როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგოკოშკი 15 ოქტ.
„რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კაცობრიობამ უფრო უკეთ და ბედნიერად იცხოვროს? [გიპასუხოს]. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კაცობრიობამ მმართველობის მრავალი ფორმა მოსინჯა. მაგრამ მოდი ყურადღება მივაქციოთ ღვთის თვალსაზრისს [წაიკითხე იერემიას 10:23]. სტატიაში „მსოფლიო ბედნიერების საწინდარი“, ნაჩვენებია, თუ როგორ დაისადგურებს მალე ბედნიერება“.
გამოიღვიძეთ! 22 ოქტ. (რუს.)
„ალბათ, დაეთანხმებით იმას, რომ დღესდღეობით ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან ზეწოლას? [გიპასუხოს]. ამის შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია [წაიკითხე მე-2 ტიმოთეს 3:1]. მრავალი ადამიანისთვის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ მასზე ხელი ჩაიქნიეს. ეს ჟურნალი ძალიან გამამხნევებელია. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ გავუმკლავდეთ გულგატეხილობას და ცხოვრებას აზრი შევმატოთ“.
საგუშაგოკოშკი 1 ნოემ.
მას შემდეგ, რაც მოიხსენიებ შემაშფოთებელ ახალ ამბავს, შეეკითხე: „რატომ სჩადიან ადამიანები ასეთ ბოროტებას? ყველას შეუძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა, მაგრამ ადამიანები მაინც ბოროტებას სჩადიან. რატომ? [პასუხის შემდეგ წაიკითხე გამოცხადების 12:9]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თავი სუფთა სინდისის შენარჩუნებით“.
გამოიღვიძეთ! 8 ნოემ.
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ დაძაბულ დროში ვცხოვრობთ. [პასუხის შემდეგ წაიკითხე მე-2 ტიმოთეს 3:3]. ხშირად სისასტიკე ოჯახშიც კი იჩენს ხოლმე თავს. სტატიაში „დახმარება ქალებისთვის, რომლებსაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ“, მოცემულია დამაიმედებელი ცნობა. შესაძლოა იცნობთ ისეთ ადამიანს, ვისაც ამ ცნობას გაუზიარებდით“.