გააცხადეთ იეჰოვას სახელი და მისი საქმენი
1 „ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხს საქმენი მისნი. . . გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა“ (ფსალმ. 104:1, 3). ფსალმუნმომღერალი, რომელმაც ეს სიტყვები დაწერა, დიდ სიხარულს განიცდიდა იეჰოვას შესახებ სხვებთან საუბრითა და ‘მისი საქმეების’ გაცხადებით. რომელი საქმეების? უეჭველია, ეს საქმეები ღვთის დიდებულ მმართველობასა და ‘მისმიერ ხსნასთანაა’ დაკავშირებული (ფსალმ. 95:2, 3; 144:11, 12).
2 ორიათას პირველი წლის გახსენების საღამოს მოახლოებასთან ერთად, მრავალი მიზეზი გვაქვს, რომ ვიხაროთ იეჰოვას საქმეებით, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ მოიმოქმედა. როგორ? უფლის სერობა, ეჭვგარეშეა, წლის მანძილზე ყველაზე დიდებული დღესასწაულია ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის. არ არსებობს მსგავსი შემთხვევა თავისი მნიშვნელობის, მიზნისა და ჩატარების თვალსაზრისით. ამ დროს ყველა ჩვენგანი ვიხსენებთ, თუ რა გააკეთეს იეჰოვამ და იესომ ჩვენი გადარჩენისთვის. გასაკვირი არაა, რომ გახსენების საღამოს პერიოდში მოველით სამქადაგებლო მსახურების გაფართოვებას, რომ გავაცხადოთ ‘ხსნის’ ცნობა!
3 იქნები დამხმარე პიონერი? გასული წლის აპრილში 2 058 მაუწყებელი მსახურობდა დამხმარე პიონერად საქართველოში. შეგვიძლია თუ არა ამ წელს, განსაკუთრებით მარტსა და აპრილში, მსახურების გაფართოება? მარტში ხუთი შაბათია, აპრილში კი — ხუთი კვირა. სრული სამუშაო დღით მომუშავე მრავალმა მაუწყებელმა აღმოაჩინა, რომ შეუძლიათ დამხმარე პიონერად მსახურება, როცა დასვენების დღეებში მსახურებას გეგმავენ. თვეში 50 საათის შესასრულებლად დამხმარე პიონერს კვირაში, საშუალოდ, 12 საათი სჭირდება. ყურადღებით გადახედე მე-4 გვერდზე ჩარჩოში შემოთავაზებულ გეგმებს. არის თუ არა რომელიმე მათგანი შენი მდგომარეობისთვის შესაფერისი ვარიანტი? თუ არა, შესაძლოა, თავად შეადგინო შენთვის მოსახერხებელი გეგმა, რომ დამხმარე პიონერად იმსახურო მარტისა და აპრილის თვეებში.
4 უხუცესებმა ახლავე უნდა დაიწყონ კრების წევრების წახალისება და მხარდაჭერა მსახურების გასაფართოებლად. გასულ წელს ერთ-ერთ კრებაში, სადაც ყველა უხუცესი და სამსახურებრივი თანაშემწე დამხმარე პიონერი იყო, 121 მაუწყებლიდან 64 პიონერად მსახურობდა აპრილში! აგრეთვე სასიხარულო იყო კრებაში ექვსი მოუნათლავი მაუწყებლის დანახვა, რომლებმაც ანგარიშების ჩაბარება მარტსა და აპრილში დაიწყეს. მართლაც, ეს არის საუკეთესო დრო ბავშვებისთვის და ახლებისთვის, სთხოვონ უხუცესებს, რომ, თუ მოთხოვნებს შეესაბამებიან, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ქადაგებაში.
5 დამატებით ძალისხმევას კურთხევები მოაქვს. კრებები, რომლებიც განსაკუთრებულ მიზნებს ისახავენ და ამას დამატებით ძალ-ღონეს ახმარენ, მრავალი კურთხევით ტკბებიან. ზოგიერთ კრებას მთელი ყურადღება გადააქვს იშვიათად დამუშავებულ ტერიტორიაზე.
6 მათ, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს ან ასაკშია, ნუთუ ამან ხელი უნდა შეუშალოს, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არ მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში? ყველა შემთხვევაში ეს ასე არ არის. მაგალითად, 86 წლის დის შემთხვევაში, რომელსაც კიბო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხები დასიებული აქვს, ის დამხმარე პიონერად მსახურობდა გასული წლის აპრილში. ტელეფონით ქადაგებამ მსახურებაში სრული მონაწილეობისა და იეჰოვას უფრო მეტად განდიდების საშუალება მისცა. ეს გამამხნევებელი იყო როგორც მისთვის, ისე კრებისთვის.
7 კარგად მოემზადე გახსენების საღამოსთვის. წელს გახსენების საღამო 8 აპრილს იქნება. რადგან ეს კვირადღეა, უფრო მეტ ადამიანს შეეძლება დასწრება. შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ხელი შევუწყოთ იმას, რომ დამსწრეთა უმაღლეს რიცხვს მივაღწიოთ იმით, რომ 1) თავად დავესწროთ და 2) სხვებიც მოვიწვიოთ გახსენების საღამოზე დასასწრებად. ვინ შეგვიძლია მოვიწვიოთ?
8 გადახედე სამქადაგებლო მსახურების ჩანაწერებს, თუ ვინ გამოავლინა ჭეშმარიტებისადმი მცირე ინტერესიც კი, თუმცა შესაძლოა მათ არ აკითხავ რეგულარულად. გახსენების საღამომდე ორი ან სამი კვირით ადრე, მთელი ყურადღება ასეთი ადამიანების მონახულებაზე გადაიტანე და თან წაიღე მოსაწვევი. თუ საშუალება გაქვს, დასწრების მსურველებს შესთავაზე შეხვედრის ადგილამდე ტრანსპორტით მიყვანა.
9 ზოგიერთ კრებაში გახსენების საღამოს ყველა მოსაწვევი ბარათი არ გამოიყენება. კრების მდივნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ყველამ დროულად მიიღო მოსაწვევი ბარათები. შეიძლება გსურს, რომ მოსაწვევს ბოლოში გარკვევით მიაწერო ან დაბეჭდო გახსენების საღამოს ჩატარების დრო და ადგილი. შეგიძლია გამოიყენო სამეფო დარბაზში მოსაწვევი ბარათი იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კრებისთვის გახსენების საღამო იქ ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უმეტეს შემთხვევაში გახსენების საღამოს მოსაწვევი პირადად უნდა გადაეცეს მობინადრეს.
10 გახსოვდეს არააქტიურები. სასიხარულოა, როდესაც ბიბლიის შემსწავლელი თავს უძღვნის იეჰოვას და ამის ნიშნად ინათლება. თუმცა ყოველწლიურად ჩვენ შორის ზოგიერთი თანდათან წყვეტს ჩვენთან კავშირს და აღარ ესაუბრებიან სხვებს იეჰოვას სახელისა და საქმეების შესახებ. ეს კარგი მიზეზია დასაფიქრებლად. თუმცა არააქტიური მაუწყებლების უმეტესობას ჭეშმარიტება არ მიუტოვებია; მათ ქადაგება შესაძლოა გულგატეხილობის, პირადი პრობლემების ან სხვა ცხოვრებისეული საზრუნავის გამო შეწყვიტეს (მათ. 13:20—22). ისინი, ვინც სულიერად დასუსტებულია, დახმარებას საჭიროებენ, რომ დაუბრუნდნენ კრებას, სანამ სატანის სისტემა შთანთქავს მათ (1 პეტ. 5:8). ამ გახსენების საღამოს პერიოდისთვის გვსურს, განსაკუთრებულად ვეცადოთ, დავეხმაროთ ყველა არააქტიურს, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს, რომ კვლავ მიიღონ მონაწილეობა კეთილი ცნობის ქადაგებაში.
11 კრების მდივანმა უნდა გააფრთხილოს წიგნის შესწავლის ხელმძღვანელები, რომ ყურადღება მიაქციონ, ჯგუფში ვინმე ხომ არ არის არააქტიური. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა უხელმძღვანელოს ყველა არააქტიური მაუწყებლის სამწყემსო მონახულებას. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ასეთი ადამიანისთვის სასარგებლოა ბიბლიის საშინაო შესწავლა, სამსახურებრივი კომიტეტი გადაწყვეტს, ვინ იქნება საუკეთესო შესწავლის ჩასატარებლად. თუმცა შეიძლება აუცილებელი არ იყოს შესწავლის დიდი ხნით ჩატარება, მას, ვისაც ეს დაევალა, შეუძლია ჩაიწეროს დრო, განმეორებითი მონახულება და ბიბლიის შესწავლა.
12 გასული წლის აპრილში ერთმა დამ კარდაკარ მსახურების დროს ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცს შესთავაზა ჟურნალი. მან აღნიშნა, რომ მისი ცოლი არააქტიური მოწმე იყო. იკითხა სამეფო დარბაზის მისამართი და ეს და ოჯახში მიიწვია. შედეგად, ცოლ-ქმარი დაესწრო მომავალ შეხვედრას. მათ თანხმობა განაცხადეს ბიბლიის შესწავლაზე.
13 მზად იყავი მსახურების გასაფართოებლად! ფსალმუნმომღერალმა, რომელიც იეჰოვას სახელისა და მისი საქმეების გაცხადებისკენ მოგვიწოდებდა, დასძინა: „აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. განდიდდით მისი წმიდა სახელით“ (ფსალმ. 104:2, 3). დაე გააქტიურებული მსახურებით ცხადვყოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იეჰოვას დიადი სახელი და მისი შესანიშნავი საქმეები, რითაც გახსენების საღამოს ამ პერიოდს ყველაზე განსაკუთრებულად ვაქცევთ!
[ჩარჩო 3 გვერდზე]
სხვადასხვა გეგმა დამხმარე პიონერობისთვის ყოველკვირეულად 12 საათის შესასრულებლად
დღე საათები
ორშაბათი 1 2 − −
სამშაბათი 1 − 3 −
ოთხშაბათი 1 2 − 5
ხუთშაბათი 1 − 3 −
პარასკევი 1 2 − −
შაბათი 5 4 3 5
კვირა 2 2 3 2
ჯამი: 12 12 12 12
არის თუ არა შენთვის რომელიმე გეგმა შესაფერისი? თუ არადა, რატომ არ უნდა შეგედგინა საკუთარი გეგმა?