სამსახურებრივი შეხვედრები მაისში
შენიშვნა: ზაფხულში „ჩვენი სამეფო მსახურება“ ყოველი კვირისთვის გაანაწილებს სამსახურებრივ შეხვედრას. საჭიროების მიხედვით, კრებებმა შესაძლოა, ცვლილებები შეიტანონ გეგმაში საოლქო კონგრესზე — „ღვთის სიტყვის რწმენა“ — დასწრებასთან დაკავშირებით და მომდევნო კვირას სამსახურებრივ შეხვედრაზე 30 წუთის განმავლობაში პროგრამის მთავარი აზრები განიხილონ. საოლქო კონგრესის ყოველი დღის პროგრამის განხილვა კონგრესამდე უნდა დაევალოს ორ ან სამ უნარიან ძმას, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. ეს კარგად მომზადებული განხილვა დაეხმარება კრებას, გაიხსენოს მთავარი საკითხები როგორც პირადი, აგრეთვე საქადაგოდ გამოყენებისთვის. აუდიტორიისგან კომენტარები და შთაბეჭდილებების მოყოლა მოკლე და კონკრეტული უნდა იყოს.
5 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №130
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
12 წთ.: „მიჰყევი იესოს“. კითხვა-პასუხები. დაურთე შემთხვევები „სასწავლო სტატიების“ №2 ბროშურის 21-ე და 22-ე გვერდებიდან.
23 წთ.: „გულწრფელად იზრუნე ყველაზე, ვინც დაინტერესდა“. განხილვა აუდიტორიასთან. ყურადღება გაამახვილე დაინტერესებულების განმეორებითი მონახულების აუცილებლობაზე. შესთავაზე ზოგი ტაქტიანი საშუალება, როგორ ვთხოვოთ მისამართი საჯარო ადგილებში შემხვედრებს, რათა კვლავ დავუმოწმოთ. უნარიან მაუწყებლებს სთხოვე, აჩვენონ მე-6—მე-9 აბზაცებში მოცემული ორი შეთავაზება. განიხილე 1997 წლის მარტის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მე-3 გვერდზე მოცემული ჩარჩო „როგორ ვიყოთ წარმატებული განმეორებითი მონახულებებისას“. ყველას მოუწოდე, ყოველკვირეულად დაგეგმონ დრო განმეორებითი მონახულებებისთვის.
სიმღერა №151 და დამამთავრებელი ლოცვა.
12 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №133
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
12 წთ.: შეკითხვების ყუთი. მოხსენება უხუცესის მიერ.
23 წთ.: «1997 წლის საოლქო კონგრესი — „ღვთის სიტყვის რწმენა“ » (აბზაცები 1—15). კითხვა-პასუხები. წაიკითხე მე-8, მე-10 და მე-13 აბზაცები. ყურადღება გაამახვილე, ბიბლიის მიხედვით რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ შევინარჩუნოთ ჩვენი მოკრძალებული ქრისტიანული გარეგნობა და ქცევა და სათანადო ყურადღება მივაქციოთ შვილებს.
სიმღერა №162 და დამამთავრებელი ლოცვა.
19 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №139
7 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: „ჩაატარე პროგრესული ბიბლიის საშინაო შესწავლები“. უნარიანი ძმა განიხილავს სტატიას ერთ ან ორ მაუწყებელთან, რომლებიც წარმატებით ატარებენ შესწავლებს. წიგნის — „შემეცნების“ — ნაწილების, როგორც მაგალითების გამოყენებით, ისინი მოყვებიან სწავლების ხელოვნებას, რომელიც ეხმარება მათ რეგულარული შესწავლის შენარჩუნებაში და საშუალებას აძლევს დაინახონ, სინამდვილეში, რას სწავლობს შემსწავლელი (იხილე 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი, აბზაცები: 5, 8, 12 და 21).
18 წთ.: «1997 წლის საოლქო კონგრესი — „ღვთის სიტყვის რწმენა“» (აბზაცები 16—22). კითხვა-პასუხები. წაიკითხე მე-16 აბზაცი და მოცემული მუხლები. ყურადღება გაამახვილე წესრიგისა და სხვებზე ზრუნვის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება დასაჯდომი ადგილების დაკავებას. დაასრულე მოკლე მოხსენების — „შეხსენებები საოლქო კონგრესისთვის“ — განხილვით.
სიმღერა №165 და დამამთავრებელი ლოცვა.
26 მაისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №148
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე ლიტერატურის შეთავაზება ივნისისთვის. წიგნით — „შემეცნება“ — ახსენი, როგორ შეიძლება მე-10 და მე-11 გვერდებზე მოცემული მე-17—მე-19 აბზაცების გამოყენება მოკლე შეთავაზების მოსამზადებლად. შეახსენე შესაწირავების ღონისძიებაზე მოხსენიების შესახებ. ყველას მოუწოდე, კონცენტრირება გააკეთონ შესწავლების დაწყების მცდელობაზე. ყურადღება გაამახვილე ახლების დახმარებაზე, სწრაფად აკეთონ წინსვლა (იხილე 1996 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 8–10).
12 წთ.: „რატომ ვაკითხავთ დაინტერესებულებს ისევ და ისევ?“ კითხვა-პასუხები. დაურთე აზრები 1995 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ სტატიიდან, გვ. 19, 20.
18 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები. ერთი უხუცესი წარმოთქვამს მოხსენებას ან ორი უხუცესი გააკეთებს განხილვას კრების სულიერი მოთხოვნილების მიხედვით. ბიბლიური შეგონება და პრაქტიკული რჩევები მიეცი ამ საკითხში გასაუმჯობესებლად.
სიმღერა №174 და დამამთავრებელი ლოცვა.