როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ოქტ.
„ბევრის აზრით, შეუძლებელია ახლოს გავიცნოთ ღმერთი, რომელიც ზეცაშია. თქვენც იმავეს ფიქრობთ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იოანეს 17:3.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ როგორ შეგვიძლია მეტი გავიგოთ ღვთის შესახებ“.
გამოიღვიძეთ! ოქტ.
„ბევრ ჩვენგანს სიკვდილმა საყვარელი ადამიანი წაგვართვა. თქვენი აზრით, შესაძლებელია რაიმე გავაკეთოთ გარდაცვლილების დასახმარებლად? [გიპასუხოს.] პასუხი მოცემულია ამ სტატიაში, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული. ის შეიცავს ღვთის მანუგეშებელ დაპირებას“. წაიკითხე იოანეს 5:28, 29. შემდეგ შესთავაზე მე-10 გვერდზე მოცემული სტატია.
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბ.
„შვილების აღზრდასთან დაკავშირებით დღეს უამრავი თვალსაზრისი არსებობს. როგორ ფიქრობთ, სად შეუძლიათ მშობლებს სანდო რჩევების ნახვა? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნების 32:8.] ამ ჟურნალში განხილულია პრაქტიკული რჩევები ბიბლიიდან, თუ როგორ აღვზარდოთ შვილები“.
გამოიღვიძეთ! ნოემბ.
„გიფიქრიათ ოდესმე, თუ არსებობს მოსიყვარულე, სამართლიანი და ძლიერი ღმერთი, რატომღა იტანჯებიან ადამიანები? [გიპასუხოს.] ნახეთ, რას ამბობს ბიბლია ტანჯვის მიზეზზე. [წაიკითხე 1 იოანეს 5:19.] ამ ჟურნალში ბიბლიის მეშვეობით ახსნილია, თუ რას აკეთებს ღმერთი ტანჯვის აღმოსაფხვრელად“.