წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
10—16 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ეზეკიელი 15—17
ასრულებ დაპირებებს?
w88 9/15 17 ¶8
იეჰოვა ქარქაშიდან ამოიღებს თავის მახვილს!
8 ბაბილონისა და ეგვიპტის მმართველები დიდ არწივებს არიან შედარებულნი. ერთმა მოგლიჯა კედრის კენწერო, ანუ მეფე იეჰოიაქინი ტახტიდან ჩამოაგდო და მის ნაცვლად ციდკია გაამეფა. მიუხედავად იმისა, რომ ციდკიამ ნაბუქოდონოსორს ერთგულება შეჰფიცა, დაარღვია ფიცი და ეგვიპტის მეფეს, მეორე არწივს, სამხედრო დახმარებისთვის მიმართა. თუ ციდკია იეჰოვას სახელს დაიფიცებდა, ფიცის დარღვევა იეჰოვას შეურაცხყოფა იქნებოდა. ჩვენ არ გვინდა, იეჰოვას შეურაცხყოფა მივაყენოთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიტყვა არ გავტეხოთ. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ ღვთის სახელით ვიწოდებით! (ეზეკიელი 17:1—21).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w88 9/15 17 ¶7
იეჰოვა ქარქაშიდან ამოიღებს თავის მახვილს!
7 ორგულობის გამო იუდას ხალხი შედარებული იყო ველურ ვაზს, რომელიც უვარგის ყურძენს იძლეოდა და მხოლოდ ცეცხლში დასაწვავად თუ გამოდგებოდა (ეზეკიელი 15:1—8). ღმერთმა ის მიტოვებულ თოთო ბავშვსაც შეადარა, რომელიც ეგვიპტიდან დაიხსნა, აღზარდა და ცოლად მოიყვანა. მიუხედავად ამისა, მათ ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ამ სულიერი მრუშობისთვის მათ განადგურება არ ასცდებოდათ. თუმცა თავის ერთგულებს ღმერთი მარადიულ შეთანხმებას დაუდებდა, რაშიც სულიერ ისრაელთან დადებული ახალი შეთანხმება იგულისხმებოდა (ეზეკიელი 16:1—63; იერემია 31:31—34; გალატელები 6:16).
31 ივლისი — 6 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | ეზეკიელი 24—27
ტვიროსის წინააღმდეგ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულება იეჰოვას სიტყვისადმი ნდობას გვიმტკიცებს
ce 216 ¶3
ნამდვილად ღვთივშთაგონებულია ბიბლია?
3 ტვიროსი ფინიკიის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. ტვიროსელები ვერაგულად მოექცნენ მათ სამხრეთით მცხოვრებ ისრაელებს, რომლებიც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვამ 250 წელზე მეტი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ტვიროსის განადგურება. იეჰოვამ თქვა: „შენ წინააღმდეგ მოვიყვან მრავალ ხალხს . . . ისინი დაანგრევენ ტვიროსის გალავანს და დააქცევენ მის კოშკებს; მტვერს გადავფხეკ მას და პიტალო კლდედ ვაქცევ. ბადეების გასაშრობ ადგილად იქცევა ის ზღვის შუაგულში“. ეზეკიელმა სახელით მოიხსენია იმ ერის წინამძღოლი, რომელიც პირველი მოაქცევდა ტვიროსს ალყაში: „მოვიყვან ტვიროსის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს“ (ეზეკიელი 26:3—5, 7).
it
ალექსანდრე
ნაცვლად იმისა, რომ მცირე აზიაში მოპოვებული ორი უდიდესი გამარჯვების შემდეგ (პირველი მდინარე გრანიკოსთან, მეორე ისოსის ველზე, სადაც სპარსეთის დაახლოებით ნახევარმილიონიანი ჯარი დაამარცხა) სპარსელებს დადევნებოდა, ალექსანდრემ ტვიროსის კუნძულზე მდებარე ნაწილი ამოიღო მიზანში. საუკუნეებით ადრე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ წყალში ჩაყრიდნენ ტვიროსის გალავანს, კოშკებს, სახლებსა და მტვერსაც კი (ეზკ. 26:4, 12). აღსანიშნავია, რომ ალექსანდრემ ნაბუქოდონოსორის მიერ განადგურებული ქალაქის კონტინენტური ნაწილის ნანგრევებით გააკეთა 800-მეტრიანი მიწაყრილი კუნძულამდე მისასვლელად. ძვ. წ. 332 წლის ივლისში მან საზღვაო ფლოტისა და საბრძოლო მანქანების მეშვეობით გაანადგურა ზღვის ეს ქედმაღალი ქალბატონი.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w88 9/15 21 ¶24
იეჰოვა ქარქაშიდან ამოიღებს თავის მახვილს!
24 შემდეგ ეზეკიელი უჩვეულოდ უნდა მოქცეულიყო (წაიკითხეთ ეზეკიელის 24:15—18). რატომ არ უნდა ეგლოვა წინასწარმეტყველს თავისი ცოლი? ამით მას უნდა ეჩვენებინა, როგორ გაოგნდებოდნენ იუდეველები იერუსალიმის, მისი მოსახლეობისა და ტაძრის განადგურების გამო. ეზეკიელი უკვე საკმარისად ელაპარაკა მათ ამ საკითხზე, ამიტომ აღარ გაუცხადებდა ღვთის ცნობას მათ, ვიდრე იერუსალიმის დაცემის ამბავს არ შეატყობინებდნენ. მსგავსად გაოგნდება ქრისტიანული სამყარო თავის თვალთმაქც მომხრეებთან ერთად, როცა მისი განადგურების დრო დადგება. „დიდი გასაჭირის“ დაწყების შემდეგ ცხებულებისგან შემდგარ გუშაგის კლასს ქრისტიანული სამყაროს შესახებ აღარაფერი ექნება სათქმელი (მათე 24:21). როცა ღმერთი დაიწყებს მათ განადგურებას, ყველანი — ქრისტიანული სამყაროს გაოგნებული მხარდამჭერები თუ სხვები — გაიგებენ, რომ იეჰოვაა ღმერთი! (ეზეკიელი 24:19—27).