შეკითხვების ყუთი
◼ ვინ უნდა მიიღოს „ჩვენი სამეფო მსახურების“ ეგზემპლარი?
„ჩვენი სამეფო მსახურება“ გათვალისწინებულია მქადაგებელთა დასახმარებლად და გასამხნევებლად. ასე რომ, ის ფართო გავრცელებისთვის არ არის გამიზნული. თითო ეგზემპლარი უნდა მიიღოს ყველა მონათლულმა და მოუნათლავმა მაუწყებელმა. აგრეთვე მათ, ვინც რეგულარულად ესწრება სამსახურებრივ შეხვედრას და ისწრაფის სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობისკენ. ყოველი გამოცემის ერთი ეგზემპლარი სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკისთვის გადადეთ. გარიცხულებს არ უნდა მიეცეს „ჩვენი სამეფო მსახურების“ ეგზემპლარი.
ზოგმა კრებამ აღმოაჩინა, რომ პრაქტიკულია იმ პირების სიის შედგენა, ვისაც უნდა მიეცეს ის, და ამ სიის კრების წიგნის შესწავლის ჯგუფების მიხედვით დაყოფა. ეს სია შეიძლება გამოიყენონ შესწავლის ხელმძღვანელებმა, რომ პუბლიკაციის დარიგება გაუადვილდეთ. მათ შეუძლიათ თითოეული პიროვნებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარზე დაბეჭდონ ან აკურატულად დააწერონ მისი სახელი. ყველა, ვინც „ჩვენი სამეფო მსახურების“ ეგზემპლარს ღებულობს, უნდა გაუფრთხილდეს მას და გამოიყენოს სამსახურებრივი შეხვედრისთვის ან სამქადაგებლო მსახურებისთვის მომზადებისას. მრავალმა დაინახა, რომ სასარგებლოა „ჩვენი სამეფო მსახურების“ გამოცემების აკინძვა პირადი თეოკრატიული ბიბლიოთეკისთვის, რომ მომავალში მიმართონ მათ საჭიროების შემთხვევაში.