საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 1/8 გვ. 3-4
  • ზღვა ინფორმაცია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ზღვა ინფორმაცია
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის ინფორმაცია?
  • რითაა გამოწვეული საინფორმაციო ციებ-ცხელება?
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • როგორ შეგიძლია გაუმკლავდე საინფორმაციო ციებ-ცხელებას
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • ინტერნეტი გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ყოველთვის ეცნობი საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 1/8 გვ. 3-4

ზღვა ინფორმაცია

ისტორიას არ ახსოვს იმდენი ინფორმაცია მოზღვავებულიყოს, რამდენიც დღეს, მეოცე საუკუნეს მოაწყდა. მსოფლიო გაჟღენთილია ინფორმაციით, იქნება ეს პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი თუ სხვა საშუალებები. დევიდ შენკი წერს: „ზღვა ინფორმაცია უკვე ნამდვილად სახიფათოა. . . როგორც ჩანს, ინფორმაცია უსაშველოდ ჭარბია“ (Data Smog — Surviving the Information Glut).

გავიხსენოთ, მაგალითად, თუნდაც რომელიმე, კარგად ცნობილი, გაზეთი. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ყოველდღიური გამოშვება, როგორც ამბობენ, იმაზე მეტ ინფორმაციას შეიცავს, მე-17 საუკუნის ინგლისში ნებისმიერი საშუალო დონის პიროვნება მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ გაიგებდა. ყოველდღიურ გაზეთებთან ერთად გამოულეველია უამრავ საკითხზე ჟურნალები, წიგნები. ყოველწლიურად ათასობით წიგნი იბეჭდება. სამეცნიერო ინფორმაცია ყოველ ექვს წელში ორმაგდება და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ტექნიკური ლიტერატურა ასი ათას ეგზემპლარს აჭარბებს. ინტერნეტი კომპიუტერებზე მომუშავეებს ინფორმაციის უდიდეს ბიბლიოთეკებს სთავაზობს.

რა შეიძლება ითქვას ჟურნალებზე? ბიზნეს-ჟურნალებმა, ქალთა, სპორტულმა, ახალგაზრდულმა და გასართობმა ჟურნალებმა — ფაქტიურად თითქმის ყველა შესაძლებელ საკითხზე არსებულმა ჟურნალებმა — წალეკა მსოფლიო და თითოეული მათგანი ითხოვს, რომ ყურადღება მივაქციოთ. რა შეიძლება ითქვას ჟურნალ-გაზეთების გამსაღებლებზე, რომლებიც შესაფერისად დაახასიათეს როგორც „არარაობის მადიდებლები?“ მწერალი რიჩარდ ს. ვერმენი წიგნში „საინფორმაციო ციებ-ცხელება“ (Information Anxiety) აღნიშნავს: „სარეკლამო სააგენტოებმა ომი გამოუცხადეს ჩვენს გრძნობებს რეკლამების ნიაღვრებით, რომლებშიც ითხოვენ, რომ ვუყუროთ, მოვუსმინოთ, დავყნოსოთ და ხელით მოვსინჯოთ“. ისინი ცდილობენ, დაგარწმუნონ, რომ შენთვის აუცილებელია უახლესი და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რათა მეზობლებს არ ჩამორჩე.

ავსტრიელი ფსიქოლოგი და საზოგადო მკვლევარი დოქტორ ჰიუ მაკკაიმ თქვა, რომ „მსოფლიო ჩაიძირა ინფორმაციაში, ყველას მოუწოდებენ, გადავიდნენ საინფორმაციო სუპერმაგისტრალის უსწრაფეს სავალ ზოლზე“. დოქტორ მაკკაის აზრით, ეს იწვევს პრობლემას: რადიო- და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებში ახალი ამბების დიდმა ნაკადმა, ამასთან ერთად კომპიუტერულ ქსელებში ინფორმაციის მოზღვავებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მრავალი რეაგირებას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირად მხოლოდ ნაწილობრივ აშუქებს ფაქტებსა და მოვლენებს და არ იძლევა სრულ წარმოდგენას.

რა არის ინფორმაცია?

ინფორმაცია (informare) ლათინურიდან წამოსული სიტყვაა და ნიშნავს რაიმე მასალისთვის ფორმის მიცემას ზუსტად ისე, როგორც მექოთნე აძლევს ფორმას თიხას. მაშასადამე, „ინფორმაციის მიწოდება“ ნიშნავს „გონების გამოძერწას“, „გონებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ან ფორმის მიცემას“. მკითხველთა უმეტესობას, ალბათ, ძალიან კარგად ახსოვს ის დრო, როცა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინფორმაცია უბრალოდ სიებად შედგენილი ფაქტები იყო ანდა გვატყობინებდა დეტალებს, მაგალითად, ვინ, სად, რა, როდის, როგორ. ინფორმაციისთვის არ არსებობდა არც განსაკუთრებული ენა, არც გამოთქმები. საკმარისი იყო შეგეკითხა ან თვითონ მოგეძებნა.

დღეს კი 90-იანი წლებია და ინფორმაციასთან დაკავშირებული გამოთქმების ისეთი კორიანტელი დადგა, რომ მხოლოდ ამით აერევა ადამიანს თავგზა. მიუხედავად იმისა, რომ არის ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც შედარებით მარტივია და ადვილი გასაგები (მაგალითად, ინფორმანია, ტექნოფილია და საინფორმაციო ეპოქა), მაგრამ უმეტესობა სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. დღეს მსოფლიო შეპყრობილია ინფორმანიით — გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობს, იმაზე მაღლა დგას, რომელსაც საამისოდ ნაკლები შესაძლებლობა აქვს და რომ ინფორმაცია მეტად აღარ არის მიზნის მისაღწევი საშუალება, არამედ თვით მიზანია.

ამ მანიას ემატება ტელეკომუნიკაციის სისტემების მოზღვავება (მაგალითად, ფაქსი, მობილური ტელეფონი და მიკროკომპიუტერი), რაც ბევრს საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოდ და თილისმად მიაჩნია. ფაქტია, რომ კომპიუტერების მოხერხებულობა, სისწრაფე და სიმძლავრე წარსულთან შედარებით მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს ინფორმაციის მისაღებად და ინფორმაცია იმდენად ბევრია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლის, ნიკოლას ნეგროფონტას სიტყვებით: „კომპიუტერის გამოყენება მხოლოდ კომპიუტერის შესახებ ინფორმაციით აღარ შემოიფარგლება. ეს უკვე ცხოვრებას ეხება“. შედეგად კი, ახალი ამბების მომწოდებელ ინფორმაციასა და ტექნიკას დედამიწის ყველა კუთხეში ძალიან აფასებენ, აღმერთებენ და უზომოდ ბევრი მიმდევარიც ჰყავს. ტელევიზორში ახალ ამბებსა და სპეციალურ საინფორმაციო გადაცემებს ლამისაა ურყევი ჭეშმარიტების მაცნეების სტატუსი მიანიჭონ, იმ დროს, როცა სატელევიზიო შოუ ძირითადად მსმენელს უამრავ წვრილმანს ახვევს თავს, რასაც ხშირად ადვილად მიმნდობი და უპრეტენზიო მაყურებელი ეჭვის გარეშე ღებულობს.

რადგან საინფორმაციო ეპოქამ შეცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის ნირი, „საინფორმაციო ციებ-ცხელება“ ასე თუ ისე მრავალზე ახდენს გავლენას. ზუსტად რა არის საინფორმაციო ციებ-ცხელება? როგორ შეგიძლია გაიგო, ახდენს თუ არა შენზე გავლენას? რა შეგიძლია იღონო ამასთან დაკავშირებით?

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

დედამიწა 3, 5, და 10 გვერდებზე: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება