როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ოქტ.
„მრავალი განათლებას ბედნიერების გარანტიად მიიჩნევს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დღეს ისეთი განათლების მიღება, რომელიც დაეხმარება ადამიანს, უკეთესი პიროვნება გახდეს და ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე რომაელების 12:2]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია მივიღოთ საუკეთესო განათლება, რომელიც სარგებლობას მოგვიტანს“.
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბ.
„ბევრი შეშფოთებულია მსოფლიოში არსებული უსამართლობით. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ვინმე დღევანდელი მსოფლიოს შეცვლას? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალიდან ვგებულობთ, რომ ეს შესაძლებელია. აგრეთვე მასში ნაჩვენებია, თუ ვინ გადაჭრის ამ პრობლემას და როგორ დაამყარებს მსოფლიოში ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. წაიკითხე ფსალმუნების 71:12—14.
გამოიღვიძეთ! 8 ნოემბ.
„დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის ჩატეხილი ხიდი არსებობს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება ოდესმე ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენა? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 6:9, 10]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღვთის სამეფო მთელი კაცობრიობისთვის დამთრგუნველ უთანასწორობის ყოველგვარ კვალს წაშლის“.