ჩაატარე პროგრესული ბიბლიის საშინაო შესწავლები
1 რა საერთო აქვთ ძიძას ტანზანიიდან, მოზარდ ქალიშვილს არგენტინიდან და დედას ლატვიიდან? „წელიწდეული 1997“ (გვ. 8, 46 და 56 [რუს.]) გვაცნობებს, რომ სამივემ სწრაფ პროგრესს მიაღწია ბიბლიის საშინაო შესწავლების დროს იმის წყალობით, რომ მზად იყვნენ კვირაში ერთზე მეტი შესწავლა ჰქონოდათ წიგნით — „შემეცნება“. რეკომენდირებული იყო, რომ, როცა შესაძლებელია, მაუწყებლები უნდა ცდილობდნენ წიგნის ერთი თავის განხილვას თითოეული შესწავლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ზოგისთვის ამის კეთება რთულია. თუმცა ბევრია დამოკიდებული თითოეული შემსწავლელის ვითარებებსა და უნარზე, გამოცდილი მასწავლებელი წარმატებას პოულობს მომდევნო რჩევების განხორციელებით.
2 როგორც 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში იყო ახსნილი, აუცილებელია, ასწავლო შემსწავლელს შესწავლისთვის მომზადება. კარგი იქნება, თუ დასაწყისშივე აჩვენებ, როგორ კეთდება ეს. აჩვენე მათ წიგნის — „შემეცნების“ — პირადი, შესასწავლად განკუთვნილი, ეგზემპლარი. პირველი გაკვეთილი ერთად მოამზადეთ. დაეხმარე შემსწავლელს, იპოვოს მთავარი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც უშუალოდ პასუხობს დაბეჭდილ შეკითხვას, და შემდეგ გახაზე ან მონიშნე ისინი. ზოგი მაუწყებელი ბიბლიის შემსწავლელს აღნიშვნისთვის ფლომასტერს აძლევს. გაამხნევე ისინი, ყველა მოყვანილი მუხლი წაიკითხონ შესწავლისთვის მომზადებისას. ამის კეთებით ასევე ასწავლი მათ, მოემზადონ კრების წიგნისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის შეხვედრებზე დასწრებისთვის (ლუკ. 6:40).
3 კარგი მასწავლებელი მოსწავლეს აღძრავს სალაპარაკოდ და თვითონ არ ილაპარაკებს ბევრს. ის მოერიდება ყურადღების გადატანას ნაკლებად მნიშვნელოვან პუნქტებზე. იშვიათად გადავა გარეშე მასალაზე. ნაცვლად ამისა, ის ყურადღებას გაამახვილებს გაკვეთილის მთავარ საკითხებზე. ზოგი შემსწავლელებს სთავაზობს დამატებით ლიტერატურას მათსავე კითხვებზე პასუხების საპოვნელად. გარდა ამისა, დაინტერესებულები დამატებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კრების შეხვედრებზე დასწრებით.
4 აუცილებელი არ არის ყველა მითითებული მუხლის მონახვა შესწავლისას. ზოგი მთავარი საკითხი შეიძლება აიხსნას აბზაცში ციტირებული მუხლებიდან. გამეორებისას ყურადღება გაამახვილე მთავარ მუხლებზე, რომლებიც განხილული იყო, და წაახალისე შემსწავლელი, დაიმახსოვროს ისინი.
5 რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ყოველი გაკვეთილი? შესწავლა არ უნდა შეიზღუდოს ერთი საათით. ზოგ დაინტერესებულს აქვს დრო და შესაძლოა სურს უფრო დიდი ხნის განმავლობაში შესწავლა. ან შემსწავლელს სურს, კვირაში ერთზე მეტი შესწავლა ჰქონდეს. ეს სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება.
6 როგორც ესაიას 60:8 აღწერს, დღეს იეჰოვას განადიდებს ასიათასობით ახალი, „ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ“ მისი ხალხის კრებებში. მოდი ყველა ჩვენგანმა წვლილი შევიტანოთ იეჰოვასთან მჭიდრო თანამშრომლობაში, სანამ ის აჩქარებს ცხვრისმაგვართა შეკრებას (ეს. 60:22).