როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ივნ.
«როგორ ფიქრობთ, მოსაწონია ყველა რელიგია ღვთისთვის? [დაელოდე, გიპასუხოს]. საინტერესოა, როგორ იმოქმედა ღმერთზე იმან, რომ ისრაელმა ერმა გარშემო მცხოვრები ხალხის რელიგიური წეს-ჩვეულებები გადაიღო [წაიკითხე ეზეკიელის 6:6]. ეს სტატია პასუხობს შემდეგ კითხვას: „აქვს მნიშვნელობა, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს?“ [უჩვენე სტატია, რომელიც მე-9 გვერდზე იწყება]».
გამოიღვიძეთ! ივნ.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ გარდატეხის წლები არა მხოლოდ მოზარდებისთვისაა რთული პერიოდი, არამედ მათი მშობლებისთვისაც. როგორ ფიქრობთ, დაეხმარება მშობლებს შვილებთან ურთიერთობისას შემდეგ მუხლში მოცემული რჩევა? [წაიკითხე იაკობის 1:19 და დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში თქვენ ნახავთ მშობლებისთვის დამხმარე პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ბიბლიაზეა დაფუძნებული“.
საგუშაგო კოშკი 1 ივლ.
„თითოეული ჩვენგანი დიდ ტკივილს განიცდის, როცა საყვარელი ადამიანი უკვდება. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს ასეთ დროს? [დაელოდე გიპასუხოს, შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 55:22]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს“.
გამოიღვიძეთ! ივლ.
„დაქორწინებული წყვილები უფრო და უფრო მეტ პრობლემებს ხვდებიან და მრავალი ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თქვენი აზრით, შეუწყობს ხელს შემდეგ მუხლში მოცემული რჩევა იმას, რომ ქორწინება მყარი იყოს? [წაიკითხე იგავების 12:18 და დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია სხვადასხვა ბიბლიური პრინციპი, რომლებიც ცოლ-ქმარს ურთიერთობის განმტკიცებაში დაეხმარება“.