როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„ბევრი ფიქრობს, რომ ყველა კარგი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდის. თქვენც ასე ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია დედამიწასთან დაკავშირებით [წაიკითხე ფსალმუნის 37:11, 29]. ამ სტატიიდან გაიგებთ, რას ასწავლიდა იესო კაცობრიობის მომავლის შესახებ [უჩვენე სტატია, რომელიც 22-ე გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა რამ სტკენს ადამიანს გულს ისე, როგორც მშობლის სიკვდილი [დაელოდე, გიპასუხოს]. ეს მუხლი ერთ-ერთია იმ ბიბლიური მუხლებიდან, რომლებმაც ბევრი დამწუხრებული ანუგეშა [წაიკითხე გამოცხადების 21:4]. ეს სტატია განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმარება ტკივილთან გამკლავებაში [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 სექტემბერი
„ზოგი მიიჩნევს, რომ ღმერთი თავის ერთგულებს სიმდიდრით აკურთხებს, ხოლო ვინც ღარიბია, მას ღვთის კურთხევა არა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] აღსანიშნავია, რომ იესო მდიდარი არ იყო [წაიკითხე ლუკას 9:58]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რით აკურთხებს ღმერთი თავის მსახურებს“.
გამოიღვიძეთ! სექტემბერი
„თქვენი აზრით, ხვდებიან დღეს ახალგაზრდები წინა თაობებთან შედარებით უფრო მეტ სირთულეს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრის აზრით, ეს მუხლი ზუსტად აღწერს დღეს არსებულ მდგომარეობას [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1]. ამ ჟურნალში მოცემული ბიბლიური პრინციპები მშობლებსა და მოზარდებს სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება“.