როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ოქტ.
«როგორ აუხსნიდით ბავშვებს ან სხვებს, თუ რატომ ხდება დღეს ამდენი ბოროტება? [გიპასუხოს]. ბიბლია პასუხობს კითხვაზე „ვინ დგას მთელი ამ ბოროტების უკან?“ [წაიკითხე 1 იოანე 5:19]. „საგუშაგო კოშკის“ ეს გამოშვება დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ ვინ არის ამ ბოროტების მოთავე და როგორ გავუწიოთ მას წინააღმდეგობა».
საგუშაგო კოშკი 1 ნოემ.
„მრავალი ჩვენგანი ცდილობს, სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა იქონიოს. მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება. [გიპასუხოს]. ბიბლია გვიხსნის, რატომ არის ეს ასე. [წაიკითხე იაკობის 3:2]. ეს სტატია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ბოდიშის მოხდას მშვიდობის აღდგენა და შენარჩუნება“.
გამოიღვიძეთ! 8 ნოემ.
„როგორ ფიქრობთ, მოუტანს მსოფლიოს მშვიდობას რელიგიური წინამძღოლებისა თუ სხვათა ლოცვები? [გიპასუხოს]. ბიბლია აღგვითქვამს, რომ მალე მშვიდობა ყველგან დამყარდება. [წაიკითხე ესაიას 9:5, 6]. თუ დააკვირდით, აქ ლაპარაკია განსაკუთრებულ მმართველზე, რომელიც დაამყარებს მშვიდობას მთელ მსოფლიოში. ეს ჟურნალი გიჩვენებთ, თუ ვინ არის ეს მმართველი და როგორ დაამყარებს ის ნამდვილ მშვიდობას“.