როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ოქტ.
„მრავალმა ადამიანმა არ იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე, ამიტომ ფიქრობენ, რომ უმჯობესია მხოლოდ დღევანდელი დღით იცხოვრონ. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს]. იესომ საინტერესო რამ თქვა ამის შესახებ [წაიკითხე მათეს 6:34]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და ამასთანავე მეტისმეტად არ ვწუხდეთ“.
გამოიღვიძეთ! ოქტ.
„ყველა ჩვენგანს დაუკარგავს საყვარელი ადამიანი. როგორ ფიქრობთ, ისინი ზეციდან გადმოგვყურებენ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ, როცა ლაზარე მოკვდა [წაიკითხე იოანეს 11:11]. ამ სტატიაში, რომელიც ამ ჟურნალის 28-ე გვერდზე იწყება, ახსნილია, აგრძელებენ თუ არა სადმე ცხოვრებას გარდაცვლილი ადამიანები თუ ძილის მსგავს მდგომარეობაში არიან და აღდგომა ელით“.
საგუშაგო კოშკი 1 ნოემ.
„როგორ ფიქრობთ, იქნებოდა მსოფლიოში უკეთესი მდგომარეობა, ადამიანებს უფრო მეტი თავმდაბლობა რომ გამოევლინათ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ ამ თვისების შესახებ [წაიკითხე მათეს 23:12]. ამ ჟურნალში საუბარია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავმდაბლობის განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ მეტოქეობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში“.
გამოიღვიძეთ! ნოემ.
«წარსულში ადამიანები ხელმძღვანელობისთვის ბიბლიას მიმართავდნენ, მაგრამ დღეს მრავალი მას ეჭვის თვალით უყურებს. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16]. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ სპეციალურ ნომერში ნათლად არის ნაჩვენები, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით არის დაწერილი».