მშობლებო — კარგი მაგალითი მიეცით შვილებს
1 ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ ‘მართლის მამა [და დედა] მოილხენენ’ (იგავ. 23:24, 25). რა დიდებული კურთხევაა ეს მშობლებისთვის, რომლებიც კარგ მაგალითს აძლევენ შვილებს! ერთ-ერთი ფილიალის კომიტეტის წევრმა თავის მშობლებზე თქვა: „ჭეშმარიტებას მათს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა და მინდოდა, ჩემს ცხოვრებაშიც უმთავრესი ადგილი დაეკავებინა“. რას უნდა ხედავდნენ ბავშვები მშობლებში?
2 კარგ მანერებსა და ღრმა პატივისცემას. მშობლების მოვალეობაა, კარგი თვისებები ჩაუნერგონ შვილებს. კარგ მანერებს სწავლობენ არა, უბრალოდ, სიტყვიერი დარიგებით, არამედ დაკვირვებითა და მიბაძვით. ამიტომ როგორ მანერებს ავლენთ? ესმით შვილებს თქვენგან სიტყვები: „ბოდიში“, „გთხოვთ“ და „გმადლობთ“? ეკიდებით ოჯახში ერთმანეთს ღრმა პატივისცემით? ყურადღებით უსმენთ ერთიმეორის ლაპარაკს? უსმენთ შვილებს, როცა გელაპარაკებიან? ავლენთ ამ თვისებებს როგორც სამეფო დარბაზში, ისე სახლში?
3 ძლიერ სულიერობასა და გულმოდგინე მსახურებას. ძმა, რომელმაც 50 წელზე მეტი გაატარა სრული დროით მსახურებაში, იხსენებს: „დედაჩემი და მამაჩემი შესანიშნავ მაგალითს იძლეოდნენ იმით, რომ აფასებდნენ კრების შეხვედრებს და გულმოდგინედ მსახურობდნენ“. რით უჩვენებთ შვილებს, რომ გაწუხებთ ოჯახის წევრების სულიერობა? იხილავთ ერთად დღიურ მუხლს? რეგულარულად გაქვთ ბიბლიის ოჯახური შესწავლა? ხედავენ შვილები, რომ ბიბლიასა და საზოგადოების პუბლიკაციებს კითხულობთ? რას ისმენენ, როცა ოჯახის შესახებ ლოცულობთ? გაქვთ შვილებთან აღმშენებლური საუბარი და განიხილავთ მათთან ერთად ჭეშმარიტებასა და კრებასთან დაკავშირებულ კურთხევებს? მოწადინებული ხართ, დაესწროთ კრების ყველა შეხვედრას და მთელმა ოჯახმა მონაწილეობა მიიღოთ სამქადაგებლო მსახურებაში?
4 მშობლებო, დაფიქრდით, როგორ მაგალითს აძლევთ შვილებს. მიეცით საუკეთესო მაგალითი და ისინი მთელი სიცოცხლე დააფასებენ მას. მიმომსვლელი ზედამხედველის მეუღლემ, რომელიც ახლა 70 წელს არის გადაცილებული, თქვა: „ჩემი მოსიყვარულე ქრისტიანი მშობლების მიერ დატოვებულ კარგ მაგალითს დღესაც სარგებლობა მოაქვს ჩემთვის. ამიტომ გულწრფელად ვლოცულობ, რომ ნამდვილად დავაფასო და მომავალშიც ყოველთვის მართებულად გამოვიყენო ეს მემკვიდრეობა“.