მაშინ პეტრემ გვერდზე გაიყვანა ის და გაკიცხვა დაუწყო: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“.+ 23 მან ზურგი აქცია პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანა!+ დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა,+ ადამიანურზე ფიქრობ“.

24 შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს,+ 25 რადგან ვისაც სურს თავისი სულის* ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იპოვის მას.+ 26 კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს?+ ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?+ 27 ვინაიდან კაცის ძე უნდა მოვიდეს მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიუზღავს.+ 28 ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“.+

17 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე+ 2 და მათ წინაშე გარდაიქმნა. სახე მზესავით გაუნათდა+ და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა.+ 3 და აი, ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.+ 4 ამის დანახვაზე პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, კარგია, აქ რომ ვართ. თუ გსურს, დავდგამ აქ სამ კარავს: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“.+ 5 ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.+ მას უსმინეთ“.+ 6 ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები პირქვე დაემხვნენ და ძალიან შეშინდნენ.+ 7 მაშინ იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“.+ 8 აიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს.+ 9 როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ: „არავის მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ, სანამ კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება“.+

10 მოწაფეებმა ჰკითხეს: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“+ 11 მან მიუგო: „ელია მართლა მოვა და ყველაფერს აღადგენს.+ 12 მე კი გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც მათი ხელით მოელის ტანჯვა“.+ 13 მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა.+

14 როცა ისინი ხალხთან მივიდნენ,+ ერთი კაცი მივიდა იესოსთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: 15 „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, ბნედიანია და იტანჯება, ხან ცეცხლში ვარდება, ხან — წყალში.+ 16 შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ განკურნეს“.+ 17 მაშინ იესომ თქვა: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ“. 18 შერისხა იესომ დემონი და ისიც გამოვიდა მისგან.+ ყმაწვილი მაშინვე განიკურნა.+ 19 მაშინ მოწაფეები განმარტოებით მივიდნენ იესოსთან და ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 20 „მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“, — უთხრა იესომ.+ 21 ——

22 როცა ისინი გალილეაში შეიკრიბნენ, იესომ უთხრა მათ: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში,+ 23 მას მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ ამან ყველა ძალიან დაამწუხრა.+

24 როცა ისინი კაპერნაუმში მივიდნენ, პეტრესთან მივიდნენ კაცები, რომლებიც ორ-ორ დრაქმას კრეფდნენ, და ჰკითხეს: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის ორ დრაქმას*?“+ 25 „როგორ არა“, — მიუგო მან. მაგრამ სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ 26 როცა უპასუხა, უცხოებისგანო, იესომ უთხრა: „ესე იგი, ვაჟები თავისუფლები ყოფილან გადასახადებისგან, 27 მაგრამ ისინი რომ არ დავაბრკოლოთ,+ მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს*. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“.+

18 იმ დროს მივიდნენ იესოსთან მოწაფეები და ჰკითხეს: „მაინც ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“+ 2 მაშინ იესომ ბავშვს დაუძახა, მათ შუა ჩააყენა+ 3 და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით,+ ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში.+ 4 ამიტომ, ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს,+ ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში,+ 5 და ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მეც მიღებს,+ 6 ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი*+ დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩაძირონ.+

7 ვაი ქვეყნიერებას დაბრკოლებათა გამო! დაბრკოლებები გარდაუვალია,+ მაგრამ ვაი იმას, ვისგანაც დაბრკოლება+ მოდის! 8 ამიტომ, თუ ხელი ან ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე.+ გიჯობს, დასახიჩრებული ან ცალი ფეხით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე მარადიულ ცეცხლში.+ 9 თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში*.+ 10 გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები+ ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.+ 11 ——

12 როგორ ფიქრობთ, კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას,+ არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად?+ 13 და თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.+ 14 ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა.+

15 თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით.+ თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა.+ 16 თუ არ მოგისმენს, წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყველაფერი.+ 17 თუ არც მათ მოუსმენს, კრებას უთხარი; თუ არც კრებას მოუსმენს, იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი+ და როგორც გადასახადების ამკრეფი.+

18 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნით, ზეცაში გახსნილი იქნება.+ 19 კვლავაც ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ორი თქვენგანი დედამიწაზე შეთანხმდება, რომ ითხოვონ რაიმე მნიშვნელოვანი, შეუსრულებს მათ ჩემი ზეციერი მამა,+ 20 რადგან სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით,+ მეც იქ ვარ, მათ შორის“.+

21 მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა?+ შვიდჯერ?“+ 22 იესომ უთხრა: «გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ.+

23 ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს,+ რომელმაც თავის მონებთან ანგარიშსწორება+ მოისურვა. 24 როცა საქმეს შეუდგა, მოიყვანეს ერთი კაცი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი* [60 000 000 დინარი] ემართა მისი 25 და რადგან გადახდის საშუალება არ ჰქონდა, მისმა ბატონმა ბრძანა, გაეყიდათ ის, მისი ცოლ-შვილი, მთელი მისი საბადებელი და გადაეხადათ.+ 26 მაშინ მონა დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა და უთხრა, ცოტა დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდიო. 27 ბატონს შეეცოდა ის, გაუშვა+ და ვალიც აპატია,+ 28 ეს მონა კი გამოვიდა, მოძებნა სხვა მონა, რომელსაც ასი დინარი*+ ემართა მისი, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა, გადამიხადე, რაც გმართებსო. 29 მაშინ ის მონა დაემხო და შეეხვეწა, ცოტა დამაცადე+ და გადაგიხდიო. 30 მან კი არ ისურვა, წავიდა და საპყრობილეში ჩააგდო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა. 31 სხვა მონებმა რომ დაინახეს, რაც მოხდა, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მომხდარის შესახებ ყველაფერი ბატონს აცნობეს.+ 32 მაშინ დაიბარა ის ბატონმა და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. 33 განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა+ შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“+ 34 განრისხდა+ ბატონი და გადასცა იგი საპყრობილის ზედამხედველებს, ვიდრე მთლიანად არ გადაიხდიდა, რაც ემართა. 35 თქვენც ასევე+ მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას».+

19 როცა იესომ ეს სიტყვები დაასრულა, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებთან, იორდანის გაღმა.+ 2 მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი და ის კურნავდა მათ.+

3 მაშინ ფარისევლები მივიდნენ მასთან და საცდუნებლად ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“+ 4 მან მიუგო: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი+ 5 და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას,+ მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“?+ 6 ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».+ 7 შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, რატომ დააწესა მოსემ გაყრის მოწმობის მიცემა და გაყრა?“+ 8 მან უპასუხა: „მოსემ თქვენი გულქვაობის+ გამო დაუშვა, რომ გაყროდით ცოლებს, დასაწყისიდან კი ასეთი რამ არ ყოფილა.+ 9 გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“.+

10 მოწაფეებმა უთხრეს მას: „თუკი ასეა, უმჯობესია, საერთოდ არ მოიყვანო ცოლი“.+ 11 იესომ უთხრა: „ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვებს, არამედ მხოლოდ ის, ვისაც ძღვენი აქვს ბოძებული,+ 12 რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდანვე ასეთები დაიბადნენ;+ არიან საჭურისები, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისები, რომლებმაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“.+

13 მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ხელები დაედო მათთვის და ელოცა, მაგრამ მოწაფეები კიცხავდნენ მათ.+ 14 იესომ უთხრა მათ: „თავი დაანებეთ ბავშვებს, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ზეციერი სამეფო“.+ 15 დაადო მათ ხელები და წავიდა იქიდან.+

16 ამ დროს ვიღაც მივიდა მასთან და ჰკითხა: „მოძღვარო, რომელი კარგი საქმეები უნდა გავაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?“+ 17 მან უთხრა: „კარგზე რატომ მეკითხები? კარგი მხოლოდ ერთია,+ ხოლო თუ სიცოცხლის მიღება გინდა, მცნებები დაიცავი“.+ 18 „რომელი მცნებები?“+ — ჰკითხა მან. იესომ მიუგო: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ მოიპარო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ 19 პატივი ეცი მამას და დედას+ და მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 20 ახალგაზრდამ უთხრა: „ამ ყველაფერს ვიცავ. რაღა მაკლია?“ 21 იესომ მიუგო: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში;+ მერე მოდი და გამომყევი“.+ 22 ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდა დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+ 23 იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდიდარს გაუძნელდება ზეციერ სამეფოში შესვლა.+ 24 გეუბნებით: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.+

25 ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და იკითხეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?“+ 26 იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“.+

27 მაშინ პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“+ 28 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ.+ 29 და ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.+

30 ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“.+

20 «ზეციერი სამეფო ჰგავს სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა, რომ თავის ვენახში+ სამუშაოდ მუშები დაექირავებინა. 2 მუშებს დღეში თითო დინარად+ მოურიგდა და ვენახში გაუშვა. 3 მესამე საათისთვის*+ კიდევ გავიდა მოედანზე+ და დაინახა უსაქმოდ მდგომი სხვა მუშები. 4 უთხრა მათ: „თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“. 5 ისინიც წავიდნენ. მეექვსე საათისთვის*+ და მეცხრე საათისთვის*+ კიდევ გავიდა და მსგავსად მოიქცა. 6 ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის* გავიდა და კიდევ სხვები ნახა უსაქმოდ მდგომნი. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უსაქმოდ?“ 7 „არავინ დაგვიქირავა“, — უპასუხეს მათ. მან უთხრა: „თქვენც წადით ჩემს ვენახში“.+

8 როცა მოსაღამოვდა,+ ვენახის პატრონმა თავისი ქონების მეთვალყურეს უთხრა: „დაუძახე მუშებს და გადაუხადე გასამრჯელო,+ ბოლოს მოსულებით დაიწყე და პირველებით დაამთავრე“. 9 მოვიდნენ ისინი, ვინც მეთერთმეტე საათიდან მუშაობდნენ და თითო დინარი მიიღეს. 10 მოვიდნენ პირველებიც და იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11 მიიღეს და ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს:+ 12 „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, რომლებმაც დღის სიმძიმე და პაპანაქება გადავიტანეთ!“ 13 მან კი მიუგო ერთ მათგანს: „მეგობარო, არ გექცევი უსამართლოდ. ერთ დინარად არ მომირიგდი?+ 14 აიღე, რაც გეკუთვნის და წადი. მე კი მინდა, ამ ბოლოს მოსულსაც იმდენივე მივცე, რამდენიც შენ.+ 15 განა იმის უფლება არა მაქვს, ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო? თუ შენს თვალს შურს,+ რომ კარგი ადამიანი ვარ?“+ 16 ასე გახდებიან ბოლოები პირველები და პირველები — ბოლოები».+

17 იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტი მოწაფე+ და გზაში უთხრა: 18 „აი, ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას+ 19 და გადასცემენ უცხოტომელებს, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ბოძზე გააკრან,+ მესამე დღეს კი აღდგება“.+

20 მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ვაჟების დედა+ თავის ვაჟებთან ერთად, მდაბლად თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა.+ 21 იესომ ჰკითხა: „რა გინდა?“ მან უთხრა: „სიტყვა თქვი, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“.+ 22 იესომ მიუგო: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ,+ რომელსაც მე შევსვამ?“ „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ. 23 მან უთხრა: „ჩემს სასმისს კი შესვამთ,+ მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“.+

24 ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, აღშფოთდნენ ამ ორ ძმაზე,+ 25 მაგრამ იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი.+ 26 თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს.+ პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს,+ 27 და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს.+ 28 კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს+ და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“.+

29 იერიხონიდან რომ გამოდიოდნენ,+ დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა მას. 30 გზის პირას ორი უსინათლო იჯდა და როგორც კი ყური მოჰკრეს, იესო მოდისო, აყვირდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“+ 31 ხალხი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა, ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“+ 32 იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: „რა გინდათ, რა გაგიკეთოთ?“ 33 მათ მიუგეს: „თვალი აგვიხილე, უფალო“.+ 34 იესოს გული დაეწვა და თვალებზე შეეხო მათ;+ მაშინვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.+

21 იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთფაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთაზე, იესომ ორი მოწაფე გაგზავნა+ 2 და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა, და როგორც კი მიხვალთ, ნახავთ დაბმულ ვირსა და ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.+ 3 თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანენ“.

4 ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 5 «უთხარით სიონის ასულს: „აი, მოდის შენთან შენი მეფე,+ რბილი ხასიათისა,+ ვირზე ზის, ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“».+

6 წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. 7 მოიყვანეს ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი ტანსაცმელი დაუფინეს და ისიც შეჯდა.+ 8 ხალხის უმრავლესობა თავიანთ ტანსაცმელს+ უფენდა გზაზე, სხვები კი ტოტებს აჭრიდნენ ხეებს და გზაზე უფენდნენ.+ 9 ხალხი, რომელიც მის წინ მიდიოდა და ისინიც, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით,+ იხსენი დავითის ძე!+ კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+ გევედრებით, იხსენი იგი, ზეციერო!“+

10 შევიდა იესო იერუსალიმში+ და მთელ ქალაქში აურზაური ატყდა, კითხულობდნენ: „ეს ვინ არის?“ 11 ხალხი კი ამბობდა: „ეს არის წინასწარმეტყველი+ იესო გალილეის ნაზარეთიდან!“

12 შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 13 უთხრა მათ: «დაწერილია: „ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა“,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+ 14 ტაძარში მასთან უსინათლოები და კოჭლები მივიდნენ და მან განკურნა ისინი.

15 როცა უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაულები, რომლებიც მან მოახდინა,+ და ბავშვები, რომლებიც ტაძარში ხმამაღლა გაიძახოდნენ, გევედრებით,+ იხსენი დავითის ძეო,+ აღშფოთდნენ 16 და ჰკითხეს მას: „გესმის, რას ამბობენ?“ «მესმის, — მიუგო იესომ. — ნუთუ არ წაგიკითხავთ:+ „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“?»+ 17 დატოვა ისინი, ქალაქიდან ბეთანიაში წავიდა და ღამე იქ გაათია.+

18 დილით ადრე, როცა ქალაქში ბრუნდებოდა, მოშივდა.+ 19 გზაზე ლეღვის ხე დაინახა და ახლოს მივიდა, მაგრამ ფოთლების მეტი რომ ვერაფერი იპოვა+ მასზე, უთხრა: „ნუღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი!“+ ლეღვი მაშინვე გახმა. 20 ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, გაუკვირდათ და თქვეს: „როგორ გახმა ასე უცბად ლეღვი?“+ 21 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით,+ მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დავმართე, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება;+ 22 ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“.+

23 როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები და ჰკითხეს:+ „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“+ 24 იესომ მიუგო: „მეც გკითხავთ ერთ რამეს. თუ მიპასუხებთ, მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.+ 25 საიდან იყო იოანეს ნათლობა, ზეციდან თუ ადამიანებისგან?“+ მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?+ 26 მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო, ხალხისა უნდა გვეშინოდეს,+ რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია“.+ 27 ბოლოს უთხრეს იესოს: „არ ვიცით“. „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“,+ — მიუგო იესომ.

28 «ამაზე რას ფიქრობთ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა.+ მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს ვენახში იმუშავე“. 29 მან მიუგო: „კარგი, ბატონო“,+ მაგრამ არ წავიდა. 30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო: „არ წავალ“, მაგრამ მერე ინანა+ და წავიდა. 31 ამ ორიდან რომელმა შეასრულა მამის ნება?»+ „მეორემ“, — უთხრეს მათ. „ჭეშმარიტებას გეუბნებით, — უთხრა მათ იესომ, — გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში, 32 რადგან იოანე სიმართლის გზით მოვიდა თქვენთან,+ მაგრამ არ ერწმუნეთ მას,+ ხოლო გადასახადების ამკრეფები და მეძავები ერწმუნნენ.+ თქვენ კი, თუმცა დაინახეთ ეს, მაინც არ ინანეთ და არ ერწმუნეთ.

33 მოისმინეთ სხვა მაგალითი: ერთმა სახლის პატრონმა+ ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა.+ 34 რთველი რომ მოახლოვდა, მევენახეებს მონები გაუგზავნა თავისი ნაყოფის მისაღებად, 35 მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ერთი სცემეს, მეორე მოკლეს, მესამე კი ჩაქოლეს.+ 36 კიდევ გაუგზავნა მონები, ადრინდელზე მეტი, მაგრამ იმათაც ისევე მოექცნენ.+ 37 ბოლოს თავისი ძე გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო. 38 ძის დანახვისას მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი, მოვკლათ და მის მემკვიდრეობას დავეპატრონოთო.+ 39 დაიჭირეს, ვენახიდან გაათრიეს და მოკლეს.+ 40 მაშ, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს იმ მევენახეებს?“ 41 მათ უთხრეს: „ამ ბოროტებს დაუნდობლად დახოცავს,+ ვენახს კი ისეთ მევენახეებს მიაქირავებს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს“.+

42 იესომ უთხრა მათ: «ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად+ იქცა; ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“? 43 ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს.+ 44 ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს».+

45 ამ მაგალითების მოსმენისას უფროსი მღვდლები და ფარისევლები მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდა.+ 46 ისინი მის შესაპყრობად შემთხვევას ეძებდნენ, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან მათ წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.+

22 იესო პასუხად ისევ მაგალითებით ელაპარაკებოდა მათ:+ 2 «ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.+ 3 დაგზავნა მონები ქორწილში მიწვეულთა+ დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მისვლა.+ 4 კვლავ დაგზავნა სხვა მონები+ და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს, სადილი გავამზადე,+ ხარები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, მობრძანდით-თქო ქორწილში“.+ 5 მათ ყური არ ათხოვეს; ერთი თავის მინდორში წავიდა, მეორე — სავაჭრო საქმეზე,+ 6 დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.+

7 მეფე განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარი და გაჟლიტა ის მკვლელები, მათი ქალაქი კი გადაწვა.+ 8 მაშინ უთხრა მონებს: „საქორწილო სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ აღმოჩნდნენ ღირსნი.+ 9 ამიტომ გადით ქალაქიდან გამავალ გზებზე და ვისაც შეხვდებით, მოიწვიეთ ქორწილში“.+ 10 გავიდნენ მონები გზებზე და ვინც შეხვდათ, ყველა შეკრიბეს, ბოროტიც და კეთილიც.+ საქორწილო დარბაზი სტუმრებით აივსო.+

11 როცა მეფე სტუმრების სანახავად შევიდა, თვალი მოჰკრა ერთ კაცს, რომელსაც საქორწილო ტანსაცმელი+ არ ეცვა 12 და უთხრა: „მეგობარო, როგორ შემოხვედი საქორწილო ტანსაცმლის+ გარეშე?“ ის ხმას არ იღებდა. 13 მაშინ მეფემ მსახურებს უთხრა: „შეუკარით ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარეთ, სიბნელეში. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა“.+

14 მოწვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა».+

15 ამის შემდეგ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, რომ ის სიტყვაში გამოეჭირათ.+ 16 მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები+ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და სხვისი აზრი არ გაშინებს, რადგან არ უყურებ ადამიანის გარეგნობას.+ 17 მაშ, გვითხარი: როგორ ფიქრობ, ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“+ 18 იესომ იცოდა მათი ბოროტი განზრახვა და მიუგო: „რატომ მცდით, თვალთმაქცებო?+ 19 მაჩვენეთ მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდით“. მათ დინარი მიუტანეს. 20 მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“+ 21 „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“.+ 22 ეს რომ გაიგონეს, გაოცდნენ, თავი დაანებეს მას და წავიდნენ.+

23 იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველები, რომლებიც ამბობენ, მკვდრეთით აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:+ 24 «მოძღვარო, მოსემ თქვა: „თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს“.+ 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველი დაქორწინდა და მოკვდა, და რადგან შთამომავალი არ ჰყავდა, მისი ცოლი მისმა ძმამ შეირთო.+ 26 ასე დაემართა მეორეს, მესამეს და ყველას მეშვიდეს ჩათვლით.+ 27 ბოლოს, ქალიც მოკვდა. 28 აღდგომისას იმ შვიდიდან რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა».+

29 იესომ მიუგო: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა,+ 30 ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან,+ არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები. 31 ნუთუ არ წაგიკითხავთ მკვდრეთით აღდგომაზე, რა გითხრათ ღმერთმა:+ 32 „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“?+ ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა».+ 33 ხალხს ესმოდა ეს და განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+

34 როცა ფარისევლებმა მოისმინეს, რომ მან სადუკეველები გააჩუმა, მათთან ერთად შეიკრიბნენ. 35 ერთმა მათგანმა, კანონის მცოდნემ,+ გამოსაცდელად ჰკითხა: 36 „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“+ 37 მან უთხრა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“.+ 38 ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. 39 მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 40 ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები».+

41 სანამ ფარისევლები ერთად იყვნენ, იესომ ჰკითხა:+ 42 „რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?“ „დავითის“,+ — უპასუხეს მათ. 43 მან უთხრა: «მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით+ დავითი უფალს, როცა ამბობს: 44 „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“?+ 45 თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?»+ 46 პასუხად სიტყვის თქმაც კი ვერავინ შეძლო. იმ დღიდან კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა.+

23 მაშინ იესომ მიმართა ხალხსა და თავის მოწაფეებს:+ 2 «მოსეს ადგილზე+ მწიგნობრები+ და ფარისევლები დასხდნენ. 3 ამიტომ, რასაც ისინი გეტყვიან,+ ყველაფერი გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ იმ საქმეებს ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ,+ რადგან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ. 4 კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ,+ თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.+ 5 ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ.+ იფართოებენ ფილაქტერიონებს*+ და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს,+ 6 უყვართ საპატიო ადგილები+ ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში,+ 7 მოედნებზე რომ ესალმებიან+ და ხალხი რომ რაბის უწოდებს.+ 8 თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი,+ ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; 9 არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ+ — ზეციერი; 10 ნურც წინამძღოლს+ გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. 11 თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს;+ 12 ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება,+ ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება.+

13 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ+ ზეციერ სამეფოს ადამიანებს, არც თქვენ+ შედიხართ და არც შემსვლელებს უშვებთ. 14 ——

15 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის* კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად.

16 ვაი თქვენ, ბრმა მეგზურებო,+ რომლებიც ამბობთ: „თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“.+ 17 უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო მნიშვნელოვანია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს განმწმენდი?+ 18 იმასაც ამბობთ: „თუ ვინმე სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“. 19 ბრმებო, რა უფრო მნიშვნელოვანია: ძღვენი თუ სამსხვერპლო,+ ძღვნის განმწმენდი? 20 ამიტომ, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და ყველაფერს, რაც მასზეა; 21 ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მის მკვიდრსაც;+ 22 ვინც ზეცას იფიცებს, ის იფიცებს ღვთის ტახტსაც+ და მასზე მჯდომსაც.

23 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! იხდით პიტნის, კამისა და ზირის მეათედს,+ მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი,+ გულმოწყალება+ და ერთგულება.+ ესეც უნდა გაგეკეთებინათ და ისიც არ უნდა დაგევიწყებინათ. 24 ბრმა მეგზურებო,+ ქინქლის მწურავებო+ და აქლემის მყლაპავებო!+

25 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ,+ შიგნით კი ნაძარცვითა+ და ზედმეტობით არის სავსე. 26 ბრმა+ ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი+ და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს.

27 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ,+ რომლებიც გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე. 28 გარეგნულად თქვენც მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში,+ შიგნით კი თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე.

29 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!+ წინასწარმეტყველებს სამარხებს უშენებთ, მართალთ სამარხებს უმკობთ+ 30 და ამბობთ: „ჩვენი მამა-პაპის დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამონაწილენი წინასწარმეტყველთა სისხლში“.+ 31 ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები ხართ.+ 32 მაშ, აავსეთ თქვენი მამა-პაპის საწყაო.+

33 გველებო, გველგესლას ნაშიერნო,+ როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?+ 34 ამიტომ, გიგზავნით+ წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს.+ ზოგ მათგანს მოკლავთ+ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ+ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, 35 რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი,+ მართალი+ აბელის+ სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც საწმინდარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით.+ 36 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.+

37 იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო+ და შენთან გამოგზავნილთა+ ჩამქოლავო,+ რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ+ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ.+ 38 აჰა, ოხრად გრჩებათ+ თქვენი სახლი.+ 39 გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“»+

24 როცა იესო ტაძრიდან გამოდიოდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან, რომ ტაძრის შენობები ეჩვენებინათ.+ 2 მაშინ უთხრა მათ: „ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“.+

3 როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები სხვებისგან განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა*+ და ქვეყნიერების* აღსასრულის ნიშანი?“+

4 იესომ მიუგო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ.+ 5 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში.+ 6 მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+

7 ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება+ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება საკვების უკმარისობა+ და მიწისძვრები+ ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. 8 ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.

9 მაშინ გადაგცემენ სატანჯველად+ და დაგხოცავენ+ და შეგიძულებთ+ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.+ 10 მაშინ ბევრი დაბრკოლდება,+ ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ.+ 11 გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი+ და მრავალს შეიყვანს შეცდომაში.+ 12 უკანონობის+ გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება.+ 13 ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+ 14 და ამ სასიხარულო ცნობას+ სამეფოს შესახებ+ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად+ და მაშინ მოვა აღსასრული.+

15 ამიტომ, როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე+ წმინდა ადგილზე დგას+ (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს), 16 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ+ 17 და ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად. 18 ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 19 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 20 ილოცეთ, რომ ზამთარში ან შაბათს არ მოგიწიოთ გაქცევა, 21 რადგან მაშინ იქნება დიდი გასაჭირი,+ როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე+ და აღარც იქნება. 22 ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის+ შემოკლდება ის დღეები.+

23 მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე+ ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 24 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები+ და მოახდენენ დიდ ნიშნებსა+ და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ,+ თუ შეძლებენ. 25 ეს გასაფრთხილებლად გითხარით.+ 26 ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით: „აი ის უდაბნოშია“, ნუ გახვალთ; „აი ის შიგნითა ოთახებშია“, არ დაიჯეროთ.+ 27 როგორც ელვა+ გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება.+ 28 სადაც ლეშია, იქ არწივები+ მოგროვდებიან.+

29 მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება+ და მთვარე+ აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა.+ 30 მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის+ ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას;+ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს.+ 31 ის გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით+ და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს+ ქარის ოთხივე მიმართულებიდან,+ ცის კიდით კიდემდე.

32 ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 33 თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი.+ 34 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა+ არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება. 35 ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+

36 იმ დღესა და საათზე+ კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ.+ 37 როგორც ნოეს+ დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება.+ 38 როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე+ კიდობანში+ შევიდოდა 39 და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა,+ ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. 40 მაშინ ორი კაცი იქნება მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ. 41 ორი ქალი დაფქვავს ხელსაფქვავით:+ ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ.+ 42 ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.+

43 ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი,+ იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. 44 ამიტომ თქვენც მზად იყავით,+ რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე.

45 ვინ არის ერთგული და გონიერი მონა,+ რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?+ 46 ბედნიერია+ ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! 47 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს.+

48 მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის:+ „აყოვნებს ჩემი ბატონი“+ 49 და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას, 50 მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათს,+ რომელზეც არ იცის, 51 სასტიკად დასჯის მას+ და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა».+

25 «მაშინ ზეციერი სამეფო დაემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები+ და ნეფის შესაგებებლად გავიდნენ.+ 2 ხუთი მათგანი უგუნური იყო,+ ხუთი — გონიერი.+ 3 უგუნურებმა ლამპრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ წაიღეს თან. 4 გონიერებმა კი ლამპრებთან ერთად ჭურჭლით ზეთიც გაიყოლეს. 5 ნეფე აყოვნებდა და ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა.+ 6 შუაღამისას ხმა გაისმა:+ „ნეფე მოდის! გამოდით შესაგებებლად!“ 7 მაშინ ქალწულები წამოდგნენ და თავ-თავიანთი ლამპრები+ გამართეს. 8 უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: „ცოტა ზეთი+ მოგვეცით, ლამპრები გვიქრება“. 9 გონიერებმა+ მიუგეს: „მერე შეიძლება არც ჩვენ გვეყოს და არც თქვენ. უმჯობესია, გამყიდველებთან წახვიდეთ და იყიდოთ“. 10 სანამ ისინი საყიდლად იყვნენ წასულები, მოვიდა ნეფე. ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო წვეულებაზე+ და კარი დაიკეტა. 11 მოგვიანებით დანარჩენი ქალწულებიც მოვიდნენ. „ბატონო, ბატონო, გაგვიღე!“+ — ეუბნებოდნენ ისინი. 12 მან კი მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ გიცნობთ“.+

13 ამიტომ იფხიზლეთ,+ რადგან არც დღე იცით და არც საათი.+

14 ეს ისეა, კაცმა+ სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე+ მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა.+ 15 ერთს ხუთი ტალანტი* მისცა, მეორეს — ორი, და მესამეს — ერთი, თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით,+ და წავიდა. 16 ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ფული ბრუნვაში გაუშვა და კიდევ ხუთი მოიგო;+ 17 ორის მიმღებმაც კიდევ ორი მოიგო; 18 ის კი, რომელმაც მხოლოდ ერთი მიიღო, წავიდა, მიწა ამოთხარა და დამალა თავისი ბატონის ვერცხლის ფული.

19 კარგა ხნის შემდეგ+ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშსწორებას შეუდგა.+ 20 მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: „ბატონო, შენ ხუთი ტალანტი ჩამაბარე, ხუთიც მე მოვიგე“.+ 21 ბატონმა მიუგო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ!+ მცირეზე ერთგული+ იყავი და ბევრზე დაგაყენებ.+ მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“.+ 22 მერე ორი ტალანტის მიმღები მივიდა და უთხრა: „ბატონო, შენ ორი ტალანტი ჩამაბარე, ორიც მე მოვიგე“.+ 23 ბატონმა უთხრა: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ.+ მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“.+

24 ბოლოს ერთი ტალანტის მიმღებიც მივიდა+ და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ მომთხოვნი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და აგროვებ, სადაც არ გაგინიავებია. 25 ამიტომ შემეშინდა,+ წავედი და შენი ტალანტი მიწაში დავმალე. აჰა, შენი შენვე გქონდეს“. 26 ბატონმა მიუგო: „ბოროტო და ზარმაცო მონავ! ხომ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვაგროვებ, სადაც არ გამინიავებია? 27 ამიტომ ჩემი ვერცხლის ფული ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და როცა დავბრუნდებოდი, ჩემსას სარგებლით მივიღებდი.+

28 წაართვით ამას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს,+ 29 რადგან ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვად ექნება, იმას კი, ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 30 გადააგდეთ ეს უვარგისი მონა გარეთ, სიბნელეში. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა“.+

31 როცა მოვა კაცის ძე+ ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით,+ მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება.+ 32 შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი+ და გამოაცალკევებს+ ადამიანებს ერთმანეთისგან,+ როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. 33 ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს,+ თხებს კი — მარცხნივ.+

34 მაშინ მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო,+ დაიმკვიდრეთ+ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული+ სამეფო,+ 35 რადგან მშიოდა და მაჭამეთ,+ მწყუროდა და დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად მიმიღეთ,+ 36 შიშველი+ ვიყავი და ჩამაცვით, ავად ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში+ ვიყავი და მინახულეთ“. 37 მაშინ მართლები ეტყვიან: „უფალო, როდის გნახეთ მშიერი და გაჭამეთ? ან მწყურვალი+ და დაგალევინეთ?+ 38 როდის გნახეთ უცხო და სტუმართმოყვარულად მიგიღეთ? ან შიშველი და ჩაგაცვით? 39 როდის გნახეთ ავადმყოფი ან საპყრობილეში და გინახულეთ?“ 40 მეფე პასუხად ეტყვის:+ „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს+ ძმას+ გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“.+

41 მაშინ თავის მარცხნივ მდგომთაც ეტყვის: „წადით აქედან,+ დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში,+ რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული,+ 42 რადგან მშიოდა და არ მაჭამეთ,+ მწყუროდა+ და არ დამალევინეთ, 43 უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ ჩამაცვით,+ არ მომხედეთ არც ავადმყოფობისას და არც საპყრობილეში“.+ 44 მაშინ ისინიც ეტყვიან: „უფალო, როდის გნახეთ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან ავადმყოფი, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“ 45 ის კი ეტყვის პასუხად: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც არ გაუკეთეთ არც ერთ ამ უმცირესთაგანს,+ მე+ არ გამიკეთეთ“.+ 46 და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან,+ მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ».+

26 დაასრულა იესომ ეს სიტყვები და მოწაფეებს უთხრა: 2 „თქვენ იცით, რომ ორ დღეში პასექი+ იქნება და კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“.+

3 მაშინ უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები მღვდელმთავარ კაიაფას+ ეზოში შეიკრიბნენ 4 და მოითათბირეს,+ მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. 5 მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, ხალხში აურზაური რომ არ ატყდეს“.+

6 როცა იესო ბეთანიაში,+ კეთროვანი სიმონის სახლში+ 7 სუფრასთან იყო, მივიდა მასთან ქალი, მიიტანა ძვირად ღირებული ნელსაცხებელი+ ალაბასტრონის ჭურჭლით და თავზე მოასხა მას. 8 ამან მოწაფეები აღაშფოთა: „რა საჭიროა ასე უაზროდ ხარჯვა?+ 9 შეიძლებოდა მისი კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის+ დარიგება“. 10 იესომ იცოდა+ ეს და უთხრა მათ: „რას ერჩით ამ ქალს? მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა.+ 11 ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან,+ მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.+ 12 მან ნელსაცხებელი მცხო და დასაკრძალავად მომამზადა.+ 13 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“.+

14 მაშინ თორმეტიდან ერთ-ერთი, იუდა ისკარიოტელი,+ უფროს მღვდლებთან წავიდა 15 და უთხრა: „რას მომცემთ, ის რომ გადმოგცეთ?“+ ისინი ოცდაათ ვერცხლის მონეტად+ მოურიგდნენ. 16 მას შემდეგ ის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რომ გაეცა იგი.+

17 უფუარობის დღესასწაულის+ პირველ დღეს იესოსთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“+ 18 მან მიუგო: «წადით ქალაქში ამა და ამასთან+ და უთხარით: „მოძღვარი ამბობს: მოახლოვდა ჩემთვის დანიშნული დრო. შენთან აღვნიშნავ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“».+ 19 მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა, და პასექისთვის ყველაფერი მოამზადეს.+

20 საღამო ხანს+ ის თორმეტ მოწაფესთან ერთად სუფრასთან იყო.+ 21 როცა ისინი ჭამდნენ, მან თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს“.+ 22 ისინი ძალიან შეწუხდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: „მე ხომ არა, უფალო?“+ 23 მან კი მიუგო: „ვინც ჩემთან ერთად ყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს.+ 24 მართალია კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია+ მასზე, მაგრამ ვაი+ იმას, ვინც კაცის ძეს გასცემს!+ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“. 25 იუდამ, რომელიც მის გაცემას აპირებდა, მიუგო: „მე ხომ არა, რაბი?“ იესომ კი უთხრა: „შენ თვითონ თქვი“.

26 ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური,+ ილოცა, დაამტვრია,+ მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“.+ 27 აიღო სასმისი,+ ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: «ყველამ შესვით,+ 28 რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს,+ „შეთანხმების+ სისხლს“,+ რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს+ ცოდვების მისატევებლად.+ 29 გეუბნებით: აღარ დავლევ ვაზის ამ ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან ერთად არ დავლევ ახალს მამაჩემის სამეფოში».+ 30 ბოლოს ღვთის სადიდებელი იმღერეს+ და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.+

31 მაშინ იესომ უთხრა მათ: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“.+ 32 მაგრამ როცა აღვდგები, თქვენზე ადრე წავალ გალილეაში».+ 33 პასუხად პეტრემ უთხრა მას: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები!“+ 34 იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნები: ამაღამ მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ“.+ 35 პეტრემ კვლავ მიუგო: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“. იმავეს ამბობდა ყველა სხვა მოწაფეც.+

36 მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა გეთსემანედ წოდებულ ადგილზე+ და მოწაფეებს უთხრა: „აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ“.+ 37 თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ვაჟები.+ მაშინ დამწუხრდა და ძალიან დანაღვლიანდა.+ 38 უთხრა მათ: „ჩემი სული* ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა.+ დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“.+ 39 ცოტა გაიარა, პირქვე დაემხო და ლოცულობდა:+ „მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი,+ მაგრამ არა როგორც მე მინდა,+ არამედ როგორც შენ“.+

40 მოწაფეებთან რომ მივიდა და მძინარეები ნახა, პეტრეს ჰკითხა: „ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად?+ 41 იფხიზლეთ+ და განუწყვეტლივ ილოცეთ,+ რომ არ ცდუნდეთ.+ სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“.+ 42 მეორედაც+ წავიდა და ლოცულობდა: „მამა, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ დავლიო ის, იყოს შენი ნება“.+ 43 მივიდა და ისევ მძინარეები ნახა მოწაფეები, თვალები დამძიმებოდათ.+ 44 დატოვა ისინი, წავიდა და მესამედ ილოცა,+ კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. 45 შემდეგ მოწაფეებთან მივიდა და უთხრა მათ: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! აი, მოახლოვდა ის საათი, როცა კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა ხელში.+ 46 ადექით, წავიდეთ. აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“.+ 47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იუდა,+ ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად უფროსი მღვდლებისა და ხალხის უხუცესებისგან+ გამოგზავნილი ბრბო მახვილებითა+ და ხელკეტებით.

48 მის გამცემს მათთვის ნიშანი ჰქონდა მიცემული: „ვისაც ვაკოცებ, ის არის, შეიპყარით“.+ 49 შემდეგ პირდაპირ იესოსთან მივიდა და უთხრა: „გამარჯობა, რაბი!“+ და ეამბორა.+ 50 იესომ+ ჰკითხა: „მეგობარო, რისთვის მოსულხარ?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს.+ 51 და აი, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა.+ 52 მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას,+ რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება.+ 53 იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი?+ 54 მაშინ როგორღა შესრულდება წმინდა წერილები, რომ ასე უნდა მოხდეს?“ 55 შემდეგ იესომ ხალხს უთხრა: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ შესაპყრობად?+ ყოველდღე ტაძარში ვიჯექი+ და ვასწავლიდი და არ შეგიპყრივართ, 56 მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილის შესასრულებლად მოხდა“.+ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცნენ.+

57 შემპყრობლებმა მღვდელმთავარ კაიაფასთან+ წაიყვანეს იესო, სადაც მწიგნობრები და უხუცესები შეკრებილიყვნენ.+ 58 პეტრე შორიახლოს მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე,+ შიგნით შევიდა და მოსამსახურეებთან დაჯდა, რათა ენახა, რით დამთავრდებოდა ყველაფერი.+

59 ამასობაში უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი* ცრუმოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,+ 60 მაგრამ ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა.+ ბოლოს ორნი გამოვიდნენ 61 და თქვეს: „ეს კაცი ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო“.+ 62 მღვდელმთავარი წამოდგა და უთხრა მას: „უპასუხებ რამეს? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“+ 63 იესო დუმდა.+ მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ,+ გვითხარი, რომ შენა ხარ ქრისტე,+ ღვთის ძე!“ 64 იესომ მიუგო:+ „შენ თვითონ თქვი.+ მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან+ კაცის ძეს+ იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა+ და ცის ღრუბლებზე მომავალს“.+ 65 მაშინ მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „მკრეხელობს!+ რაღად გვინდა მოწმეები?+ აი, ახლა მოისმინეთ მკრეხელობა!+ 66 რას იტყვით?“ მათ მიუგეს: „სიკვდილს იმსახურებს“.+ 67 მაშინ დაუწყეს სახეში ფურთხება+ და მუშტების რტყმა.+ სხვები სილას აწნავდნენ+ 68 და ეუბნებოდნენ: „თუ წინასწარმეტყველი ხარ, ქრისტე,+ აბა გვითხარი, ვინ დაგარტყა?“+

69 პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მოახლე და უთხრა: „შენც იესო გალილეელთან იყავი!“+ 70 მან კი ყველას წინაშე უარყო: „არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ“. 71 კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, სხვა მოახლემ შენიშნა და უთხრა იქ მყოფებს: „ეს კაცი იესო ნაზარეთელთან იყო“.+ 72 მან კვლავ უარყო ის და დაიფიცა: „არ ვიცნობ ამ კაცს“.+ 73 ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნი მივიდნენ პეტრესთან და უთხრეს: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ, შენივე კილო გაგცემს“.+ 74 მაშინ დაიწყო წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ მაგ კაცს!“ და მამალმაც იყივლა.+ 75 გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+ გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა.+

27 როგორც კი გათენდა, უფროსმა მღვდლებმა და ხალხის უხუცესებმა თათბირი გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.+ 2 შებოჭეს, წაიყვანეს და გამგებელ პილატეს გადასცეს.+

3 როცა მისმა გამცემმა იუდამ დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, სინდისმა შეაწუხა, ოცდაათი+ ვერცხლის მონეტა უფროს მღვდლებსა და უხუცესებს დაუბრუნა 4 და უთხრა: „შევცოდე, უდანაშაულო სისხლი გავეცი“.+ მათ მიუგეს: „მერე ჩვენ რა? რაც გინდა, ის გიქნია!“+ 5 მან ვერცხლის მონეტები ტაძარში დაყარა, გამოვიდა იქიდან, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.+ 6 უფროსმა მღვდლებმა აკრიფეს ვერცხლის მონეტები და თქვეს: „დაუშვებელია ამის წმინდა საგანძურში ჩაყრა, რადგან სისხლის საფასურია“. 7 მოითათბირეს და იყიდეს მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8 ამიტომ ის მინდორი დღემდე სისხლის მინდვრად+ იწოდება. 9 მაშინ შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას* ნათქვამი: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლის მონეტა+ — საფასური, რომლითაც ისრაელის ძეებმა შეაფასეს კაცი — 10 და გადაიხადეს მეთუნის+ მინდორში, როგორც იეჰოვამ მიბრძანა“.

11 იესო გამგებლის წინაშე იდგა და ჰკითხა მას გამგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ „შენ თვითონ ამბობ“,+ — მიუგო იესომ, 12 მაგრამ როცა უფროსი მღვდლები და უხუცესები სდებდნენ ბრალს,+ არაფერს პასუხობდა.+ 13 მაშინ პილატემ უთხრა: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“+ 14 მას პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ დაუძრავს. გამგებელს ეს ძალიან უკვირდა.+

15 გამგებელს ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ დღესასწაულზე ხალხისთვის ის პატიმარი გაეთავისუფლებინა, რომელსაც მოისურვებდნენ.+ 16 იმ დროს დაჭერილი ჰყავდათ ბარაბა,+ ცნობილი პატიმარი. 17 ამიტომ, როცა ხალხი შეიკრიბა, პილატემ ჰკითხა: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ეგრეთ წოდებული ქრისტე?“+ 18 მან იცოდა, რომ ის შურის+ გამო გადასცეს.+ 19 თანაც, როცა ის სასამართლო ტახტზე იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო+ კაცს, რადგან დღეს სიზმარში+ ბევრი ვიტანჯე მის გამო“. 20 უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა+ ეთხოვათ, იესო კი მოეკვლევინებინათ. 21 გამგებელმა კვლავ ჰკითხა: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ „ბარაბა“,+ — უპასუხეს მათ. 22 პილატემ უთხრა: „იესოს რაღა ვუყო, ეგრეთ წოდებულ ქრისტეს?“ ყველამ თქვა: „ბოძზე გააკარი!“+ 23 მან ჰკითხა: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა?“ ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“+

24 დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა და მღელვარება უფრო იზრდებოდა, აიღო წყალი,+ ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში. რაც გინდათ, ის გიქნიათ“. 25 ამაზე მთელმა ხალხმა უპასუხა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“.+ 26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა+ და ბოძზე გასაკვრელად გადასცა.+

27 მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა იესო გამგებლის სასახლეში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს მასთან.+ 28 ტანსაცმელი გახადეს და ალისფერი მოსასხამი მოასხეს,+ 29 ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დაცინვით+ ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“+ 30 აფურთხებდნენ+ მას და იმ ლერწამს თავში ურტყამდნენ. 31 ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს,+ მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს.+

32 როცა გამოდიოდნენ, მათ კირენელი სიმონი შეხვდათ+ და აიძულეს, რომ მისი წამების ბოძი* ეტარებინა. 33 გოლგოთად+ წოდებულ ადგილას რომ მივიდნენ, რაც თხემს ნიშნავს, 34 მას ნაღველნარევი ღვინო მისცეს+ დასალევად, მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე.+ 35 როცა ის ბოძზე გააკრეს,+ მისი ტანსაცმელი+ წილისყრით გაინაწილეს,+ 36 ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას. 37 მის თავს ზემოთ გააკრეს ასეთი საბრალდებო წარწერა: „ეს არის იესო — იუდეველთა მეფე“.+

38 მაშინ მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ბოძებზე: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.+ 39 გამვლელები გმობდნენ+ მას, თავს აქნევდნენ+ 40 და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის+ დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი წამების ბოძიდან!“+ 41 უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც მასხრად იგდებდნენ მას:+ 42 „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ეს ისრაელის მეფეა.+ მაშ, ჩამოვიდეს წამების ბოძიდან და ვირწმუნებთ მას.+ 43 ღმერთზე იყო მინდობილი. მაშ, იხსნას,+ თუ იწონებს მას, რადგან ამბობდა: ღვთის ძე ვარო“.+ 44 ასევე შეურაცხყოფდნენ მასთან ერთად ბოძებზე გაკრული ყაჩაღებიც.+

45 მეექვსე საათიდან მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა+ და მეცხრე საათამდე+ გაგრძელდა. 46 მეცხრე საათისთვის იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“ ანუ: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“+ 47 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა: „ელიას ეძახის“.+ 48 უცბად ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა,+ ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ 49 დანარჩენები კი ამბობდნენ: „იყოს და ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელად“.+ [მეორემ შუბი აიღო, ფერდში გაუყარა და სისხლი და წყალი წამოუვიდა].+ 50 იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული* განუტევა.+

51 ამ დროს საწმინდრის ფარდა+ ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე,+ მიწა იძრა და კლდეები დასკდა.+ 52 გაიხსნა სამარხები და ბევრი მიცვალებული წმინდის გვამი გადმოიყარა 53 (მისი აღდგომის შემდეგ სამარხებთან მყოფნი გამოვიდნენ და წმინდა ქალაქში შევიდნენ)+ და ისინი ბევრმა დაინახა, 54 ხოლო ასისთავი და ისინი, ვინც მასთან ერთად დარაჯობდნენ იესოს, მიწისძვრამ და ყოველივე მომხდარმა ძალიან შეაშინა, და თქვეს: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“.+

55 ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა ბევრი ქალი,+ რომლებიც გალილეიდან მოყოლებული თან ახლდნენ იესოს და ემსახურებოდნენ.+ 56 მათ შორის იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ვაჟების დედა.+

57 როცა მოსაღამოვდა, მოვიდა ერთი არიმათეელი მდიდარი კაცი, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო.+ 58 ის პილატესთან მივიდა და გამოითხოვა იესოს ცხედარი.+ პილატემ ბრძანა, მიეცათ.+ 59 იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში შეახვია+ 60 და ახალ სამარხში+ დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა და წავიდა.+ 61 მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი კი იქ დარჩნენ და სამარხის წინ ისხდნენ.+

62 მეორე დღეს, სამზადისის დღის* შემდეგ,+ უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან შეიკრიბნენ 63 და უთხრეს: „ბატონო, გაგვახსენდა, იმ თვითმარქვიამ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თქვა, სამი დღის შემდეგ+ აღვდგებიო. 64 ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ+ იგი და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“. 65 პილატემ მიუგო: „თქვენ გყავთ მცველები.+ წადით და როგორც იცით, ისე დაიცავით“. 66 ისინიც წავიდნენ და იზრუნეს სამარხის დაცვაზე, ლოდი დაბეჭდეს+ და დაცვა დააყენეს.

28 შაბათის შემდეგ, კვირის პირველი დღე რომ თენდებოდა, მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი სამარხის სანახავად მივიდნენ.+

2 და აი, დიდი მიწისძვრა მომხდარიყო, რადგან ზეციდან იეჰოვას ანგელოზი ჩამოსულიყო და ლოდი გადაეგორებინა. ანგელოზი ლოდზე იჯდა,+ 3 შესახედაობით ელვას+ ჰგავდა და თოვლივით თეთრი სამოსელი ემოსა.+ 4 მისი შიშით აკანკალებული გუშაგები მკვდრებს დამსგავსებოდნენ.

5 ანგელოზმა+ ქალებს მიმართა: „ნუ გეშინიათ, ვიცი, იესოს ეძებთ,+ რომელიც ბოძზე გააკრეს. 6 ის აქ არ არის, აღდგა,+ როგორც ამბობდა. მოდით, აი ის ადგილი, სადაც ესვენა. 7 სასწრაფოდ წადით და მის მოწაფეებს უთხარით, რომ ის მკვდრეთით აღდგა;+ ის თქვენზე ადრე წავა გალილეაში.+ იქ ნახავთ მას. აი, გითხარით თქვენ“.+

8 მათ სასწრაფოდ დატოვეს სამარხი და შიშითა და დიდი სიხარულით გაიქცნენ, რომ მისი მოწაფეებისთვის შეეტყობინებინათ.+ 9 და აი, იესო შეხვდა მათ და მიესალმა: „გამარჯობათ!“ ისინი კი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და მდაბლად თაყვანი სცეს. 10 მაშინ იესომ უთხრა: „ნუ გეშინიათ, წადით და უთხარით ჩემს ძმებს,+ რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ“.

11 ისინი გზაში იყვნენ, როცა ზოგიერთი მცველი+ ქალაქში მივიდა და რაც მოხდა, ყველაფერი უფროს მღვდლებს შეატყობინეს. 12 ისინი კი უხუცესებთან ერთად შეიკრიბნენ და მოითათბირეს. შემდეგ ჯარისკაცებს საკმაოდ ბევრი ვერცხლი დაურიგეს+ 13 და უთხრეს: „ასე თქვით, ღამით, როცა გვეძინა, მისი მოწაფეები+ მოვიდნენ და მოიპარესო. 14 გამგებლის ყურამდე თუ მიაღწევს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებებს აგარიდებთ“. 15 მათაც გამოართვეს ვერცხლის მონეტები და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. ეს ამბავი იუდეველებში დღემდეა გავრცელებული.

16 თერთმეტი მოწაფე გალილეაში წავიდა,+ იმ მთაზე, სადაც იესომ დაუთქვა, 17 და როცა დაინახეს იგი, მდაბლად თაყვანი სცეს, მაგრამ ზოგი ეჭვობდა.+ 18 იესო მივიდა მათთან და უთხრა: „მთელი ძალაუფლება,+ ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. 19 ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ+ ხალხი ყველა ერიდან,+ მონათლეთ+ ისინი მამის,+ ძისა+ და წმინდა სულის*+ სახელით, 20 ასწავლეთ+ მათ ყველაფრის დაცვა,+ რაც მცნებად დაგიდეთ.+ და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ+ ქვეყნიერების* აღსასრულამდე“.+

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ებრაელები საქმროს უკვე ქმრად თვლიდნენ.

ებრაულად იეშუა, ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა.

ანუ ჰეროდე დიდი.

სიტყვა ქრისტე ბიბლიის ბერძნულ ტექსტში იესოსთან მიმართებაში გამოიყენება, როგორც წოდება და არა როგორც პირადი სახელი, და ნიშნავს ცხებულს, მესიას.

სიტყვასიტყვით — ბავშვის სულის. ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ დანართი 1დ.

იხილეთ დანართი 2დ.

ბერძნულად კოდრანტეს, ძალიან მცირე ღირებულების მონეტა.

ებრაელები თმის მოსავლელად ზეთს იყენებდნენ.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ბერძნულ წერილებში პეტრე ხუთნაირად არის მოხსენიებული: სიმონი, პეტრედ წოდებული; სიმონ-პეტრე 16:16-ში; სიმონი სქ. 15:14-ში; კეფა ინ. 1:42-ში და უმეტესად პეტრე, როგორც მთ. 14:28-ში.

ნათანაელსაც ეძახდნენ. იხილეთ ინ. 1:46; 21:2.

ლევისაც ეძახდნენ. იხილეთ ლკ. 5:27.

იუდასაც ეძახდნენ, იაკობის ვაჟს. იხილეთ ლკ. 6:16; ინ. 14:22; სქ. 1:13.

იგულისხმება სატანა.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ დანართი 2დ.

ბერძნულად ასარიონ, მცირე ღირებულების მონეტა. იხილეთ დანართი 6ა.

იხილეთ დანართი 3გ.

ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

იგულისხმება სატანა.

სიტყვასიტყვით — არც ამ სისტემაში და არც მომავალ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ანუ საზიანო.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

მშრალ ნივთიერებათა საწყაო, სეა. იხილეთ დანართი 6ა.

„ქვეყნიერების წყობა“ — ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.

სიტყვასიტყვით — აკურთხა.

სიტყვასიტყვით — მადლობა აღავლინა.

იხილეთ 11:23-ის სქოლიო.

იხილეთ დანართი 3გ.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — ორმაგ დრაქმას. იხილეთ დანართი 6ა.

როგორც ჩანს, უდრის ოთხ დრაქმას. იხილეთ დანართი 6ა.

სიტყვასიტყვით — დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებს.

იხილეთ დანართი 2დ.

წონისა და ფულის ყველაზე დიდი ერთეული. ერთი ტალანტი იწონიდა 20,4 კილოგრამს.

იხილეთ დანართი 6ა.

დაახლოებით დილის 9 საათი, მესამე საათი მზის ამოსვლიდან.

დაახლოებით დღის 12 საათი.

დაახლოებით დღის 3 საათი.

დაახლოებით საღამოს 5 საათი.

კოლოფები, რომლებშიც წმინდა წერილების მონაკვეთები ეწყო და უბედურებისგან დაცვის მიზნით ატარებდნენ.

იხილეთ დანართი 2დ.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

იხილეთ 18:24-ის სქოლიო.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ებრაელების უზენაესი სასამართლო.

ციტატა აღებულია ზქ. 11:12, 13-დან. მათეს დროს იერემიას წინასწარმეტყველებას წინასწარმეტყველური წიგნების სიაში პირველი ადგილი ეკავა. ამიტომ იერემიაში შეიძლება ყველა წინასწარმეტყველური წიგნი იგულისხმებოდეს ზაქარიას ჩათვლით. შეადარეთ ლკ. 24:44.

იხილეთ დანართი 3გ.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ყოველკვირეული შაბათის წინა დღის სახელწოდება. ებრაელები ამ დღეს ამზადებდნენ საჭმელს შაბათისთვის და ამთავრებდნენ ნებისმიერ საქმეს, რომელიც შაბათისთვის ვერ გადაიდებოდა. შეადარეთ გმ. 16:5; 20:10.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება